"მარაოს" მკითხველები ხშირად უზიარებენ საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას და ხანდახან რჩევებსაც იღებენ. გთავაზობთ ერთ-ერთ წერილს, რომლის ავტორსაც სხვისი აზრი აინტერესებს, შეიძლება თუ არა "კოლექციონერის" შეყვარება.
"მოულოდნელად შევხვდი მამაკაცს, რომელმაც დამაინტერესა და საკუთარი ქარიზმით მომხიბლა. მე, ზოგადად, ადამიანები იშვიათად მომწონს, მაგრამ ეს გამონაკლისი იყო. გადავწყვიტე, უკეთ შემესწავლა ის. აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ასაკის არაერთ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ არც ერთი მათგანისთვის სერიოზულად არ შეუხედავს. ზოგი ინტერნეტით გაიცნო, ზოგი - ტანგოს გაკვეთილებზე. ზოგჯერ ამბობს, რომ სურს შეხვდეს ნამდვილ სიყვარულს.
ხშირად წარმოაჩენს საკუთარ წარმატებებს. ნათელია, რომ ასეთ დროს ყველა ქალი იხიბლება მისით და, როგორც ჩანს, მათ არა მხოლოდ საუბრით, არამედ საკუთარი სექსუალური ენერგეტიკითაც იზიდავს. მე მასში ეჭვი მეპარება, რადგან მამაჩემიც ასეთი კაცი იყო - წარმატებული, მდიდარი, თავს ძალიან სოლიდურ და სერიოზულ ადამიანად წარმოაჩენდა, თუმცა ფაქტი ისაა, რომ 5 ცოლი და თითოეულისგან შვილები ჰყავდა. სწორედ ამიტომ გავხდი დეტექტივი და მინდა გამოვიძიო, ვინ არის სინამდვილეში კაცი, რომელიც მომეწონა.
თქვენ რას ფიქრობთ? როგორ უნდა მოვიქცე?
და მაინც, თუ ვინმე მომეწონება, ეს დიდხანს არასდროს გრძელდება, რადგან მალევე ვხედავ ნაკლოვანებებს. ახლა კი მგონია, რომ ის შემიყვარდა. ჩვენ მეორე ნახევრებად ყოველთვის ჩვენი მშობლების მსგავს ადამიანებს ვირჩევთ... ჩემი გრძნობებიც იმის ბრალი ხომ არაა, რომ მას მამაჩემს ვამსგავსებ? რასაც ვამჩნევ, ისაა, რომ მან ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, ზრუნავს ჩემზე და თავაზიანად მექცევა".
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>