როგორც ამბობენ, ქალები განსაკუთრებული სულგრძელობით გამოირჩევიან. მათ ოჯახისა და სიყვარულის გამო ბევრ რამეზე შეუძლიათ თვალის დახუჭვა, მათ შორის, კაცის არაერთ სისუსტეზეც, თუმცა სიძუნწე ის თვისებაა, რომელთან შეგუებასაც ქალები იშვიათად ახერხებენ. ქვემოთ მოყვანილია ამის რამდენიმე რეალური მაგალითი. აი, ისინიც:
ანასტასია, 32 წლის
"განგაშის ზარმა, რომ ჩემი რჩეული ძუნწი იყო, ჩვენი მეორე შეხვედრისას დარეკა. მან აღიარა, რომ არ ესმის, რატომ ხარჯავენ ქალები ამდენ ფულს კოსმეტიკისა და თავის მოვლისთვის: „მე თვალებზე ჩაის საფენებს ვიდებ და სახეზე კი სახლში დამზადებულ ნიღბებს ვიკეთებ, ჩემი კანი შესანიშნავად გამოიყურება“ - ამბობდა ის. შემდეგი შეხვედრისას წვიმაში მოვყევით, თუმცა მას ტაქსის გამოძახება და ზედმეტი ფულის დახარჯვა არც უფიქრია, ჩვენ გმირულად მივუყვებოდით გზას წვიმაში ფეხით.
თავიდან მინდოდა გამართლება მეპოვა. კულმინაცია იყო მაშინ, როცა ის ჩემს სახლთან კვლავ ხელცარიელი მოვიდა. „დედამ არ გასწავლა, რომ სტუმრად ტკბილეულის გარეშე არ მიდიან?“ - ვეცადე, მეხუმრა. მან კი მიპასუხა, რომ წინა კვირას პიცის ფულიც თავად გადაიხადა და მანქანის პარკირების თანხასაც ის იხდიდა... ჩვენ მშვიდად დავშორდით ერთმანეთს, მაგრამ მისი საქციელი ისევ მახსოვს."
ვიქტორია, 25 წლის
"ანდრია აშშ-ში სწავლობდა და მეგობრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჰყავდა. ყოველთვის ტრაბახობდა, რომ მაღალი შეგნებით გამოირჩეოდა, თუმცა, როცა მასთან სტუმრად მივედი, მე ამაში ეჭვი მალევე შემეპარა. ბინაში, რომელსაც ის მეგობარს უზიარებდა, ყველაფერი ერთი ცალი იყო: სკამი, ჩანგალი, თეფში... მან მაცივრიდან უკვე გახსნილი ღვინო მოიტანა. იმავდროულად, ჩემმა მეგობარმა დაიწყო ტრაბახი, რომ მრავალი წლის განმავლობაში ინახავდა ხარჯების დღიურს და ახლახან მიხვდა აღმაშფოთებელ რამეს - ხელისუფლება გვატყუებს და ინფლაცია გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს ჩვენთვისაა ცნობილი.
აბაზანაში შხაპის გელის ნაცვლად უბრალო საპონი აღმოჩნდა, მან ამაშიც კი დაზოგა ფული. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ასე ცხოვრება. ჩვენ მალევე დავიშალეთ, თუმცა იმ საპნის სუნი ჩემს მახსოვრობაში სამუდამოდ ჩარჩა..."
ქრისტინა, 28 წლის
"ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც დავიწყე, ჩემთვის უჩვეულო აღმოჩნდა - ის თანხას ნაგვის ურნაზეც კი ზოგავდა. როცა ავად ვიყავი, ფული ჩემი ჩანთიდან აიღო და წამლების საყიდლად ისე წავიდა. მაღაზიაში ყველა ჩეკი შეინახა და თანხა შუაზე გაყო... მიუხედავად ამისა, მე ის მიყვარდა და ცოლადაც გავყევი. ერთხელ კი, როცა ქორწინებამდე ნაყიდი ქაშმირის ქურთუკი ქიმწმენდაში წავიღე, მის აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა, მეუბნებოდა, რომ ის ჭუჭყიანი სულაც არ იყო და ფული ტყუილად დავხარჯე. დედამისმა ერთხელ აღიარა, რომ ის ბავშვობიდან ასეთი იყო, კეთილი, მაგრამ ხარბი. ჩემთვის მისი საქციელი აუტანელი გახდა და დავშორდი, თუმცა მისგან რაღაცების სწავლა მოვასწარი და ახლა კოსმეტიკური პროცედურებით სარგებლობისას ყოველთვის ფასდაკლებას ველოდები..."
ნატალია, 38 წლის
"ჩემი მეგობარი ბიჭი ინტერნეტით გავიცანი. მან მალევე შემომთავაზა შეხვედრა და მეც დავთანხმდი. როცა გავიცანი, მივხვდი, რომ სულ სხვანაირი ადამიანი იყო. ის ფიქრობდა, რომ რესტორანში ან კაფეში ვახშმობა ფულის ფლანგვა იყო, რადგან იმავე კერძების მომზადება სახლში უფრო იაფად შეიძლებოდა და, მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან მიყვარდა სტარბაქსის ყავა, ის თვლიდა, რომ ამაში ფულის დახარჯვა სისულელე იყო. მას კარგი სამსახური და მაღალი შემოსავალი ჰქონდა, დღემდე არ მესმის, რატომ იქცეოდა ასე?!"
კლინიკური ფსიქოლოგების თქმით, ქალსა და მამაკაცს ფულის დახარჯვის დროს განსხვავებული პრიორიტეტები აქვთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ბავშვობის ტრავმაც - თუკი ადამიანი გაჭირვებაში გაიზარდა, დიდი ალბათობით, ის ზრდასრულობაში ფულის დაზოგვას ყველაფერზე ეცდება და შინაგან შფოთვას ამით აირიდებს თავიდან. მამაკაცები, მეორე მხრივ, ვერ ხვდებიან, რომ თავიანთი სიხარბით ისინი არღვევენ წყვილის ურთიერთობის მთავარ პრინციპს, რომელიც პატივისცემასა და დაფასებას განსაზღვრავს. ამიტომ, ზედმეტი სიხარბე და სიძუნწე ხშირად დამღუპველიც კი არის!
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>