ვინ არის სოციოპათი?
იმისთვის, რომ გაარკვიოთ, გაქვთ თუ არა სოციოპათის მახასიათებლები, იქამდე უნდა გაერკვეთ, ვინ არის ის.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ სოციოპათი ის პიროვნებაა, რომელიც არ იღებს საზოგადოების ნორმებს და აგრესიულად იქცევა სხვა ადამიანების მიმართ.
რამდენიმე საინტერესო სტატისტიკა:
სოციოპათები ხშირად ხდებიან ექიმები. და კიდევ უფრო ხშირად - პათოლოგები. ამდენი ხალხია გარშემო და ყველა დუმს - ეს არის სოციოპათის ბედნიერება!
სოციოპათები პოპულარულები არიან ქალებში (გოგოებს ზოგადად უყვართ ცუდი ბიჭები).
სოციოპათის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მას აბსოლუტურად არანაირი საზღვარი არ აქვს დაწესებული.
მან არ იცის, როგორ მოიქცეს საზოგადოებაში და როგორ აგოს პასუხი თავის ქმედებებზე. ის განიცდის ამას?-არა.
ერთი მარტივი მიზეზის გამო: მას არ ესმის, რომ რაღაცას არასწორად აკეთებს.
სოციოპათებს ხალხი არ მოსწონთ. ახლობლებიც კი.
ფსიქოლოგები თითქმის დარწმუნებულნი არიან, რომ ძლიერ, აქტიურ სოციოპათს აქვს იმის ძალა, რომ შეუყვარდეს.
მაგრამ, ადამიანს, ვის მიმართაც ის ამ ყოველივეს განიცდის, მოუწევს ძირფესვიანად შეაჯანჯღაროს.
და, რა თქმა უნდა, თუ ის სოციოპათს იგივე გრძნობით უპასუხებს, ტკბილი ურთიერთობა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჰქონდეს, რადგან სოციოპათს ყველაზე მეტად საკუთარი თავი უყვარს.
- სოციოპათების უმეტესობა არის ჭკვიანი და ეშმაკი. მათ იციან, როგორ მოიტყუონ დახვეწილად და ადვილად მანიპულირებენ ადამიანებით.
- ერთი შეხედვით, ისინი საერთოდ საკმაოდ მომხიბვლელები არიან. მაგრამ, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით არის...
ზოგადი აზრის ჩამოყალიბებაში, დოქტორი უოტსონი დაგეხმარებათ.
თუ თქვენში მოულოდნელად დაიწყეთ სოციოპათიის ნიშნების შემჩნევა, გაიარეთ ჩვენი ტესტი. თქვენ მიიღებთ შედეგს - მანუგეშებელს, ან პირიქით.
თქვენ სოციოპათი ხართ, თუ ...
- თქვენ გძულთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. უმჯობესია სამი საათის განმავლობაში საცობში იყოთ, ვიდრე საშინელ მეტროში ჩახვიდეთ, ან ჩახუთულ ავტობუსში ახვიდეთ.
- თუ თქვენ მხოლოდ ერთი მეგობარი გყავთ. ეს კი ზოგჯერ წარმოსახვითია.
- თუ თქვენთვის უფრო ადვილია 10 შეტყობინების გაგზავნა ელ.ფოსტით, ვიდრე ერთხელ დარეკვა.
- თქვენ არასოდეს აღნიშნავთ დაბადების დღეს, რადგან გძულთ სტუმრების დაპატიჟება. სხვათა შორის, არც სტუმრობა მოგწონთ.
- თქვენმა უფროსმა არ იცის, როგორ გამოიყურებით. და მისი სახელი არ გახსოვთ.
- თქვენს ბინაში არ არის ხმამაღალი მუსიკა და ხმაურიანი წვეულებები. თქვენს მეზობლებს საერთოდ ეჭვი აქვთ, რომ კედლის მიღმა არავინ ცხოვრობს.
- გირჩევნიათ სასეირნოდ წასვლა დილით ადრე, ან გვიან საღამოს, როდესაც ქუჩაში ნაცნობების (და საერთოდ, ხალხის) შეხვედრის რისკი ნულის ტოლია.
- თქვენ შეგიძლიათ მარტივად იტიროთ.
- თქვენ გიყვართ ვინმეს მიმართ თქვენი ძალაუფლების დემონსტრირება.
- ცხოველები და ბავშვები დიდად არ გიყვართ, უფრო მეტიც, უარყოფთ.
- ხალათით შეგიძლია გარეთ გასვლა.
- შეგიძლიათ დღეები გაატაროთ ისე, რომ არავისთან ისაუბროთ და მშვენივრად იგრძნოთ თავი.
თუ ეთანხმებით ამ დებულებების ნახევარს, მაშინ შეგვიძლია მოგილოცოთ, (ან გითანაგრძნოთ?).
ამ შემთხვევაში, თქვენ ხართ აქტიური სოციოპათი. მაგრამ თქვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ გაუმკლავდებით ამ გარემოებას.
შესაძლოა, ეს სულაც ერთ-ერთ თავისებურად მიიჩნიოთ და მშვიდად იყოთ.
წყარო: Cosmopolitan