ალფა მამაკაცი
ალფა მამაკაცი არის მამაკაცი, რომელიც ცდილობს მიაღწიოს თავის მიზანს უმოკლეს დროში. ასეთმა ადამიანმა პარტნიორს სასწრაფოდ უნდა უკარნახოს თავისი სცენარი. ასეთი კაცის მოსახიბლად შეგიძლიათ, მაგალითად, დააგვინოთ პირველ პაემანზე. ეს აგრძნობინებს მას, რომ თქვენ მასთან შეხვედრამდე წუთებს არ ითვლით და ამით კიდევ უფრო მოიზიდავთ თქვენკენ. ეს ადამიანი ყოველთვის უნდა გრძნობდეს დაძაბულობას. თუ მიხვდება, რომ ქალი დაემორჩილა მის მომხიბვლელობას, მაშინვე სხვასთან წავა. ამასთან, მოერიდეთ სიმკაცრესა და პრინციპულობას, რადგან ალფა მამაკაცი ყოველთვის უნდა გრძნობდეს, რომ დომინანტი თავადაა.
ინფანტილური მამაკაცი
სამყარო, რომელშიც ეს ადამიანი ცხოვრობს, ადვილი და მარტივია, ყოველ შემთხვევაში, მისთვის. მისი საყვარელი სიტყვა, რომელიც მართავს მის ქცევას, არის ზმნა „მინდა“. ის არ არის მზად აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარ მოვლენებზე, თუ ისინი მას სიამოვნებას არ ანიჭებენ. ის მზადაა უყვარდეს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ მოითხოვს მსხვერპლს.
ასეთი კაცის გული უნდა მოიგოთ ყურადღებით და მუდმივად იზრუნოთ მასზე. არავითარ შემთხვევაში არ ისაუბროთ იმაზე, რომ ურთიერთობები პასუხისმგებლობა და სამუშაოა. ასეთ მამაკაცთან ურთიერთობისას მოუყევით მას თქვენი პროფესიული მიზნების შესახებ. მას აუცილებლად მოეწონება, მაგრამ არა იმიტომ, რომ აღფრთოვანებული იქნება თქვენი მიღწევებით, არამედ იმიტომ, რომ თქვენ, როგორც თვითკმარი ქალი, არ შეუქმნით მას პრობლემებს.
ნარცისი მამაკაცი
ნარცისი მამაკაცისთვის სამუდამო სიყვარული მხოლოდ საკუთარი თავის სუყვარულს ნიშნავს. თავად ყოველთვის ცდილობს, იყოს ბრწყინვალე დ ამოექცეს ყურადღების ცეტრში და სურს, მისი პარტნიორიც აკმაყოფილებდეს ამ სტანდარტებს.
თუ თქვენ ხვდებით ნარცისულ მამაკაცს, მაშინ ყველაზე ძლიერი იარაღი მისით გამუდმებით აღფრთოვანებაა. ის დათანხმდება ურთიერთობას ქალთან, რომელიც მთლიანად მასზეა ორიენტირებული. ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ, უნდა იყოს კლასიფიცირებული "მისი გულისთვის"!
თავმდაბალი მამაკაცი
თავმდაბალი მამაკაცი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია სერიოზული ურთიერთობის დასამყარებლად. დიახ, ის ცოტათი თავშეკავებულია საჭმლის შეკვეთისას ან ბილეთების რიგში, მაგრამ მან იცის, როგორ დააფასოს ურთიერთობები. ამ ტიპის მამაკაცთან მთავარია ემოციების მხრივ თბილი ატმოსფეროს შექმნა, რომელიც მას თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებს. მის წინაშე თქვენ ნამდვილად არ გჭირდებათ ტრაბახი, უბრალოდ იყავით მშვიდი და გაწონასწორებული, ნუ დაუსვამთ მას კითხვებს მის პირად ცხოვრებასა თუ სოციალურ მიღწევებზე. უკეთესია კომუნიკაცია ფილოსოფიური ან ფსიქოლოგიური საკითხების შესახებ.
კრეატიული მამაკაცი
ამბობენ, რომ ასეთი კაცები მთელი ცხოვრების მანძილზე ეძებენ სიყვარულს. მისთვის რეალური სამყარო საბავშვო კალეიდოსკოპია, რომელშიც სურათები მუდმივად უნდა შეიცვალოს. ის არ მოითმენს რუტინას და მუდმივობას აღიქვამს, როგორც სტრესს.
ერთი მხრივ, ის მზადაა დაიპყროს ქალბატონი, მოიფიქროს მისთვის რაიმე განსაკუთრებული, ხოლო მეორე მხრივ, ის სწრაფად იტვირთება ერთად დროის გატარებით და ცდილობს სწრაფად გაქრეს. ამიტომ ეცადეთ, დაიცვათ ბალანსი, არ გამოიჩინოთ ზედმეტი ყურადღება და დაუტოვოთ მას საკუთარი სივრცე, რათა შეინარჩუნოს პიროვნულობა და თქვენით არ გადაიღალოს.