Marao.ge-ს რედაქციაში შემოვიდა წერილი, სადაც ერთ-ერთი მკითხველი საკუთარი ოჯახური პრობლების შესახებ საუბრობს და რჩევას ელის. წერილს უცვლელად გთავაზობთ:
"გთხოვთ, დამიდოთ ანონიმურად. ვარ 60 წლის ქალბატონი. მყავს ორი ქალიშვილი და მეუღლე. ვცხოვრობთ ხელმოკლედ. გოგონები მუშაობენ. მე ყოფილი პედაგოგი ვარ, ამჟამად დაზიანებული მაქვს ხერხემალი. სახლის საქმე შემიძლია გავაკეთო, თუმცა 2 კილოგრამსაც ვერ ავწევ. მეუღლე მუშაობს, მაგრამ... აქ იწყება ჩემი ტრაგედია.
მეუღლე ყველა კაპიკზე ტირის შვილებისთვის, ათასში ერთხელ ორ გროშს გაიმეტებს, მაგრამ ჰყავს მამიდა და მამიდაშვილი, რომლებიც თავს არჩენინებენ, ყველა ფულად პრობლემას ჩემი ქმარი უგვარებს…
დღეს გავიგე, რომ მიწის ნაკვეთი უჩუქებია, რომელიც 26000$-ად გაყიდეს, დახარჯეს. ახლა მშივრები არიანო, იქით გვაცოდებს ჩემი მეუღლე. ვცხოვრობთ 25 კვადრატ ბინაში, რომელიც სულ ერთი ოთახია და რომელიც ჩემი შრომით მე შევიძინე.
მესმის, რომ ჩემს ქმარს აქვს პრობლემა, შეიძლება მისი მამიდაშვილი რაღაც გზით აიძულებს ამ ყველაფრის გაკეთებას, მაგრამ მე რა უნდა გავაკეთო, რომ ამ კაცმა თავის შვილებზეც იზრუნოს? მინდა, ეცადოს, რომ საკუთარი სახლი ჰქონდეს და არა სხვებს აჩუქოს მიწები... თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა? როგორ მოიქეცით? მირჩიეთ რაიმე, გთხოვთ, დამეხმარეთ, სანამ გავგიჟებულვარ“ - გვწერს მკითხველი.