ალბათ, ხშირად გაგიგიათ ფრაზები - „მისი ბედი ასეთია..“, „მისთვის ასე იყო დაწერილი“... გიფიქრიათ, რას ნიშნავს ეს გამოთქმები ან საიდან იღებს სათავეს? ამ ფრაზებს, ძირითადად, მაშინ ამბობენ, როცა ადამიანს რაღაც ცუდი დაემართება, ან ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ან ფინანსური, ან მის ოჯახში დაძაბულობა და გაურკვევლობაა... სინამდვილეში, ეს გამონათქვამები პირდაპირ კავშირშია ოჯახსა და წინაპრებთან.
ხომ ყოფილა შემთხვევა, როცა ვინმე საკუთარ ნათესავს გაურკვეველი მიზეზის გამო ვერ იტანს, არ უყვარს და არ უნდა მასთან ურთიერთობა?! ოჯახურ შეკრებებზე ყოველთვის თავს არიდებს მასთან საუბარს, გაურბის წვეულებებისა და ვახმის დროს.. ამ ყველაფრის საფუძველიც წარსულსა და წინაპრებშია.
ოჯახში დაბადებულ ყველა ბავშვს საკუთარი მისია და მოვალეობა აქვს. პირველ შვილს მამისა და მისი წინაპრების დატოვებული პრობლემებისა და უთანხმოებების მოგვარება ეკისრება, მეორე შვილი პასუხს აგებს დედის მხრიდან არსებულ გაუგებრობებზე, ხოლო მესამე შვილი „საკუთარი“ ცხოვრებით ცხოვრობს. ის თავისუფალია ყველა პასუხისმგებლობისგან, ამის სამაგიეროდ კი ოჯახის ენერგეტიკა მასზე დამცველობით ფუნქციას არ ასრულებს. მეოთხე შვილის ფუნქცია პირველისას უთანაბრდება, მეხუთე შვილის - მეორესას და ა.შ. რაც უფრო მეტი ბავშვია ოჯახში, მით მარტივი ხდება ამ უხილავი მოვალეობის შესრულება.
ყველა ოჯახში არის რჩეული, რომლითაც ყველა ამაყობს და მუდმივად აქებს, მათ ოჯახში დადებითი ენერგია შემოაქვთ, ხოლო თუ სახლში ნარკოტიკზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებული ან თვითმკვლელი ადამიანია, ის არამხოლოდ ოჯახის, არამედ მისი შთამომავლობისთვისაც ქმნის უარყოფით ენერგეტიკას, პრობლემებს, დაძაბულობასა და ცუდ აურას.
მნიშვნელოვანია, ოჯახის წევრებს შორის ენერგიები სწორად იცვლებოდეს, სიყვარულის უმეტესი ნაწილი მშობლებიდან ბავშვებზე უნდა წავიდეს და არა პირიქით. ზრდასრულ შვილებს კი მშობლებმა უნდა მისცენ რჩევები, თუმცა მათ ცხოვრებაში უხეშად ჩარევა არავითარ შემთხვევაში არ უნდა სცადონ, ეს იერარქიულ კიბეს არღვევს და წარუმატებლობისა და უბედურების მეტს არაფერს მოიტანს.
ახლა ძალიან მოდურია ოჯახის ხის შედგენა. ეს ძალიან კარგი და სასარგებლო ტენდენციაა და კარგი იქნება, თუ ყველა ოჯახი იზრუნებს, იცოდეს, ვინ არიან მათი წინაპრები. თქვენი ისტორიის ცოდნით შეგიძლიათ ნათლად მიაკვლიოთ ახლა არსებული პრობლემების სათავეებს და მათი მოგვარების გზებსაც მარტივად იპოვით.