დამშვიდობება მარტივი არ არის, მაგრამ თუ ურთიერთობა უიმედო მდგომარეობაშია შესული და მინუსები პლუსებს აჭარბებს, ღირს კი ეს სინანულად? უნდა ინერვიულოთ იმ ადამიანის გამო, რომელმაც სათანადოდ ვერ დაგაფასათ? სტატიაში მოგიყვებით იმ სარგებელზე, რომელიც წარუმატებელი ურთიერთობის დასრულებას მოჰყვება.
ნახეთ, შვიდი მიზეზი, თუ რატომ უნდა აღნიშნოთ პარტნიორთან დაშორება:
- ახლა თქვენ შეგიძლიათ გაატაროთ დრო ბევრად უფრო სახალისოდ და საინტერესოდ: არა ჩხუბში, საშინელ ეჭვებში, წყენასა და ურთიერთობების გარკვევაში, არამედ თქვენი საყვარელი საქმიანობისთვის და მეგობრებთან შეხვედრებისთვის.
- შეგიძლიათ მშვიდად იძინოთ მთლიან საწოლზე, არც პლედს წაგართმევთ ვინმე და არავინ გაგაღვიძებთ.
- შეგიძლიათ წონაშიც დაიკლოთ, რადგან დაშორების შემდეგ ეს ბუნებრივი მოვლენაა. ერთ-ერთი მკითხველი იხსენებდა, რომ პარტნიორთან დაშორების შემდეგ ძალიან კარგ ფორმაში ჩადგა, რადგან ნერვიულობამ მის კვებაზე შედეგი იქონია.
- ისწავლეთ, როგორ შეიყვაროთ საკუთარი თავი ხელახლა. "მე დავასრულე ჩემი 6-წლიანი ურთიერთობა ორი კვირის წინ. ახლა მე ვგრძნობ, თუ როგორ მიბრუნდება თავდაჯერებულობა უკან. შოკი უკვე წავიდა და მე დიდი ხნის შემდეგ, საკუთარი თავის შეყვარება ისევ დავიწყე", - ამბობს ერთ-ერთი მკითხველი.
- შეგიძლიათ ისევ იპოვოთ საკუთარი თავი. საშინელი ურთიერთობის დასრულების შემდეგ საკუთარი თავის დაბრუნება, მართლაც მშვენიერია. მომენტი, როდესაც მოულოდნელად მიხვდები, რომ შენ ხარ ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავს ეკუთვნი, ეს ჯადოსნურია. შვებაა იმის ცოდნა, რომ თქვენ ხართ პიროვნება, რომელიც უყვართ და მიმზიდველად თვლიან, თუმცა თქვენმა ყოფილმა დაუსრულებლად გაკრიტიკათ.
- აღარ მოგიწევთ მის ნათესავებთან ურთიერთობა, მაგრამ თუ მათთან მეგობრული ურთიერთობა გაქვთ, შეგიძლიათ გააგრძელოთ.
- შეგიძლიათ მშვიდად გააგრძელოთ ცხოვრება, რადგან თქვენი ყოფილი უკანასკნელი კაცი არ არის ამქვეყნად და დაელოდოთ "ახალ მამაკაცთან კოცნის ტკბილ მომენტს".