ფსიქო

რატომ ღალატობენ ადამიანები და როგორ ავიცილოთ თავიდან ის? - ექსპერტები გვირჩევენ

რატომ ღალატობენ ადამიანები და როგორ ავიცილოთ თავიდან ის? - ექსპერტები გვირჩევენ
რატომ ღალატობენ ადამიანები? ღალატს სხვადასხვა მიზეზი აქვს. ითვლება, რომ ღალატი არაჯანსაღი ურთიერთობების ნიშანია. მაგრამ ძალიან ხშირად მიზეზები ძალიან განსხვავებულია, მათ შორის, გასათვალისწინებელია სოციალური და ემოციური მოტივები.

2020 წელს დოქტორმა კრისტინა კუპ გორდონმა და ერიკა მიტჩელმა დაიწყეს იმის გარკვევა, თუ როგორ მოქმედებს კორონავირუსის შეზღუდვები ქორწინებაზე. გაირკვა, რომ პანდემიის დროს დაქორწინებულთა გაცნობის საიტზე ყოველდღიურად 17 ათასი ახალი მომხმარებელი რეგისტრირდებოდა, როცა 2019 წელს ესმაჩვენებელი მხოლოდ თხუთმეტასი იყო.

მიტჩელის თქმით, ეს გამოწვეულია იმით, რომ გარეგანი სირთულეები ხელს უშლის ადამიანებს
ერთმანეთთან ურთიერთობაზე ფოკუსირებას, რაც ამცირებს კავშირით კმაყოფილების განცდას და ზრდის სხვასთან წასვლის ალბათობას, თუმცა კარანტინი არ არის ღალატის ერთადერთი მიზეზი. აქ მოცემულია ღალატის კიდევ ოთხი გავრცელებული მიზეზი.

ძლიერი სტრესი ან გაბრაზება

„ადამიანები, რომლებიც სტრესში არიან, უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას იმას, რასაც მათი პარტნიორები არასწორად აკეთებენ და ნაკლებად კმაყოფილდებიან ურთიერთობით“, - ამბობს მიტჩელი. ეს ზრდის ღალატის რისკს. ბრაზი და გაღიზიანება იწვევს იმას, რომ ადამიანს უჩნდება დასჯის სურვილი, ხოლო ღალატი ხდება შურისძიების გეგმის განხორციელების იარაღი. ეს განსაკუთრებით ხშირია ახალგაზრდებში, აღნიშნავს მიტჩელი.

დაბალი თვითშეფასება
დოქტორი იანა ჰაკატორნი, მიურეის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ასისტენტ-პროფესორი, ამბობს, რომ ზოგიერთ ადამიანს აქვს სურვილი, გახდეს უფრო თავდაჯერებული, აიმაღლოს თვითშეფასება და ამისთვუს სწორედ მრავალფეროვან სასიყვარულო ურთიერთობებს იყენებს. ეს განსაკუთრებიტ საშიშია მაშინ, როცა თვითკმაყოფილებისა და თავდაჯერებულობის პრობლემა ბავშვობის ასაკიდან მოდის. ცნობილია, რომ თინეიჯერობის წლებში ყველა მოზარდის სურვილია, იყოს აღირებული, დაფასებული, პოპულარული, თუკი ისინი ამას ამ წლებში ვერ აღწევენ, უკვე ზრდასრულები ცდილობენ ეგოს დაკმაყოფილებას.

გაცნობის სერვისების გამოყენება
კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლები იწერენ გაცნობის აპლიკაციას, უფრო მეტად განაგრძობენ ურთიერთობების ძიებას ონლაინ რეჟიმში, მიუხედავად იმისა, რომ მათ უკვე ჰყავთ რეგულარული პარტნიორი ან არიან დაქორწინებულები. Tinder-მა შეცვალა ჩვენი ქცევა: რომანტიკულ ურთიერთობებზე ძლიერი გავლენა იქონია განცდამ, რომ ბევრი პოტენციური პარტნიორი არსებობს და ისინი ხელმისაწვდომი არიან ნებისმიერ დროს.

