ფსიქო

თუ თქვენს რჩეულს ამ თვისებებიდან ერთი მაინც ახასიათებს, იცოდეთ, რომ ის თქვენი ერთგული არ არის

თუ თქვენს რჩეულს ამ თვისებებიდან ერთი მაინც ახასიათებს, იცოდეთ, რომ ის თქვენი ერთგული არ არის
ბევრი ჩვენგანისთვის სოციალური ქსელები მეორე რეალობად იქცა. ეს არის ვირტუალური სამყარო, მაგრამ ის, თუ როგორ ვიქცევით ამ სამყაროში, ბევრს ამბობს ჩვენზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ურთიერთობებს ეხება. თუ თქვენს რჩეულს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთი მაინც ახასიათებს, იცოდეთ, რომ ის თქვენი „ერთადერთი“ არ არის და ჯობს, დაემშვიდობოთ.

1. არ შლის მეგობრების სიიდან ყოფილს

არ არსებობს მიზეზი, რაც ყოფილების კვლავ ურთიერთობას, ფოტოების მოწონებასა და მიწერ-მოწერას გაამართლებს. თუ თქვენი პარტნიორი ყოფილს მეგობრების სიიდან არ შლის, გჯეროდეთ, რომ ამას საკუთარი მიზეზი
აქვს...

2. აქვეყნებს საკუთარი სხეულის შიშველ ფოტოებს

თქვენზე შთაბეჭდილების მოსახდენად არ არის საჭირო, სხეულის ფოტოები სოციალურ ქსელში გამოფინოს. თუ ამას აკეთებს, უდავოა, რომ მისი სამიზნე არა მხოლოდ თქვენ, არამედ კიდევ სხვა ადამიანია.

3. ხშირად წერს აგრესიულ და უხეშ კომენტარებს

თუ თქვენი პარტნიორი უცხო ან ნაცნობი ადამიანების მიმართ უხეშობით გამოირჩევა და არ ერიდება უტაქტო კომენტარების წერას, ეს ნიშანია, რომ დაშორდეთ. თვითკმარი და ჩამოყალიბებული ადამიანი ასე არასდროს მოიქცევა. მაშინაც კი, თუ ის ამას ხუმრობად მიიჩნევს, იცოდეთ, რომ მასში დიდი დოზით აგრესია იმალება, რომელიც, კაცმა არ იცის, როდის იფეთქებს.

4. გამუდმებით კამათობს

ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით კამათობენ "ფეისბუქზე" კომენტარებში და მის გარეთ, უბრალოდ სურთ ყურადღების მიპყრობა. ასეთი ქცევა უმწიფარ და ჩამოუყალიბებელ ადამიანებს ახასიათებთ. ამიტომ, დროა, დაემშვიდობოთ მას.

5. არ მოსწონს თქვენი პოსტები

როცა თქვენ ლამაზ ფოტოს აქვეყნებთ და ელოდებით, როდის მოგწერთ კომპლიმენტს, შეურაცხმყოფელია მისგან დუმილი და სრული იგნორი. გახსოვდეთ, პარტნიორი, რომლისთვისაც ძვირფასი და საყვარელი ხართ, ამას არასოდეს აკეთებს!



6. დიდ დროს უთმობს სოციალურ მედიას

თუ დღის ბოლოს, როცა მნიშვნელოვან ამბავს უყვებით ან უზიარებთ პრობლემებს, რომლებიც სამსახურში შეგექმნათ და ის მხოლოდ ზრდილობისთვის გიქნევთ თავს, სინამდვილეში კი ტელეფონში იყურება და სიახლეებს „სქროლავს“, დაფიქრდით, გჭირდებათ ასეთი ადამიანი?

7. სოციალურ ქსელში აბსოლუტურად განსხვავებული იმიჯი აქვს
თუ ვირტუალურ ცხოვრებაში ის სრულყოფილ ბიჭს ჰგავს, ფოტოებში სულ იღიმის, მხიარული და კომუნიკაბელურია, თქვენთან კი სხვანაირად იქცევა, იცოდეთ, რომ ეს ნიშანია. დაფიქრდით, ხომ არ გიყენებთ, როგორც უბრალოდ დეკორაციას, ხომ არ ირგებს ნიღაბს და მოსწონს ბედნიერი, წარმატებული და ხალისიანი ადამიანის იმიჯი?! სინამდვილეში კი ასეთი არასდროსაა.

8. აქვეყნებს არაესთეტიკურ ფოტოებს

თუ ის არ ერიდება არაესთეტიკური ფოტოების გამოქვეყნებას, სადაც, მაგალითად, ჩანს, როგორ ერთობა არაფხიზელ მდგომარეობაში, ეს მის არასერიოზულობაზე მიუთითებს. ის არ ზრუნავს საკუთარ რეპუტაციაზე, მომავალზე და ამას სერიოზულად არ აღიქვამს. შესაბამისად, შესაძლოა, არც თქვენ იყოთ მისთვის სერიოზული „გეგმა“.

9. იწონებს უცხო გოგონების ფოტოებს

თუ ის ხშირად ათვალიერებს და იწონებს უცნობი გოგოების ფოტოებს, განსაკუთრებით, ბიკინიში, იცოდეთ, რომ ის თქვენ პატივს არ გცემთ და მისთვის ერთადერთი არ ხართ. ასეთი კაცი ერთ წამში უნდა დატოვოთ.

10. თქვენს ფოტოს ნებართვის გარეშე აქვეყნებს
ძალიან ცუდი ტონია, როცა პარტნიორი თქვენს ფოტოს ნებართვის გარეშე აქვეყნებს. მას უნდა ჰქონდეს თანხმობა, რომ თქვენც გსურთ კონკრეტული ფოტო საჯაროდ გამოქვეყნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ან უბრალოდ სულელია, ან ვერ ხვდება პირადი ინფორმაციის მნიშვნელობას. ასეთი ადამიანის გევრდით არაერთ უხერხულობას წააწყდებით.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93