არასოდეს დამავიწყდება პირველი სიყვარული... ბედნიერად ვგრძნობდით თავს, ერთმანეთს ვაძლიერებდით… ყველას შურდა…
თუმცა ახალგაზრდები და თავქარიანები ვიყავით და ეს ყველაზე დიდი ნაკლი იყო ჩვენი.
როცა იდეალურ სიყვარულზე ფიქრობ, პირველი სტაბილური ბედნიერება, თანაგრძნობა და ერთგულება გახსენდება.
როცა ახალგაზრდა ხარ, რაც უნდა მოხდეს, გგონია, ვერაფერი მოგერევა. გგონია, ყველაფერი შეგიძლია, მაგრამ, საუბედუროდ, ცხოვრება ასე არ არის მოწყობილი. თეორიულად რაც ძალიან მარტივი გგონია, პრაქტიკაში არ მუშაობს.
ჩვენ ცუდ დროს შევხვდით…
ასე ხდება ხოლმე - შესაფერის ადამიანს შეუფერებელ დროს ხვდები.
და მიუხედავად იმისა, რომ სიტყვებით ვერ აღვწერ, რა გადავიტანე განშორების შემდეგ, მაინც გავაცნობიერე, რომ მისი სისულელის მიზეზი ჩემივე სისულელე იყო.
სიმწიფე გამოცდილების შედეგია. ვერ გავბრაზდები იმაზე, რომ მაშინ ჯერ კიდევ ბევრი გვქონდა გასაკეთებელი, სანახავი. ახალგაზრდული სიყვარულის ნაყოფი იმდენად სუსტია, ხშირად ჩანასახშივე დაღუპვისთვისაა განწირული და აი, რატომ:
შენ ახლა გინდა ბევრი, მაგრამ დაგჭირდება ხარისხიანი
შენ გოგონები გინდა, ერთი ქალი კი არა. იოლად ჰყვები გულისხმას და ეგოს თამაშებს და გგონია, რომ ასე ყალიბდება მყარი ურთიერთობები. მალე ისწავლი, რომ კაცად რაც გაქცევს, იმას რიცხვებით ვერ იანგარიშებ, მისი საზომი გონიერების დონე და ყურადღებიანობის სიღრმეა.
ზრდასრული კაცი ერთგულია იმის, რასაც აკეთებს, რასაც ამბობს და ვისზეც ზრუნავს.
შენ ახლა გინდა არაპროგნოზირებადი, მაგრამ დაგჭირდება სტაბილური
თავგადასავალი შენთვის ადრენალინია. იგი გულს გიჩქარებს და გაურკვევლობაში გტოვებს. როცა გაიზრდები, თავგადასავალი სხვა რამე გახდება უკვე შენთვის. თავგადასავალი გახდება სხვა ადამიანთან კავშირის გაღრმავების გამუდმებული მცდელობა. მისი ყოველდღე ხელახლა შეყვარება და სიხარული იმით, რომ მისი წინადადებების დასრულება შეგიძლია.
შენ ახლა გინდა ზედაპირულობა, მაგრამ დაგჭირდება სიღრმე
შენ ახლა გართობა გინდა, ბიჭებთან ყოფნა და ისეთ რამეზე ლაპარაკი, რასაც რეალურად არავითარი ღირებულება არ გააჩნია. “მე მიყვარს ყოფნა უცნობებს შორის, ისინი კაცად მაშინვე მთვლიან“… შენ არ ეხები მნიშვნელოვან საკითხებს, რადგან გეშინია იმის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
იხილეთ სრულად
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>