სიყვარულის გარკვეული ეტაპის შემდეგ, როდესაც პეპლები მუცელში ფარფატს წყვეტენ, დროა იფიქროთ, სწორ ადამიანს შეხვდით თუ არა?
მზად ხართ მთელი ცხოვრება მასთან გაატაროთ?
აქ მოცემულია ის დეტალები, რომლებიც ყურადღების ღირსია.
თქვენი ღირებულებები იგივეა და არ შეცვლილა
დიახ, ეს მოსაწყენი სიტყვა ნიშნავს იმას, თუ რას ემყარება ხანგრძლივი, ჯანმრთელი ურთიერთობა. თქვენს პრობლემებზე საუბარი - ოჯახზე, სულიერ საკითხებზე, პიროვნულ ზრდაზე, ჯანმრთელობაზე - ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ არ უნდა იყოთ ყველაფერში იგივე დამოკიდებულებით, მაგრამ თუ გლობალურ საკითხებში არ ეთანხმებით, უნდა გაიგოთ, აქვს თუ არა ურთიერთობას ზრდის პოტენციალი.
იდეალურ შემთხვევაში, ორივეს ერთი და იგივე გსურთ. მაგალითად, შვილების ყოლა და უფლებების თანაბრად განაწილება. ან 5 წელიწადში აპირებთ სახლის ყიდვას და გარეუბანში გადასვლას. მსგავსი რამ გასაკვირი არ უნდა იყოს.
თქვენ იცით, როგორ უნდა იბრძოლოთ
ყველას აქვს უთანხმოება და კონფლიქტი და ეს ყოველივე ხელს უწყობს ჯანმრთელი ურთიერთობების დამყარებას. თუ მშვიდად განიხილავთ ნებისმიერ მომენტს, რაშიც არ ეთანხმებით და მოუსმენთ ერთმანეთს, შეიძლება ერთად მრავალი წლის განმავლობაში მშვენივრად იცხოვროთ.
ორივე დამოუკიდებელი ხართ
თქვენ ზრუნავთ ერთმანეთზე, მაგრამ თითოეულ თქვენგანს გააჩნია საკუთარი ინტერესები და საჭიროებები. შეგიძლიათ თავისუფლად შეხვდეთ თქვენს მეგობრებს და არ ჩააბაროთ ანგარიში ცალკე გატარებული თითოეული წუთის შესახებ.
მასთან საწოლში თავს კარგად გრძნობთ
ეს მნიშვნელოვანი საკითხია. თუ ურთიერთობის დასაწყისში თქვენ კმაყოფილი არ ხართ სექსით (თუ გაქვთ მსგავსი ურთიერთობა) - რა მოხდება რამდენიმე წლის შემდეგ? თუ ორივეს გიყვართ მრავალფეროვნება და ერთმანეთისთვის სასიამოვნო რამეების თქმა - ეს ნიშნავს, რომ გრძელვადიანი ურთიერთობისთვის ყველა შანსი არსებობს.
ერთმანეთს არაფერს უმალავთ
თქვენი პარტნიორის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე ორივესთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ ენდობოდეთ. გარდა ამისა, თქვენ კარგი ურთიერთობა უნდა გქონდეთ ერთმანეთის ნათესავებთან და ერთად შეგეძლოთ ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარება.
წყარო: Cosmopolitan