სექსუალური ცხოვრებით უკმაყოფილება

დოქტორ ჰაკატორნის თქმით, ზოგს უბრალოდ მეტი სექსი სურს, ვიდრე ამჟამინდელ პარტნიორს შეუძლია შესთავაზოს, ზოგი კი ოცნებობს პრაქტიკაზე, რომელსაც მათი მეორე ნახევარი არ დათანხმდება. არიან შემთხვევითი სექსის თაყვანისმცემლებიც, რომელთაც სპონტანურობა ხიბლავთ.



რა არის ღალატი?

ღალატის განმარტება უნიკალურია არა მხოლოდ თითოეული წყვილისთვის, არამედ მასში შემავალი ინდივიდისთვისაც. ხშირად ეს არის პრობლემა: ჩვენ არ ვადგენთ საზღვრებს მანამ, სანამ არ შეგვექმნება პრობლემა, რაც, თავის მხრივ, ხდება იმის გამო, რომ არ იყო მკაფიო შეთანხმება იმაზე, თუ რა არის ღალატი და რა - არა.

მაშ, რა არის ღალატი? პაუსიხ მარტივია - ის, რასაც თქვენ და თქვენი პარტნიორი ჩათვლით ღალატად. ზოგისთვის ღალატი მხოლოდ სექსუალურ კავშირს უკავშირდება, ზოგისთვის ღალატია ისიც, როცა პარტნიორი გულახდილად უყვება თანამშრომელს საკუთარ პრობლემებსა და საიდუმლოებებზე. სირთულეები იწყება მაშინ, როდესაც პარტნიორებს აქვთ ერთგულების განსხვავებული სტანდარტები, მაგრამ წესები არ არის გათვალისწინებული მანამ, სანამ ვინმე არ გადალახავს ზღვარს.

როგორც საოჯახო თერაპევტი პოლ ჰოკმეიერი განმარტავს, არც ისე იშვიათია, როდესაც ადამიანები თავიანთი საეჭვო ქცევის რაციონალიზაციას ახდენენ. რა მოხდება, თუ კაცი უბრალოდ ხვდება თავის კლასელს, დადის მასთან ერთად კინოში, ყველაფერი ნორმის ფარგლებშია, თუმცა ის ცოლს ამ ამბავს უმალავს? არის ეს ღალატი? ჰოკმაიერის აზრით, ადამიანმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას კითხვა: იგივეს გააკეთებდა პარტნიორის თანდასწრებით? თუ პასუხი არის არა, მაშინ ეს საგანგაშო სიგნალია.

წესი პირველი: დააკვირდით თქვენს ემოციებს

ბედნიერი და კმაყოფილი ადამიანისთვის ბევრად უფრო ადვილია ერთგულება. მას არ სჭირდება უცნაური გზები თვითშეფასების ასამაღლებლად, მშვიდად იღებს პარტნიორის ნაკლოვანებებს და წვრილმანებზე არ ბრაზდება. თქვენ უნდა აკონტროლოთ თქვენი მდგომარეობა და ყურადღება მიაქციოთ დეპრესიას.

რაც შეეხება პარტნიორს, მნიშვნელოვანია, მასთან განიხილოთ არამხოლოდ სამომავლო გეგმები, არამედ ერთმანეთის სულიერი მდგომარეობაც. ეს ხელს შეუწყობს არამხოლოდ დროულად აღმოაჩინოთ წითელი დროშები, რომლებიც მიუთითებს საფრთხეზე, არამედ დაამყაროთ უფრო მჭიდრო ემოციური კავშირი, ამბობს დოქტორი მიტჩელი.

