ფსიქო

რატომ არ ბრუნდებიან ადამიანები, რომლებიც სწორად მიდიან

რატომ არ ბრუნდებიან ადამიანები, რომლებიც სწორად მიდიან
წასვლა - სამყაროს დასასრული არაა. იმედს ნუ დაკარგავ, არ დაინგრიო ცხოვრება.
არასდროს დაურეკო და არ მისწერო. გადაკვეთე გზა. არ შემობრუნდე და გაიღიმე. წინ იყურე. „დაწვი ხიდები“. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ არ დატოვო...

ზოგჯერ დროა, რომ წავიდეთ ადამიანისგან, ან რომელიმე ადგილიდან.
თუ ემოციებს დაუფიქრებლად მოეპყრობი, დაბრუნების შანსი დიდია.
ასეთ დროს დედისგან გაქცეულ თინეიჯერს ჰგავხარ, განაწყენებული ხარ, საკუთარ თავს აღთქმას უდებ: არასდროს დავბრუნდები! - და მაინც ბრუნდები.
იქნებ იმიტომ, რომ შესაძლოა დროც კი არ გქონდათ რომ ერთმანეთი მოგენატრებოდათ.


ისინი იტყვიან: „გაიქეცი? კარგი, შენ დაბრუნდები, ეს ასე იქნება! "
ასეთი თინეიჯერული გაქცევის შემდეგ პატივისცემის გრძნობა კიდევ უფრო შემცირდება.
ისევ გაუძლებ ბევრ რამეს და ზოგჯერ იმასაც მიხვდები, რომ არაფერი შეცვლილა.
  • თუ უბრალოდ გაუსაძლისია დარჩენა, ასევე უინტერესო, წამგებიანი, არაფრის მომტანი, ამაზრზენი, მაშინ სწორად წასვლისთვის უნდა მოემზადო.
  • დასაწყისისთვის, გაიგე - შეგიძლია მის გარეშე ყოფნა, თუ არა? საკმარისი იქნება შენი რესურსი თუ არა? უნდა ივარჯიშო. შეადგინო გაქცევის გეგმა.
  • დაითვალო რესურსები და მოამზადო მასალები.
  • და ყველაზე მთავარია, პატიოსნად უპასუხო საკუთარ თავს: დარწმუნებული ხარ რომ წასვლა გსურს? ან იქნებ გსურს ვინმე დააშინო? იქნებ ზეწოლა გსურს? ან შურისძიება? საკუთარ თავში თუ არ გაერკვევი სწორ პასუხსაც ვერ მიიღებ.

  • თუ მაინც გადაწყვიტე წასვლა, უნდა დატოვო ნელა, გონივრულად, მშვიდად. ვინც ასე მიდის, უკან ძალიან იშვიათად ბრუნდება. ისინი კარგად არიან დასახლებულნი ახალ ადგილზე. ასეთ ხალხს წასვლის ყველა საფუძველი აქვს. გაქცევის წინ კი ძნელია მათი გადმობირება.
  • თუ ისინი დატოვებენ, უკან აღარ ბრუნდებიან.
  • ეს ყველას უკვირს. განსაკუთრებით მათ, ვინც მშვიდი და გონივრული ადამიანი გამოიყენა და აწამა. ოჰ, როგორ უკვირთ და აღაშფოთებთ ეს ყოველივე! მაგრამ ის ადამიანი უკვე სრულიად გულგრილია და სწორადაა წასული...
რატომ მიდიხარ?
სად მიდიხარ?
ყველა ვალდებულება შეასრულე, თუ არც გქონია?
მტკიცედ ხარ დარწმუნებული, რომ ცრემლებსა და ტანჯვაში, აღარ დაბრუნდები? რომ აღარ მიხვალ იქ, საიდანაც წამოხვედი? აუცილებლად უნდა იცოდე, გიღირს თუ არა წასვლა. ზოგჯერ ადამიანები დიდ შეცდომას უშვებენ წასვლით, ზოგჯერ კი ის არის დამანგრეველი- თუ არ გაეცლები.

წყარო: Cluber
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93