როგორია ნორმალური ასაკობრივი სხვაობა? ადამიანების უმეტესობას მიაჩნია, რომ ეს მაჩვენებელი 5-10 წელს არ უნდა აღემატებოდეს. უფრო მეტიც, ზოგიერთებისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფროსი კაცი უნდა იყოს და არა ქალი.
ასეა თუ ისე, თანამედროვე ადამიანები ნელ-ნელა სწავლობენ რომ ერთმანეთის პირად ცხოვრებაში არ უნდა ჩაერიონ და წყვილები დიდი ასაკობრივი სხვაობით ახლა თითქმის აღარ არის გასაკვირი.
ისტორია, რომელსაც დღეს გაგიზიარებთ, ძალიან ძველია. იმდენად, რომ ცოტას თუ სმენია ამის შესახებ, რადგან ეს მოხდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნეში. ამ ისტორიის მთავარი გმირია ძველი რომაელი პოლიტიკოსი მარკ პორციუს კატო.
ამ კაცის ცხოვრება ძალიან საინტერესო იყო. მან შეძლო მნიშვნელოვანი სიმაღლეების დაპყრობა, თუმცა დაიბადა უბრალო ოჯახში, რომელიც ზრდიდა და უვლიდა პირუტყვს. მაგრამ კატოს ჰქონდა მკვეთრი გონება, ორატორული ნიჭი და რა თქმა უნდა, იღბალი.
მან შეძლო მეორე პუნიკურ ომში მონაწილეობა და იმყოფებოდა ძველი რომაელი სარდალის, გაიუს კლავდიუს ნერონის სამსახურში. საომარი მოქმედებების დროს ბევრი არისტოკრატი დაიღუპა, რომლებსაც მომავალში რომი უნდა ემართათ, ამიტომ კატომ მიიღო შესაძლებლობა რომ რომის ელიტურ საზოგადოებაში მოხვედრილიყო. ის სარდინიაში გაგზავნეს, სადაც საოცარი ნიჭი გამოავლინა და ხალხს თავი მალევე შეაყვარა. ძალიან მალე კატო რომის კონსულად დანიშნეს.
მან ბევრი მეგობარი და კიდევ უფრო მეტი მტერი შეიძინა, თუმცა სასიყვარულო ფრონტზე ყველაფერი კარგად მიდიოდა, რადგან ცოლად შეირთო გოგონა კეთილშობილური ოჯახიდან. ლიცინიასგან კატოს მემკვიდრეც შეეძინა, რომელსაც ქალი მარტო ზრდიდა.
როდესაც კატო 80 წლის იყო, მისი საყვარელი მეუღლე გარდაიცვალა. თუმცა კატო დიდხანს არ იტანჯებოდა მარტოობით. ხანდაზმული მამაკაცის მხედველობის არეში მისი მოახლე მოხვდა.
გოგონა 15 წლის ბავშვის მსგავსად გამოიყურებოდა, მაგრამ სინამდვილეში ის თითქმის 20 წლის იყო. სალონია მალევე დაორსულდა და ქმარს მეორე მემკვიდრე შეეძინა. ბიჭს სალონიკელი დაარქვეს.
5 წლის შემდეგ მარკ პორციუს კატო გარდაიცვალა. მისი ახალგაზრდა ცოლი დარჩა რომში, სადაც მას პატივს სცემდა და აფასებდა მთელი რომის მოსახლეობა, ხოლო სალონიკი მამის მსგავსად სახელმწიფო მოღვაწე გახდა.
პრინცესები, რომლებზეც მამები და ძმები ძალადობდნენ - ძალადობის მსხვერპლი ქალები მსოფლიო ისტორიიდან
ბოროტმოქმედების შვილები: როგორ გაგრძელდა ნაცისტი ბოროტმოქმედების შვილებისა და შვილიშვილების ცხოვრება