წესი მეორე: დააწესეთ საზღვრები

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა: ძალიან ხშირად ადამიანებს უბრალოდ არ ესმით, რა მომენტიდან იწყება ტყუილი და ღალატი. ხშირად, მაგალითად, მამაკაცები ამტკიცებენ, რომ მათ თვალი უნდა დახუჭონ ცოლების ინტრიგებზე. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები ძალიან უღიმღამო პარტნიორები არიან, რომლებიც უბრალოდ სარგებლობენ დადგენილი წესების ნაკლებობით. მიუხედავად ამისა, თითოეულ წყვილს აქვს თავისი საზღვრები, რადგან სხვაგვარად ქორწინება უბრალოდ არ იარსებებდა.
ოჯახის თერაპევტი ეშლი ედელშტეინი თვლის, რომ გულწრფელი საუბარი თქვენს პარტნიორთან რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. ის შეიძლება არასასიამოვნო ან საშიშად მოგეჩვენოთ, მაგრამ ტყუილისა და ღალატის თავიდან აცილების მიზნით, უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა გააზიაროთ თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით და მოუსმინოთ მეორე პირს. „განიხილეთ, თუ რას განსაზღვრავთ, როგორც ღალატს“ - ურჩევს ედელშტეინი.

წესი მესამე: ისწავლეთ კომუნიკაცია
ფსიქოთერაპევტი სტივენ ინგი თვლის, რომ კომუნიკაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც საჭიროა ურთიერთობის შესანარჩუნებლად. პარტნიორის დაშინებას აზრი არ აქვს: მეორედ რომ იგივე გააკეთო, წავალ!“ - ამას შედეგი არასდროს აქვს.
ინგი თვლის, რომ ბევრად უკეთესია აღიარო, რომ მოგწონს მსახიობი, მუსიკოსი ან მეზობელი, ვიდრე თავს დამნაშავედ გრძნობდე. უმჯობესია, განიხილოთ ცდუნებები - ეს დაგეხმარებათ იცხოვროთ თქვენი ფანტაზიებით მათი რეალობად გადაქცევის გარეშე.

წესი მეოთხე: ისწავლეთ სექსზე საუბარი
ჩვენი გემოვნება გარდაიქმნება და ლიბიდო არ არის მუდმივი. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია სექსზე საუბარი, თქვენი მოთხოვნილებებიდან დაწყებული და ფანტაზიების აღწერით დამთავრებული. და ასევე უნდა გახსოვდეთ: ასეთი საუბრები არ შემოიფარგლება მხოლოდ სურვილების გამოხატვით და დაკმაყოფილების მოთხოვნით. კომპრომისის შემუშავება, რომელიც ორივეს მოერგება, აუცილებელია.

წესი მეხუთე: მოითხოვეთ მხარდაჭერა
ექსპერტების რჩევები თითქოს მარტივია, მაგრამ მათი განხორციელება არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. წლების განმავლობაში გვასწავლიდნენ, რომ სექსი ტაბუდადებული თემაა. არავინ გვასწავლიდა, როგორ მოვაგვაროთ კონფლიქტები ჩხუბის დაწყების გარეშე. უფრო მეტიც, ადამიანები არ განიხილავენ ღალატს, სანამ ეს არ მოხდება: ეს ითვლება უნდობლობის გამოვლინებად და თითქმის შეურაცხყოფად. ასევე, არც ისე ადვილია ლაპარაკი იმაზე, რაც იწვევს უარყოფით ემოციებს. ამიტომაც ღირს სპეციალისტებთან დაკავშირება, რომლებსაც შეუძლიათ ურთიერთობას გარედან შეხედონ, გრძნობების ქარიშხალიდან გამოგიყვანონ და ლოგიკურ ველში დაგიბრუნონ. ნუ შეგეშინდებათ დახმარების თხოვნა, რადგან თქვენი კავშირი საკმარისად დიდი ღირებულებაა ფულის, დროისა და ენერგიის დასაზოგად.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93