ფსიქო

5 რამ, რაც კაცებისთვის არასდროს უნდა გააკეთოთ

5 რამ, რაც კაცებისთვის არასდროს უნდა გააკეთოთ
1. ფინანსურად დახმარება
მაშინაც კი, თუ თქვენი ნაცნობი კაცი უჩივის ფინანსურ სირთულეებს, თქვენ არ ხართ ვალდებული, გაუწიოთ მას დახმარება ფულით, თქვენ არ გჭირდებათ მეორე სამსახურის ძებნა ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა, რის გამოც უკვე ბევრ ქალს შეექმნა სერიოზული პრობლემები.

2. ძვირადღირებული საჩუქრები
დაივიწყეთ! უმჯობესია, კაცს მეტი სითბო, მზრუნველობა და სიყვარული დაანახოთ, ვიდრე მისთვის ძვირადღირებული საჩუქრები არჩიოთ. ეს თქვენ ურთიერთობას გააუბრალოებს და ელფერს დაუკარგავს.

3. პრობლემების გაზიარება და თანაგრძნობა
ზოგიერთ მამაკაცს ძალიან უყვარს ქალებთან ჩივილი და
წუწუნი. ქალები ფიქრობენ, რომ თუ მოუსმენენ მის ტკივილს, თანაუგრძნობენ მას, მაშინ ურთიერთობა უფრო ღრმა გახდება. მოუხედავად იმისა, რომ ქალების შემთხვევაში ეს მართლაც ასეა, კაცებთან არასდროს ამართლებს! ამ დროს კაცი თქვენში უბრალოდ ნეგატიური ენერგიის დაცლის ობიექტს ხედავს და თანაგრძნობა და მხარდაჭერა, შესაძლოა, სულაც არ სჭირდებოდეს. გახსოვდეთ, რომ მისგან გაცემული უარყოფითი ფიქრები და სიტყვები უკვალოდ არ რჩება და თქვენში ილექება. ასეთ დროს, უმჯობესია, დაუსვათ კითხვები: რის რაიმე გზა ამ პრობლემის გადასაჭრელად? როგორ ფიქრობ, არსებობს რაიმე გამოსავალი ამ სიტუაციიდან? და რა შეიძლება გაკეთდეს ამ შემთხვევაში? ამ დროს კაცი თავს უფრო დამოუკიდებლად იგრძნობს და შეძლებს, თავად გაუმკლავდეს პრობლემებს. ამასთან, იგრძნობს, რომ მარტო არ არის.



4. რჩევების გაცემა
დაივიწყეთ! მაშინაც კი, თუ მამაკაცი გკითხავთ, რა უნდა გააკეთოს, თქვენ უბრალოდ უნდა თქვათ, რომ მან ეს ყველაზე უკეთ იცის. რჩევების მიცემა ნიშნავს გარკვეული პასუხისმგებლობის აღებას. მოდით, მიეცით მათ საშუალება, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა თავად გაიაზრონ და ატარონ.

5. ზრუნვა სულიერებაზე
ბევრი ქალი ფიქრობს, რომ თუ უფრო ნაკითხი იქნება, თუ გემოვნებიან მუსიკას მოუსმენს და ხარისხიან ფილემბს უყრებს, პარტნიორს უფრო მეტად დააინტერესებს. ამის გაკეთება სხვისთვის არასწორია. უმჯობესია, ეცადოთ, გახდეთ უფრო ბედნიერი და მხიარული და სხვები თავად დაინტერესდებიან იმით, თუ რომელია თქვენი საყვარელი ფილმი, წიგნი და მუსიკა... არ ხართ ვალდებული, ამქვეყნად ყველა კითხვაზე გქონდეთ პასუხი. თუ კაცის მიერ დასმულ კითხვას ვერ პასუხობთ, უბრალოდ თქვით, რომ არ იცით. ეს თქვენ არც დაგაკნინებთ და არც თქვენს მნიშვნელობას დაადაბლებს.

გახსოვდეთ, რომ ურთიერთობაში ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება კარგს არაფერს მოგიტანთ. ნუ მოირგებთ მაშველის როლს და ნუ იფიქრებთ, რომ ის თქვენ გარეშე რამეს ვერ გაუმკლავდება. ასეთ შემთხვევაში, როგორც კი ერთი ორმოდან ამოიყვანთ, მაშინვე მეორეში ჩავარდება.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93