ურთიერთობის დამთავრება რთულია, თუმცა როგორც ამბობენ, იმაზე რთული ყოფილი შეყვარებულისთვის თავის ხელახლა შეყვარება და ურთიერთობის აღდგენაა. ქალბატონები ხშირად მეორე ნახევართან დაშორებას ემოციურად განიცდიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანს თავი კვლავ შეაყვარონ და ის ბედნიერი წუთები დაიბრუნონ. ნახეთ რჩევები, რომელიც ყოფილ შეყვარებულთან ურთიერთობის აღდგენაში დაგეხმარებათ
მიეცით თქვენს პარტნიორს სივრცე
თუ დაშორების შემდეგ თქვენ მას კვლავ დაურეკავთ, ტექსტური შეტყობინებებით აავსებთ და შეეცდებით ხშირად ნახოთ. თქვენი ურთიერთობა არასდროს აღდგება, პირიქით მას უფრო მოაბეზრებთ თავს და თქვენთან ყოფნის სურვილს გაუქრობთ.
მიეცით თქვენს პარტნიორს სივრცე და შეეცადეთ თქვენი არყოფნა შენიშნოს.
არ აფიქრებინოთ მას, რომ დაშორება შეჯიბრია
ხშრად წყვილები დაშორების შემდეგ ცდილობენ თავის მეორენახევარს დაუმტკიცონ რომ კარგად არიან, მასზე უკეთ ატარებენ დროს და ის სულ არ სჭირდებათ.
სიყვარული შეჯიბრი არ არის და თუ თქვენ ამას ასე აღიქვამთ მაშინ მისი დაბრუნების იმედი ნუ გექნებათ. შეეშვით შეჯიბრს და ბუნებვრივი ცხოვრება განაგრძეთ.
თავი შეიკავეთ მისი შეურაცხყოფისგან
დაშორება არ ნიშნავს გადამტერებას, თუ მისი დაბრუნება ნამდვილად გინდათ, ბილწსიტყვაობა, მის ზურგსუკან საუბარი და ავი განზრახვები დაივიწყეთ ეს უფრო ჩამოგაშორებთ მას.
შეეცადეთ რაციონალურად მიუდგეთ ამ საკითხს და ის თქვენი ცხოვრებიდან დროებით გაუშვათ.
შეცვალეთ თქვენს ცხოვრებაში პატარა დეტალები
თუ თქვენი ყოფილი შეყვარებული რაღაც დროის შემდეგ, შეცვლილს, განვითარებულასა და წარმატებულს დაგინახავთ, მას ახალი ურთიერთობის სურვილი აუცილებლად გაუჩნდება. შეცვალეთ ის დეტალები, რომლებიც უკეთესად გაქცევთ და აჩვენეთ, რომ მის გარეშე განვითარება, ცვლილება და ზრდა შეგიძლიათ.
ნუ იფიქრებთ ბევრს იმაზე, თუ როგორ ეწყობოდით მას
ნუ იფიქრებთ თუ როგორი იდეალური წყვილი იყავით და როგორ ეწყობოდით მას, უბრალოდ სადმე წასვლა შესთავაზეთ, გაისეირნეთ და მეგობრულად ისაუბრეთ. უმჯობესია არაფერი გაიხსენოთ ძველი დროიდან, უბრალოდ სასიამოვნო საღამო გაატარეთ მასთან. ეს ხერხი თქვენს ყოფილ შეყვარებულს თქვენზე დააფიქრებს და დიდი ალბათობით რამდენიმე დღეში კვლავ მოგწერთ.
დაასრულეთ ყველაფერი ბედნიერი მოგონებით
თუ ურთიერთობას ჩხუბითა და კამათით დაასრულებთ მისი დაბრუნება უფრო გაგიჭირდებათ, შეეცადეთ დაშორების გადაწყვეტილებას რაციონალურად შეხვდეთ და ყველაფერი ბედნიერი მოგონებით დაასრულოთ. ასე თქვენს ყოფილს უკან დასაბრუნებელი გზა ყოველთვის დარჩება.
წყარო