ფსიქო

ბლოგი: 10 მარტივი რამ, რასაც ცხოვრებაში ყველანი ვართულებთ

ბლოგი: 10 მარტივი რამ, რასაც ცხოვრებაში ყველანი ვართულებთ
კონფუციმ თქვა: „სინამდვილეში, ცხოვრება მარტივია, მაგრამ ჩვენ მას ჯიუტად ვართულებთ!“ - ეს სიმართლეა! ხშირად თავად ადამიანები, მარტივი გადაწყვეტილებების მისაღებად, ურთულეს კონსტრუქციებს ვაგებთ გონებაში. აი, მაგალითად, ჩემს შემთხვევაში „პრობლემები“ გაღვიძებისთანავე იწყება. შეიძლება ვერაფრით გადავწყვიტო, რა ვჭამო საუზმეზე. მერე, საათის მეოთხედს (მინიმუმ) გარდერობთან მდგომი, შესაფერისი ტანსაცმლის ძებნაში ვკარგავ. მერე, გზადაგზა ჩქარ-ჩქარა ვიცვამ და სახლიდან სირბილით გამოვრბივარ. გონებაში ვიხსენებ, ყველაფერი გამოვრთე თუ არა, ჩანთაში ჩავდე თუ არა საჭირო ნივთები და როდესაც გაჩერებაზე ვდგები, ვხვდები, რომ სამსახურში მაგვიანდება.

ადამიანებს
რაღაცების გართულება ხშირად გვჩვევია და ვფიქრობთ, რომ ცხოვრება გაცილებით იოლი იყო, როცა პატარები ვიყავით. სინამდვილეში კი ცხოვრება ყოველთვის იყო, არის და იქნება ისეთი, როგორიც არის. რაც უფრო მარტივად შევხედავთ მოვლენებს, მით უფრო მხიარული და სასიამოვნო იქნება ცხოვრება ჩვენთვის.

იმისათვის, რომ ყოველდღიურობა გაიმარტივოთ, გადავწყვიტე, საკუთარი გამოცდილებიდან რამდენიმე პრაქტიკულ რჩევა გაგიზიაროთ:

  1. თქვენ შეგიძლიათ საცობებში, ტრანსპორტში მგზავრობის ან რუტინული საქმეების კეთებისას დახარჯული დრო სასარგებლოდ აქციოთ, თუ პარალელურად ყურსასმენებში ხმოვან წიგნებს, საინტერესო ვლოგებს ან პოდკასტებს მოუსმენთ. შეგიძლიათ მხატვრული ჟანრის ნაცვლად, თვითგანვითარების ჟანრის, შემეცნებით ლიტერატურას მოუსმინოთ. ასე დროც მალე გავა, რუტინაც გახალისდება და აღარ გაღიზიანდებით.
  2. თუ ოფისში ბევრი საქმე დაგიგროვდათ, ჯერ ყველაზე გადაუდებელი და რთული საქმე მოიშორეთ და მარტივი ბოლოსთვის შემოინახეთ. ბლოკნოტში დაწერეთ დღის გეგმა. ეს აზრების მობილიზებაში დაგეხმარებათ და ერთგვარ ჩვევადაც ჩამოგიყალიბდებათ.
  3. ჩემსავით გარდერობთან რომ არ იდგეთ და არ იმტვრიოთ თავი ტანსაცმლის ძებნაზე, ხვალინდელი „ლუქი“ - დღეს მოიფიქრეთ. ეს შეგიძლიათ დაწოლის შემდეგ, ძილის წინაც გააკეთოთ.
  4. დაზოგეთ და შეამცირეთ ხარჯები. ეკონომია ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილებაა და თუ ფიქრობთ, რომ მხოლოდ ის ადამიანები ზოგავენ ფულს, ვისაც ფინანსური პრობლემები აქვს, ძალიან ცდებით! დაზოგვა ახლა ერთგვარი ტრენდია, რომელსაც თანამედროვე ადამიანები მიმართავენ. ისინი სწორად ანაწილებენ თავიანთ ბიუჯეტს და დაზოგილი თანხით ბევრ საინტერესო და სასიამოვნო აქტივობას ახორციელებენ.
  5. შეარჩიეთ ერთი სუპერმარკეტი, რომელშიც ყოველთვის ყველაზე ბიუჯეტურად იყიდით პროდუქციას და ნუღარ გაირთულებთ ცხოვრებას ფასების შედარებით. ჩემი გამოცდილებით, „2 ნაბიჯი“ ყველაზე ბიუჯეტური სუპერმარკეტია, რომელიც ყველა უბანშია და მომხმარებელს პროდუქციაზე ყველაზე დაბალ ფასებს და ფასდაკლებებს სთავაზობს. ძვირიან პროდუქტებში მხოლოდ ბრენდის გამო ნამდვილად არ ღირს მეტის გადახდა, როდესაც იმავე ხარისხის პროდუქტი შეიძლება შეიძინო უფრო იაფად, თანაც შენთან 2 ნაბიჯში. თანხის გარდა, თქვენ უამრავ დროსაც დაზოგავთ, რაც სხვადასხვა მაღაზიაში პროდუქტების ფასების შედარებისთვის სიარულის დროს გეხარჯებოდათ.
  6. გაწყვიტეთ ურთიერთობა ტოქსიკურ ადამიანებთან. ჩვენ ხშირად ვირთულებთ ცხოვრებას ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობით. ეს ენერგიას გვაცლის და უბედურს გვხდის. ნუ მოექცევით ჩაკეტილ წრეში, ტოქსიკური ურთიერთობის ქონას, ჯობს, საერთოდ არ გქონდეთ კავშირი ადამიანთან, რომელსაც თქვენთვის მხოლოდ ზიანი მოაქვს.
  7. ნაკლებად გაითვალისწინეთ გარშემომყოფების აზრი. ადამიანებს ჰგონიათ, რომ სხვებზე მეტი იციან და ხშირად ერევიან სხვის საქმეში. აკეთეთ ის, რაც თავად გინდათ, რომ აკეთოთ და ნუ მოუსმენთ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ დაგიმტკიცონ, რომ არაფერი გამოგივათ.
  8. იცხოვრეთ არა მხოლოდ თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში, არამედ ეკონომიურადაც. ნუ იყიდით ისეთ ნივთებს, რომლებიც არ გჭირდებათ. სანამ დიდ შენაძენს გააკეთებთ, 24 საათი დაუთმეთ საკუთარ თავს მოსაფიქრებლად. ჩამოწერეთ თქვენი შემოსავალი და შეიმუშავეთ გეგმა, რომელიც მოგცემთ საშუალებას, გარკვეული თანხა გადადოთ. მიჰყევით ამ გეგმას.
  9. შემოიკრიბეთ გარშემო ადამიანები, რომლებმაც იციან ისეთი რაღაცები, რაც არ იცით თქვენ. მიეცით საშუალება აკეთონ ის, რაც თქვენ არ გამოგდით კარგად. ასე შეძლებთ გამოჰყოთ დრო იმის საკეთებლად, რაც კარგად გამოგდით თქვენ.
  10. გარკვეული პროცესები ავტომატიზებული გახადეთ თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით. ეს დროს და ენერგიას დაგიზოგავთ.
იმედი მაქვს, ჩემი რჩევები თქვენც მოგეწონებათ და გამოგადგებათ. გახსოვდეთ, „ყველაფერი გენიალური - მარტივია!

#დაზოგემარტივად #დაზოგვაჭკვიანურია #ზოგე #2ნაბიჯი #ბლოგი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93