ფსიქო

9 ცუდი რჩევა, რომელებსაც მეგობრები გაძლევენ - ნუ მოუსმენთ მათ!

9 ცუდი რჩევა, რომელებსაც მეგობრები გაძლევენ - ნუ მოუსმენთ მათ!
არ დაურეკო პირველმა!
თუკი ფიქრობთ, რომ პირველი ნაბიჯი აუცილებლად კაცმა უნდა გადადგას და თქვენ შეგიძლიათ, დღეებისა და თვეების განმავლობაში ელოდოთ მის ზარს, ძალიან ცდებით! ასეთ დროს, მხოლოდ ერთი რამის თქმა შეგვიძლია: გამარჯობა, ახალგაზრდა ქალბატონებო, თქვენი საათი ჩამორჩა, მეცხრამეტე საუკუნე დიდი ხნის წინ დასრულდა! იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი მეგობრებიც გეთანხმებიან და გირჩევენ, მოიცადოთ, იცოდეთ, რომ ისინი სულაც არ გაძლევენ სასარგებლო რჩევას.

ნუ ადრამატიზებ სიტუაციას!

ნუ ხარ დრამატული, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა! ყველა იქ იყო და ყველამ
ყველაფერი დაინახა! ...ხო, მაგრამ აფრიკაში ბავშვები შიმშილობენ! თავი ხელში აიყვანე! - გეცნობათ ეს ფრაზები? ფსიქოლოგთა ენაზე ასეთ "კარგ რჩევას" ეწოდება შესაფერისი სიტყვა "ამორტიზაცია". ისინი ვერ დაგამშვიდებენ და ვერ გეხმარებიან. თქვენ იძულებული ხართ, გჯეროდეთ, რომ თქვენი წუხილი უმიზეზოა და თავს დამნაშავედ იგრძნობთ იმის გამო, რომ თქვენი დარდით სხვებიც შეაწუხეთ.

უფრო ქალური უნდა იყო!

არ არსებობს ზუსტი განმარტება, რას ნიშნავს, იყო ქალური და ამაზე მითითებაც უბრალოდ ყეყეჩობაა. ასეთ დროს, ადამიანი ცდილობს, იყოს ის, ვინც, სინამდვილეში, არ არის... შეიცვალოს, შეცვალოს მანერები, ლექსიკა, ქცევები. ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მაშინ რა აზრი აქვს რჩევას, რომელიც მხოლოდ არასრულფასოვნების კომპლექსს გვიჩენს?!

უბრალოდ კარგი სექსი გჭირდება!

რამე პრობლემა გაქვთ? თქვენ უბრალოდ გჭირდებათ კარგი სექსი. სტრესი სამსახურში? სექსი. დედასთან ჩხუბი გქონდა? სექსი. სევდიანი ხარ და აღარაფერი გახარებს? თქვენ უბრალოდ გჭირდებათ კარგი სექსი! რასაკვირველია, ეს რჩევა არ მუშაობს, მაგრამ თუ თქვენთვის რაიმე ნუგეში იქნება, მაშინ გეტყვით: ადამიანები, რომლებიც ამას გვირჩევენ, ჩვეულებრივ, საერთოდ არ არიან დაკავებული სექსით.



კარგი ბიჭია, დათანხმდი პაემანს!

უცნობია, როგორ ხდება ეს, მაგრამ 100 -დან 99 შემთხვევაში "მაგარი ბიჭი" აღმოჩნდება სწორედ ის ადამიანი, რომელიც ამქვეყნად ყველაზე მეტად შეგზიზღდებათ. მხოლოდ იმის გამო, რომ ვინმე თქვენი მეგობრის მეგობარია და გრცხვენიათ, მისთვის უარის თქმა, ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში და ნუ შექმნით მტკივნეულ მოგონებებს.

ნუ ეტყვი ყველა კაცს უარს, თორემ მარტო დარჩები!

ასეთ რჩევებს, უმეტესად, დაოჯახებული ადამიანები გასცემენ. ისინი ფიქრობენ, რომ მათ საკმარისი გამოცდილება აქვთ, დაარიგონ მარტოხელები და ურჩიონ მათ, როგორ შექმნან წარმატებული ოჯახი. სინამდვილეში, თავად არც ისე დალაგებული ცხოვრება აქვთ. ნუ შეგაშინებთ მარტოობა, სჯობს, მარტო იყოთ, ვიდრე გვერდით არასასურველი ადამიანი გყავდეთ!

შენ მეტს იმსახურებ
!
მეგობრები, რომლებიც ყველაფერზე დათანხმებასა და ცხოვრებით ტკბობას გვირჩევენ, უცებ აზრს იცვლიან და გვეუბნებიან, რომ ჩვენ უკეთესს ვიმსახურებთ. ამით რას ამბობენ? რომ ჩვენ სულელები ვართ და იმაზე ნაკლებს დავთანხმდით, ვიდრე გვეკუთვნის? რომ უფრო კარგი სამსახური უნდა გვქონდეს? რომ უფრო კარგი ქმარი უნდა გვყავდეს? ვინ იცის?!

აიღე მაგალითი სხვისგან!

ქვეყნად უამრავი წარმატებული და ბედნიერი ქალია, მიმოიხედე და აიღე მაგალითი მათგან! გამოდის, მეგობრებს სჯერათ, რომ თქვენ შეგიძლიათ გაიმეოროთ სხვისი წარმატება. სინამდვილეში, ისინი უბრალოდ გადარებენ სხვას და მოგიწოდებენ, იყოთ ის, ვინც არ ხართ. მაშინაც კი, თუ თქვენი მიზნები ემთხვევა სხვის მიზნებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომავალში შესაძლებელი იქნება ამ ადამიანის წარმატება გაიმეოროთ.

მოიშორე ის!

არა, ის თავად არ დატოვებს მამაკაცს, რომელიც მეხუთე წელია არ დგება დივანიდან, ცხოვრობს მის ხარჯზე და ამავე დროს უხეშია მის მიმართ. თქვენ კი თამამად მოგიწოდებთ, მოიშოროთ ის მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი შეხვედრის თარიღი დაავიწყდა. თავადაც მიხვდებით, როგორ უნდა მოიქცეთ...

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93