ფსიქო

„როგორ ვიპოვოთ ბედნიერება 50 წლის შემდეგ, როცა სილამაზე ქრება, კაცები ინტერესს არ იჩენენ და ბავშვები შენზე აღარ არიან დამოკიდებულები?“ - მსახიობი ბრიჯიტ ბარდო ბედნიერებასა და სიცოცხლის სურვილზე საუბრობს

„როგორ ვიპოვოთ ბედნიერება 50 წლის შემდეგ, როცა სილამაზე ქრება, კაცები ინტერესს არ იჩენენ და ბავშვები შენზე აღარ არიან დამოკიდებულები?“ - მსახიობი ბრიჯიტ ბარდო ბედნიერებასა და სიცოცხლის სურვილზე საუბრობს
ფრანგი მსახიობი და მომღერალი, ბრიჯიტ ბარდო პასუხობს შეკითხვას, თუ სად უნდა ეძინოს ქალმა ბედნიერება 50 წლის შემდეგ.

„შენ უნდა იცხოვრო წვრილმანებისთვის... ყოველთვის არის რაღაც, რისთვისაც ღირს სიცოცხლე. ერთ დროს ამას არ ვაფასებდი, მინდოდა სახლიდან უფრო სწრაფად გავქცეულიყავი. შემდეგ კი, ზრდასრულ ასაკში არავის აინტერესებდა ქუდი დავიხურე თუ არა, ვჭამე თუ არა, ყველა უბრალოდ მავალდებულებდა, მეუბნებოდნენ რა მმართებდა, რა უნდა გამეკეთებინა,“ - ამბობს ბარდო.

როგორ ვიპოვოთ ბედნიერება 50 წლამდე ან 50 წელზე უფროსი ასაკის ქალებისთვის? როცა სილამაზე
ქრება, ჯანმრთელობა ფუჭდება, კაცები ინტერესს არ იჩენენ და ბავშვები შენზე აღარ არიან დამოკიდებულები? როდესაც ისინი გაიზარდნენ და აქვთ საკუთარი ინტერესები?

ამ პერიოდში ბევრი ქალი დეპრესიით არის მოცული. როგორც ჩანს, ყველაფერი, რაც მათ ცოტა ხნის წინ ეკუთვნოდათ, ვიღაცამ მოიპარა. ზოგიერთი მათგანი მირბის პლასტიკურ ქირურგებთან და ახალგაზრდობის დასაბრუნებლად ფულის გადახდას ცდილობენ.

ქირურგი ჭრის ცხვირ-ტუჩებს, აშორებს ნაკეცებს და ნაოჭებს, მაგრამ ახალგაზრდობა არ ბრუნდება.

ბრიჯიტ ბარდომ აღიარა, რომ მის ცხოვრებაში იყო ბევრი ისეთი რთული, ჩიხი პერიოდი, როდესაც მას არ ესმოდა რატომ უნდა ეცხოვრა. ღამით ტიროდა, ნუგეშს ვერაფერში ვერ პოულობდა. მაგრამ, საბოლოოდ, დაიღალა საკუთარი თავის სინანულით, თანდათან შეეგუა თავის ასაკს. მიხვდა, რომ ქალის ცხოვრებაში, როგორც 50, ასევე 80 წლის ასაკში არის რაღაც სასიხარულო, რისთვისაც ღირს რომ იცხოვრო.

„თქვენ უნდა იცხოვროთ წვრილმანებისთვის. დილის ხუთ საათზე გათენებისთვის და ღამის ხუთზე მზის ჩასვლისთვის, მოგზაურობისთვის, ველოსიპედისთვის, ყურებში მუსიკით და თმებში ქარით, წვიმაში ცეკვისთვის, სიცილისთვის, საყვარელი სიმღერებისა და კარგი წიგნების გულისთვის, უმიზეზოდ ღიმილისთვის, ხანგრძლივი საუბრების გულისთვის, ფუნთუშებისა და ჩაის გულისთვის, მძიმე დღის შემდეგ დასვენებისთვის, იცხოვრე ღამის თავგადასავლებისთვის და ვარსკვლავებისთვის, იცხოვრე მათთვის, ვისაც ახსოვს, რომ ჩაის უშაქროდ სვამ და გძულს ხახვი. იცხოვრე ხანგრძლივი სეირნობისთვის, ჩახუტებისთვის და ახალი ნაცნობებისთვის.

იცხოვრე იმ წვრილმანებისთვის, რაც გაგრძნობინებს თავს ცოცხლად.” - თქვა მსახიობმა.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93