ფსიქო

20 იდეა, რომლებიც ახალ წელს საბნიდან გამოძრომას გაიძულებთ

20 იდეა, რომლებიც ახალ წელს საბნიდან გამოძრომას გაიძულებთ
1. გააფორმეთ სახლი ერთად
ახალი წლისთვის მზადება ძალიან სასიამოვნო პროცესია. ნაძვის ხის დეკორაციების ყუთების ამოლაგება, გირლანდების ჩამოკიდება, ქაღალდებისგან ფიფქების გამოჭრა... ასეთი თბილი ემოციები ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ რა კერძს მოამზადებთ და რა სიმაღლის იქნება თქვენი ნაძვის ხე.

2. გამოაცხვეთ ნამცხვრები
ადამიანებს სამზარეულოში ერთად ტრიალი საოცრად აახლოებთ. წარმოიდგინეთ, ეს საშინლად რომანტიკულია და კიდევ უფრო სასიამოვნო იქნება, როცა შედეგს ერთად დააგემოვნებთ.

3. ორმაგი პაემანი
არდადეგები გათვლილია საყვარელ ა
დამიანებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. დიახ, თქვენი საუკეთესო მეგობარი და მისი მეგობარი ბიჭი შესაძლოა, საუკეთესო კომპანიონებად იქცნენ. მოიწვიეთ ისინი და შეეჯიბრეთ სამაგიდო თამაშებში. ეს საუკეთესო განწყობას შეგიქმნით.

4. წადით ყინულის მოედანზე
ეს ჟანრის კლასიკაა! საციგურაო მოედანზე სიარული აუცილებლობაა ზამთრის არდადეგების დროს! არ აქვს მნიშვნელობა, იცით თუ არა სრიალი, ყინულზე გატარებული დრო და მოგონებები თქვენთვის მარტივად იქცევა დაუვიწყარ გამოცდილებად.

5. გააკეთეთ თოვლის ბაბუა
საახალწლო არდადეგები საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ დაბრუნდეთ ბავშვობაში და გაიხსენოთ თქვენი საუკეთესო მოგონებები. გააკეთეთ თოვლის ბაბუა საყვარელ ადამიანებთან ერთად, იგუნდავეთ... იქნებ ყინულის ლოლოს გემოც გაგეხსენებინათ?

6. მოაწყვეთ ხელოვნების საღამო
მიუხედავად იმისა, გიყვართ თუ არა ხატვა ან გამოგდით თუ არა ის, სცადეთ, თქვენ და თქვენმა პარტნიორმა ერთმანეთის პორტრეტები დახატოთ. ნახავთ, რომ შედეგების გაცვლისას ბევრს იცინებთ და არ დაგავიწყდეთ, რომ ტილო საპატიო ადგილას შეინახოთ.

7. დაესწარით მატჩს
თქვენი მეგობარი ბიჭი აღფრთოვანებული იქნება, თუ გადაწყვეტთ მისთვის სიურპრიზის მოწყობას და აჩუქებთ ორ ბილეთს საყვარელი გუნდის თამაშზე. ცხადია, მეორე ბილეთი თქვენია. ეს აგრძნობინებს მას, რომ პატივს სცემთ და აფასებთ, რაც თქვენს ურთიერთობას კიდევ უფრო ლამაზს გახდის, დღესასწაულს კი - უფრო ამაღელვებელს.

8. ეწვიეთ სადღესასწაულო ბაზრობას
ჯადოსნური ატმოსფერო სუფევს ზამთრის ბაზრობებზე, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ უგემრიელესი გლინტვეინი და საჩუქრები ერთმანეთისთვის.

9. მოაწყვეთ ფოტოსესია ქალაქის ულამაზეს ადგილებში
აქ მთავარია, თბილად ჩაიცვათ, რომ არ გაიყინოთ. წაიყვანეთ თქვენი მეგობარი ბიჭი და გადაიღეთ ლამაზი კადრები ქალაქის ყველაზე შთამბეჭდავი ხედების ფონზე.

