ჩვენს ცხოვრებაში სოციალური ქსელები იმდენად დიდი დოზით შემოიჭრა, რომ უშუალო კომუნიკაცია იშვიათობა გახდა. სწორედ ამის ბრალია, რომ ჩვენ შეიძლება ვიცნობდეთ ადამიანს, თუმცა წარმოდგენაც არ გვქონდეს, რომ ის ინტროვერტია, ან რომ პირისპირ შეხვედრა და კონტაქტი მისთვის დისკომფრტია.
ამის ფონზე, წერილი, რომელიც რედაქციმ მიიღო, შეიძლება ბევრისთვის გახდეს სასარგებლო. ახალგაზრდა ქალი, რომელიც მზადაა ოჯახური ცხოვრების დასაწყებად, ვერ ხვდება, როგორ შეიძლება გაუზიაროს სახლი სხვა ადამიანს, როგორ უნდა იცხოვროს ერთ ჭერქვეშ კაცთან ერთად.
„მე 17 წლის ვიყავი, როცა მშობლების სახლი დავტოვე და მარტო გადავედი საცხოვრებლად. ყველაფერს ჩემს ნებაზე ვაკეთებდი, დისტანციურად ვმუშაობდი და ზოგჯერ საძინებელი ოთახიდან რამდენიმე დღის მანძილზე არ გამოვდიოდი. ცხოვრებაში პირველად გავიცანი კაცი, რომელიც მომეწონა, დამაინტერესა და მასთან ერთად სამომავლო გეგმებსაც ვსახავ, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა დავიძინოთ ერთ ოთახში, როგორ უნდა ვიცხოვროთ ერთმანეთის გევრდით... მე ძალიან მივეჩვიე მარტოობას. ვეღარ შევძლებ მთელი დღის გატარებას საღამურში, უნდა ვიზრუნო, რომ მას გემრიელი სადილი მოვუმზადო, სახლი მუდმივად დალაგებული იყოს...“ - წერს ის.
ასეთ დროს ფსიქოლოგები დიდ ძალისხმევას წევენ იმისთვის, რომ ქალს აუხსნან, ურთიერთობა ურთიერთაგებასა და ერთმანეთის მიღებაზეა აგებული. თუ ქალსა და კაცს ერთმანეთი მოსწონს, დიდი შანსია, რომ ისინი ერთამენთს ბევრ რამეში ჰგავდნენ. ასე რომ, ცხოვრება შეიძლება სულაც არ შეიცვალოს და მან მხოლოდ ბედნიერების ნაპერწკალი შეიძინოს.
წინასწარ შიში და საკუთარი თავის დასტრესვა საჭირო სულაც არ არის. თუ ფიქრობთ, რომ ეს თქვენთვის განსაკუთრებით რთული იქნება, შეიძლება „საცდელად“ მოიწვიოთ რჩეული თქვენ სახლში და სცადოთ სადილის ერთად მომზადება, ფილმის ერთად ყურება... მაშინ ორივე დარწმუნდებით, უქმნით თუ არა ერთამენთს კომფორტს და გსიამოვნებთ თუ არა თანაცხოვრება. კაციც ისეთივე ადამიანია, როგორც ქალი. მასაც აქვს სურვილები, მოთხოვნები, ამსაც სჭირდება პირადი სივრცე და ზოგჯერ განმარტოება. თუ ვერ მოახერხებთ ბალანსის შენარჩუნებას და ბედნიერი ურთერთობა სწრაფად გადაიქცევა ტანჯვად, ჯობს, მიმართოთ სპეციალისტს და გამოსავალი მასთან ერთად მოძებნოთ.