პაულო კოელიო წერდა: „თუ შეძლებთ კარის მოხურვას, ცხოვრება აუცილებლად მოგცემთ ახალ შესაძლებლობებს.“ ალბათ ყველას გვქონია მომენტი, როცა საკუთარ ცხოვრებაზე ვფიქრობთ და გონებაში დიდი სიცარიელე ისადგურებს. ასეთ დროს, თავს ცუდად ვგრძნობთ, ნეგატიური აზრები ერთმანეთს ცვლის და თითქოს ძნელია, იპოვო სინათლე გვირაბის ბოლოს:
„ვცდილობდი, გამეგო, რატომ „ვითმენ“ იმ სიყვარულს, რომელიც არ მაბედნიერებს. ძალიან მინდოდა, რომ ჩემი საყვარელი ადამიანი შეცვლილიყო, რომ ისევ ამოსულიყო მზე ჩემს ცხოვრებაში, რომ თავი კვლავ მეგრძნო ადამიანად...
სიმართლე ის იყო, რომ მეშინოდა მისი გაშვება. შემაშინა იმ აზრმა, რომ მის მსგავსს აღარასდროს შევხვდებოდი. თავი მოვიტყუე, რომ ჩვენ ღრმა და ძლიერი სიყვარულით ვართ შეკრული. მაგრამ ეს ასე არ იყო. ეს იყო შხამიანი სიყვარული, რომელიც ანადგურებდა ჩემს სულს. მივხვდი, რომ ეს სულ უფრო ღრმად ღრმად, ამიტომ ხსნა მხოლოდ ერთი იყო - გაქცევა და რაც შეიძლება მალე.
მშვენივრად ვიცოდი, რომ ძალიან მტკივნეული იქნებოდა ჩემთვის წასვლა. ბოლოს და ბოლოს, ამ სიყვარულში იმდენი ინვესტიცია მაქვს ჩადებული-ენერგია, დრო, ძალა. უბრალოდ, ამ ყველაფრის შემდეგ დანებება არ შემეძლო! მე არ ვარ იმათგანი, ვინც უბრძოლველად ნებდება, მაგრამ...
მაგრამ მე აღარ შემეძლო მასთან დარჩენა. და მე გადავწყვიტე თამამად შევხვედროდი ჩემს ყველა შიშს, რამაც ჩემი ნება დათრგუნა. მივიღე ცხოვრების მის გარეშე გაგრძელების გადაწყვეტილება და აღმოჩნდა, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც წარმომედგინა. ახლა მარტო ვარ და, სიმართლე გითხრათ, ასეთი სიმშვიდე არასდროს მიგრძვნია ჩემს სულში. შინაგანი სიმშვიდე და ჰარმონია ვიპოვე.
თუ გრძნობთ, რომ ურთიერთობაში არაფერი გაბედნიერებთ, დატოვეთ ის. იმ ადამიანთან დარჩენა, ვინც არ ზრუნავს თქვენს სიხარულზე, კარგად ყოფნასა და ბედნიერებაზე, ბევრად უფრო მტკივნეულია, ვიდრე მისგან წასვლა. ნუ დაიტანჯავთ თავს და გახსოვდეთ, რომ თქვენი ცრემლების ღირსი არავინაა! იპოვეთ გამბედაობა, რომელიც ასე აუცილებელია ცხოვრების რთულ პერიოდებში. მე ვიცი რასაც გრძნობთ. მესმის, რამდენად მტკივნეულია, მაგრამ გააგრძელეთ ცხოვრება უკან მოხედვის გარეშე, ირწმუნეთ საკუთარი თავის, შესაძლებლობების და ნახავთ, რომ ამქვეყნად არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც უანგაროდ, უპირობოდ შეგიყვარებენ, დაგაფასებენ და მოგიფრთხილდებიან.
იპოვეთ გამბედაობა, რომ თავიდან დაიწყოთ ცხოვრება. იპოვეთ ახალი მიზნები. გააკეთეთ ის, რაც სიხარულსა და ბედნიერებას მოგიტანთ. ნუ გეშინიათ - თამამად წადით წინ! თქვენ უნდა გამოხვიდეთ ამ ტოქსიკური ურთიერთობიდან, რათა კვლავ იპოვოთ საკუთარი თავი. და მერწმუნეთ, საბოლოოდ, ეს ამად ღირს.“