კაცების ნაწილი ფიქრობს, რომ ღალატი გრძნობების გარეშეც შესაძლებელია. ქალებში კი ეს მოსაზრება დომინანტური არ არის. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ამ დროს კაცები თავს იტყუებენ, ეს ტყუილი კი ახალი გამოცდილების განცდის მიზნით, დეპრესიისგან თავის დასაღწევად, ან მეგობართა წრეში თავის გამოსაჩენადაა საჭირო. 5-7-10 წლის ქორწინების შემდეგ, სექსუალური გამოცდილება კარგავს სიკაშკაშეს და ღალატის „იდეაც“ ყველა ხშირად სწორედ ამ დროს ჩნდება. როგორც ფსიქოლოგი ამბობს, ქალების უმეტესობა, კაცებისგან განსხვავებით, ეძებს ემოციურ სიახლოვესა და ფსიქოლოგიურ კომფორტს და არ უყურებს ურთიერთობებს "მხოლოდ ერთი ღამის" პერსპექტივიდან.
აგრესია არის პირველი ნიშნანი იმისა, რომ პარტნიორი გღალატობთ, რადგან, გაბრაზებისა და აგრესიის მიღმა, ის ცდილობს, დამალოს სასოწარკვეთილებისა და უკმაყოფილების გრძნობები მეუღლის მიმართ. ქალს ეშინია და საზოგადოების მხრიდან დაგმობის. ფაქტია, რომ ჯერ კიდევ არსებობს ძლიერი სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც, ნამდვილ კაცს შეუძლია, მოატყუოს თავისი ცოლი, ხოლო ქალისთვის ამგვარი ურთიერთობა სამარცხვინოა. ქალი უნდა იყოს მისი მამაკაცის საიმედო ზურგი, მოსიყვარულე დედა და ცოლი. ამ სურათში ღალატი არ ჯდება. ქალი მუდმივად ფიქრობს, რას იფიქრებს დედა, მამა, მეზობლები, თუ მისი ღალატის შესახებ გაიგებენ... როგორც წესი, ქალები გამუდმებით განიცდიან დანაშაულის გრძნობას.
ეს რა თქმა უნდა, პირდაპირაა დაკავშირებული ქალის შიშთან, რომ მისი ჩვეული ცხოვრება შეიცვლება, მოუწევს განქროწინება, ჭორების მოსმენა და ყველაფრის თავიდან დაწყება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქალს ფინანსურად ქმარი უზრუნველყოფს. საერთოდ, ღალატის შიშის გამოვლინება ძალიან ორაზროვანია. ერთი მხრივ, ქალებს, რომელთაც სურთ ღალატის ფაქტის დამალვა, მზად არიან, ამისთვის ყველაფერი გააკეთონ, მეორე მხრივ, ისინი მზად არიან, აღიარონ ყველაფერი, რადგან ამ სტრესისგან გათავისფულდნენ. ფაქტია, რომ ღალატი ხშირად ასოცირდება დანაშაულის უზარმაზარ განცდასთან და სინდისის ქენჯნასთან. სინდისი კი მუდმივად კარნახობს მოღალატეს, რომ გარშემო მის შესახებ იციან...
თუ ერთ დღესაც გადაწყვეტთ, სიმართლე უთხრათ ქმარს, დაფიქრდით და გაანალიზეთ, რა შეიძლება მოჰყვეს ამას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქმარი გპირდებათ, რომ ყველაფერს გაგიგებთ, მზად იყავით კონფლიქტისა და დაძაბულობისთვის. ასეთ რთულ სიტუაციაში მთავარია, ორივე მხარე დამშვიდდეს და გაანალიზოს ის, რაც მოხდა ზედმეტი ემოციების გარეშე. აუცილებელია ყველა ფაქტის აწონ-დაწონა და კითხვაზე პასუხის გაცემა: „რა არის ყველაზე დიდი საფრთხე, ტყუილი თუ ის, რაც ამ ტყუილს მოჰყვება?“