ფსიქო

„ისინი ერთსა და იმავე დღეს, სამი წლის სხვაობით დაიბადნენ“ - მარინა აბრამოვიჩისა და უვე ლაისიპენის სიყვარულის გამაოგნებელი ისტორია

„ისინი ერთსა და იმავე დღეს, სამი წლის სხვაობით დაიბადნენ“ - მარინა აბრამოვიჩისა და უვე ლაისიპენის სიყვარულის გამაოგნებელი ისტორია
მარინა აბრამოვიჩი და უვე ლაისიპენი (ულაი) დაიბადნენ ერთ დღეს, სამი წლის სხვაობით, 1946 და 1943 წლების 30 ნოემბერს. მათ აერთიანებთ არა მხოლოდ დაბადების დღე, არამედ მრავალწლიანი, ერთობლივი პირადი და შემოქმედებითი ცხოვრება.

შეხვედრა

მათი პირველი შეხვედრა შედგა 1975 წლის 30 ნოემბერს, სიმბოლურად მათ დაბადების დღეს. ბევრი ასეთი საოცარი რამ არის მათ ერთობლივ ისტორიაში, მაგრამ ავტორები თავად არიან და არა ბედი, როგორც ეს შეიძლება ჩანდეს.

აბრამოვიჩმა იმ დროისთვის დაამთავრა სახვითი ხელოვნების აკადემია ბელგრადის უნივერსიტეტში, რის შემდეგაც რამდენიმე
წელი ასწავლიდა და ძირითადად, ხელოვნებით იყო დაკავებული. ულაის უყვარდა ფოტოგრაფია, მისი დახმარებით შექმნა პირველი კონცეპტუალური ნამუშევრები.

გაცნობიდან იმავე წელს გადავიდნენ ამსტერდამში. როგორც მარინა ამბობს, ეს ურთიერთობა მნიშვნელოვანი იყო ხელოვნების ისტორიისთვის. მათ წყვილში მიზიდულობის ძალა მყისიერად მოქმედებდა. ულაი შთაგონებული იყო მარინას გამაოგნებელი ენერგიით. პროფესიით ინჟინერმა, შეიცვალა ქვეყანა, პროფესია და განათლების გარეშე შექმნა ხელოვნება.

ცნობილი პერფორმანსები

ულაისა და აბრამოვიჩის ურთიერთობა ყოველთვის ერთობლივ შემოქმედებაზე იყო დამყარებული. ორივენი გატაცებულნი იყვნენ საქმით და ერთნაირად უყვარდათ იგი. 1976 წელს ულაიმ და მარინამ ვენეციის ბიენალეზე წარმოადგინეს ერთ-ერთი პირველი სპექტაკლი "ურთიერთობები სივრცეში", რომელშიც მხატვრები სრულიად შიშვლები გარბოდნენ ერთმანეთისკენ და უსასრულოდ ეჯახებოდნენ ერთმანეთს. ხანდახან დარტყმები იმდენად ძლიერი იყო, რომ მარინა ეცემოდა. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ ორივეს სისხლჩაქცევა დიდი ხნის განმავლობაში დარჩა.

მათი პირველი დიდი შენაძენი იყო "სიტროენის" ფურგონი. მასში ულაი და მარინა რამდენიმე წელი ცხოვრობდნენ. სპექტაკლების შუალედში ისინი ტოვებდნენ ქალაქს, სვამდნენ ცხვრის რძეს და ამზადებდნენ ყველს, აბრამოვიჩი ქსოვდა. „მართლაც სასიამოვნო იყო. ის ფაქტი, რომ ჩვენ ხუთი წელი ვიცხოვრეთ ამ მახინჯ მანქანაში, ბევრს ამბობს ჩვენს სიყვარულსა და მიმღებლობაზე”, - აღნიშნა ულაიმ მათი ურთიერთობის შესახებ, დოკუმენტურ ფილმში. მოგვიანებით ულაიმ აღიარა, რომ იმ წლებში წარმოუდგენლად ბედნიერად გრძნობდა თავს. ალბათ, ეს იყო საუკეთესო დრო მის ცხოვრებაში.



1980 წელს გამართულმა სპექტაკლმა Residual Energy, გამოსცადა არტისტების თვითკონტროლი და ნდობა ერთმანეთის მიმართ. აბრამოვიჩს მშვილდი ეჭირა ოთხი წუთის განმავლობაში, ულაის კი - გულზე დამიზნებული ისარი.
რომანი დასრულდა რთულად საორგანიზაციო და შესასრულებელი პერფორმანსით Lovers, რომლის დროსაც ულაი და მარინა დადიოდნენ ჩინეთის დიდი კედლის გასწვრივ, ერთმანეთისკენ. ულაიმ დაიწყო მოგზაურობა გობის უდაბნოდან, მარინამ კი - ყვითელი ზღვიდან. თავდაპირველი იდეით, შეხვედრის შემდეგ მხატვრები უნდა დაქორწინებულიყვნენ, მაგრამ რვა წლის განმავლობაში, რომელიც გავიდა მომზადებასა და ჩინეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესში, ულაისა და აბრამოვიჩს შორის ურთიერთობა გაცივდა. ისინი ერთობლივ საქმიანობაშიც ვერ თანხმდებოდნენ.
უთანხმოების მიუხედავად, მარინამ და ულაიმ გადაწყვიტეს გაევლოთ ჩინეთის დიდ კედელზე. მათ გაიარეს რთული გზა, 2500 კილომეტრი სამ თვეში და შეხვდნენ ერთმანეთს, რომ ბოლოს ერთმანეთს ოცი წლით დაშორებოდნენ. განშორებამდე ულაიმ აღიარა, რომ თანმხლები თარჯიმანი მისგან ორსულად იყო. აბრამოვიჩმა დაქორწინება ურჩია.

შერიგება

ულემ და მარინამ განშორების წყენა და ტკივილი ხელოვნებად აქციეს. განსაკუთრებით აბრამოვიჩი აქტიურობდა. ხანდახან სიძულვილს გრძნობდა ულაის მიმართ და ცდილობდა ამის მიღებას საკუთარ თავში.

2010 წელს, ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ათობით დამთვალიერებლის თვალწინ მოხდა მათი პირველი და ძალიან მოულოდნელი შეხვედრა, მათ შორის, თავად მხატვრებისთვისაც. აბრამოვიჩმა წარმოადგინა პერფორმანსი, რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩუმად უყურებდა ნებისმიერ მსურველს თვალებში. ერთადერთი პირობა ტაქტილური კონტაქტის არარსებობა იყო. პირველივე დღეს ულაი მარინას მოპირდაპირედ დაჯდა...

იხილეთ სრულად
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93