მსახიობი და ტელეწამყვანი სალომე შარვაძე მშობლებს გოგონების განსაკუთრებულად აღზრდისა და მათში საკუთარი თავის სიყვარულის ჩანერგვისკენ მოუწოდებს:
„გოგონებს მოვუწოდებ, კარგად ისწავლონ, იყვნენ მიზანდასახულები, რომ მერე საკუთარ პრობლემებთან გამკლავება შეძლონ. შვილს დედისა და მამის სიყვარული კი უნდა ვასწავლოთ, მაგრამ ისეთი დროა, მგონი, საკუთარი თავის სიყვარული გაასმაგებულად უნდა ვასწავლოთ. ყოველთვის და ყველაფერში საკუთარი თავის იმედი რომ ჰქონდეს და სხვა ვინმეზე არ იყოს დამოკიდებული. სამწუხაროდ, ბევრი შემთხვევაა, როცა ძალადობის მსხვერპლი გოგონებისთვის საიმედო საყრდენი მშობლებიც კი არ არიან. რას ჰქვია, არ მიიღებს?! უნდა მიიღოს, თავზე ხელიც უნდა გადაუსვას და მხარში ამოუდგეს“, - ამბობს სალომე.
"ულამაზესად გამოიყურებოდა ის, ვინც ჩემს ქმარს მისწერა" - როგორ მოიქცა სალომე შარვაძე, როცა მისი ქმრის ტელეფონზე შეტყობინება მივიდა (ვიდეო)
„მირეკვს და მეუბნება, მემგონი გავთხოვდი, მაგრამ ვერ ვარკვევ... თან მითიშავს და ვიფიქრე მოიტაცეს” - რას ჰყვება სალომე შარვაძე ნანუკა გულუაზე