10. წადით აუზზე
მოაწყვეთ პაემანი აუზზე, ისიამოვნეთ სიახლოვით და ზამთრის ცივი დღეები საუნითა და ჯაკუზით გაილამაზეთ. გჯეროდეთ, რომ ეს დღესასწაულს ნამდვილ ზეიმად გიქცევთ.

11. გაატარეთ შაბათ-კვირა ქალაქგარეთ
ერთად დაისვენეთ ქალაქის აურზაურისგან. ტყეში სეირნობისას დატკბით სუფთა და ცივი ჰაერით, შემდეგ კი ბუხართან ჩახუტებით გაათბეთ ერთმანეთი. საღამო ცხელი გლინტვეინით შეგიძლიათ გაილამაზოთ.

12. იარეთ ცეკვის კლუბში
ვნებიანი ტანგო თუ ამაღელვებელი სალსა? ან იქნებ ნაზი ვალსი? სცადეთ და თუ მოგეწონებათ, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ სტუდიაში და ეს აქტივობა თქვენს ერთობლივ ჰობიდ აქციოთ.

13. ეწვიეთ თეატრს
პაემანი თეატრში იგივეა, რაც ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლა - იღებთ მაქსიმალურ სიამოვნებას ხელოვნებისგან და ატარებთ დროს საყვარელ ადამიანთან ერთად. ამიტომ ნუ გადადებთ ამ მნიშვნელოვან და საინტერესო აქტივობას.

14. მოაწყვეთ სახლის კინოთეატრი
თუ აფიშა თქვენთვის სასურველ ფილმს არ გთავაზობთ, გამოსავალი მარტივია: მოაწყვეთ კინოთეატრი სახლში. ჩააბნელეთ ოთახი და მოიმარაგეთ პოპკორნი - სასიამოვნო სეანსს გისურვებთ!

15. წადით კინოში
ზამთარში ბევრი მაგარი ახალი პროდუქტი გამოდის დიდ ეკრანებზე. რას ირჩევთ - თრილერი თუ რომანტიკული კომედია? ეცადეთ, იპოვოთ საერთო ინტერესის საგანი და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.

16. მოაწყვეთ თამაშის საღამო
ეს შეიძლება იყოს უბრალოდ სახალისო აქტივობები, ან შეიძლება იყოს სამაგიდო თამაშები „მოზარდებისთვის“, რომელიც თქვენს ურთიერთობას ბზინვარებას შემატებს.

17. წადით ვირტუალურ თამაშებზე
ვირტუალური თამაშები თქვენს ურთიერთობას ხალისსა და ინტერესს შესძენს. ეცადეთ, ხშირად მოაწყოთ ასეთი გასვლები და ნახავთ, რამდენად დაუახლოვდებით ერთმანეთს.

18. ისრიალეთ თხილამურებით
აქტიური პაემანი ბევრ ნათელ ემოციას მოუტანს თქვენს ურთიერთობას. არ გამოტოვოთ შანსი, გაერთოთ და ისწავლოთ რაიმე ახალი თქვენს მეორე ნახევართან ერთად.

19. ისწავლეთ კლდეზე ცოცვა
უკვე უყურეთ ახალ საშობაო ფილმს ნინა დობრევთან ერთად "სიყვარულის მიუწვდომელი სურნელი"? იქ ერთ-ერთი პაემანი სწორედ კლდეზე ცოცვის ცენტრში შედგა. თუ ჯერ არ გინახავთ, უყურეთ ფილმს და დარწმუნდებით, რომ ეს ნამდვილად საინტერესო წინადადებაა.

20. მოაწყვეთ კინომარათონი (მარშმელოუ და ცხელი შოკოლადი აუცილებელია)
ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი პაემანი, რომელიც შეგიძლიათ მოაწყოთ სახლში: თბილი საბანი, ცხელი შოკოლადი, ტკბილეული და თქვენი საყვარელი საახალწლო ფილმები!

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
e87a93