მამა სამსახურიდან სახლში დაბრუნდა, ივახშმა, ტელევიზორს უყურებდა და გულიანადაც იცინოდა, შემდეგ კი მშვიდად და აუღელვებლად გამოაცხადა: „ელენა, მე მივდივარ" და დაგვტოვა.
დედის ლამაზი, თხელი ზურგი და მამის სულ ახალი, ბზინვარე მანქანა - ნატალიას ბავშვობის ორი ყველაზე ნათელი მოგონებაა. დედა ტელევიზორის წინ, მისაღები ოთახის დივანზე ხშირად იჯდა და ეს მისი დეპრესიის აშკარა ნიშანი იყო, თუმცა ნატალია ამას გვიან მიხვდა. ეს ყველაფერი ოთხმოცდაათიან წლებში ხდებოდა, როცა ყველას ისედაც ძალიან უჭირდა და მენტალური პრობლემების შესახებ სასაუბროდ არავის ეცალა. ამ პრობლემის შესახებ ბევრი არც ექიმებმა იცოდნენ, ამიტომ ელენას მკურნალობას ვიტამინებითა და სამოტივაციო ფრაზებით ცდილობნენ: „შენ გყავს ქალიშვილი, რომელზეც უნდა იზრუნო“ - ეუბნებოდნენ მას, მაგრამ ელენას დეპრესია ყველაფრის სურვილს ართმევდა - სიცოცხლის სიყვარულს, მადას, ძილს, გადაადგილების უნარს. ის მშვიდად და უსიცოცხლოდ საუბრობდა, ისიც იშვიათად. ელენას დედამისი დაეხმარა, რომლის გარეშეც, ალბათ, ვერაფერს გახდებოდა.
საღამო, როცა მამამ დატოვა, ნატალიას კარგად ახსოვს. მაშინ შვიდი წლის იყო. ახსოვს დედა, რომელიც კედელთან იდგა და ტიროდა: „ნუთუ, ეს შესაძლებელია?!“... მას შემდეგნ ნატალია დედასთან იშვიათად ურთიერთობდა.
მამა ორი წლის შემდეგ ჩამოვიდა. იმავე მაისის საღამოს. მან გასაღებით გააღო კარი, შეათვალიერა მისაღები ოთახი, სადაც მის ყოფილ ცოლს ეძინა, უსიტყვოდ, თვალი ჩაუკრა ნატალიას და სამზარეულოსკენ უხმო. ბებია სახლში არ იყო. ნატალიას გული იმედისგან აუჩქარდა, მამის ღიმილში მან დაინახა ბოდიში ორი წლის განმავლობაში დაკარგვის გამო, უკეთესი ცხოვრების დაპირება და, შესაძლოა, დედის მომავალი გამოჯანმრთელებაც კი.
მამამ ნატალია ფანჯარასთან მიიყვანა და ეზოში ახალი, მბზინვარე მერსედესი დაანახა. სიხარულით მისი თვალები კიდევ უფრო ციმციმებდა, ვიდრე მანქანა.
-მოგწონს? - ჰკითხა შვილს.
-ძალიან - უპასუხა ნატალიამ.
ის ორი წლის განმავლობაში არასდროს დაინტერესებულა შვილისა და ყოფილი ცოლის მდგომარეობით, ნატალიას ნიშნებით, ისიც კი არ იცოდა, რომ მისი ქალიშვილი მუსიკალურ სკოლაში დადიოდა. მიუხედავად ამისა, მას გულ უჩქარებდა საკუთარი მერსედესი, რომელიც თავად შეიძინა. მის ყოფილ ცოლს, ელენას ეს ემოციები არ ესმოდა და მხოლოდ შიშს, გაურკვევლობას, დაძაბულობას გრძნობდა. ამის დანახვისას, სიხარულის ვარსკვლავები კაცის თვალებშიც ჩაქრა, კარები გაიხურა და ქუჩაში გავიდა. ნატალიამ ფანჯარაში გაიხედა და ფიქრობდა, რომ თუ მამა მისკენ ამოიხედავდა, ყველაფერს აპატიებდა, გულის გატეხვასაც, დედის ავადმყოფობასაც... მაგრამ მამა მანქანაში უკანმოუხედავად ჩაჯდა და წავიდა. მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.
ნატალია გაიზარდა და ფსიქიატრი გახდა. გული წყდებოდა, რომ ბებია ვერ ხედავდა, როგორ შემოდიოდა ის ეზოში საკუთარი მანქანით, მაგრამ სჯეროდა, რომ მისი გამზრდელი თვალს სამოთხიდან ადევნებდა და მისით ამაყობდა. მაგრამ ეს ყველაფერი მოგვიანებით. მანამდე ნატალიამ დედასთვის კარგი კლინიკა იპოვა, სადაც ის სანდო და პროფესიონალ ექიმებს მიაბარა, რომლებიც ელენას გამოჯანმრთელებაში დაეხმარნენ. ელენამ კვლავ დაიწყო ცხოვრება, დაინახა სამყარო კედლებს მიღმა, მაგრამ ყოფილ ქმარს ვერასდროს აპატია.