"მე და ზურამ ერთმანეთი 4 წლის წინ გავიცანით. გაცნობიდან ნახევარ წელიწადში გავიპარეთ. დედამთილი ძალიან ცივად შემხვდა. არ ვიცი, რატომ არ მოვეწონე.
პირველ დღეებში დაძაბულობა არ იგრძნობოდა, თითქოს ცხოვრება ჩვეულებრივად (ალბათ, უფრო ერთფეროვნად) მიდიოდა, მაგრამ ორი თვის შემდეგ მოულოდნელად გამომიცხადა, - ეს ბინა ჩემია და ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდაო. უხერხულად ვიგრძენი თავი, ვერ მივხვდი, ამით რისი თქმა უნდოდა. ვამჯობინე, არ შევკამათებოდი, რადგან ვატყობდი, საჩხუბარ მიზეზს ეძებდა.
ჩემი გაკეთებული არც საჭმელი მოსწონდა, არც გარეცხილი, არც დალაგებული. ჩუმად ვიტანდი მის დაუსრულებელ ბუზღუნს. იმდენი ქნა, ყველაფრის გაკეთების სურვილი დამიკარგა. ზარმაცი და უსაქმურიაო - მლანძღავდა შვილთან, მეზობლებთანაც კი ჩემს "უმაქნისობაზე" ლაპარაკობდა. თავს ვიკავებდი და არაფერს ვამბობდი. სამაგიეროდ, დუმილი ძვირად დამიჯდა...გაგრძელება