არ გრძნობთ წყენას, როცა თქვენი მეგობარი ბიჭი არ პასუხობს თქვენს ზარებსა და შეტყობინებებს? ეს ბევრ გოგოს ემართება და სამწუხაროდ, ბევრი ამას ზედმეტად სერიოზულად იღებს. თუ დაიღალეთ ბიჭის მხრიდან გამუდმებული უყურადღებობით და იგნორით, ეს სტატია თქვენთვისაა. მასში ბევრ სასარგებლო რჩევას იპოვით.
იფიქრეთ იმაზე, რომ შეიძლება თქვენი ბიჭი ცოტათი დაიღალა თქვენთან კომუნიკაციით. თუ ზედმეტად ინტრუზიული ხართ და არ აძლევთ მას ამოსუნთქვის საშუალებას, შეიძლება მოუნდეს თქვენთან ურთიერთობისგან შესვენება. ან შეიძლება მეტი პირადი სივრცე სურს. შესაძლოა, ძალიან ხშირად სწერთ, დღეში ასჯერ ურეკავთ. თუ ასეა, გააცნობიერეთ, რომ ბიჭები ცოტათი განსხვავდებიან გოგონებისგან და, როგორც წესი, მათ არ სჭირდებათ მუდმივად თქვენთან კონტაქტი. თუ ძალიან ეჭვიანი ხართ და ცდილობთ მისი ყოველი ნაბიჯის გაკონტროლებას, ასეთ ურთიერთობას რთულად შეინარჩუნებთ.
- შეხედეთ სიტუაციას მისი გადმოსახედიდან
არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც თქვენი მეგობარი ბიჭი შესაძლოა გაიგნორებდეთ, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს იმიტომ არ არის, რომ მას არ სურს თქვენთან ურთიერთობა. ის შეიძლება მართლაც დაკავებული იყოს. შესაძლოა, თქვენ მიჩვეული ხართ მასთან 24 საათის განმავლობაში კომუნიკაციას და როდესაც ის რაიმე მიზეზით ვერ გიკავშირდებათ, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გაიგნორებთ. დღის განმავლობაში არ გქონიათ ურთიერთობა? სავარაუდოდ, თქვენ სასოწარკვეთილებაში ხართ და ის შეიძლება იყოს ძალიან დაკავებული! შეიძლება არ იყოს მზად კომუნიკაციისთვის, სანამ პრობლემას არ მოაგვარებს. შესაძლოა აქვს ისეთი პრობლემა (ოჯახური ან სხვა), რომელზეც საუბარი თქვენთან არ სურს.
გააკეთეთ პაუზა. თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა აჭარბებდეთ, სცადეთ, ცოტა ხნით მიეცით შესაძლებლობა, დარჩეს მარტო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ვერ ნახავთ ერთმანეთს და ვერ გამოავლენთ გრძნობებს. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა ისწავლოთ, როგორ გააკონტროლოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. ეს დაგეხმარებათ დამშვიდებაში. არ დაურეკოთ მას მთელი დღის განმავლობაში. თუ მას დღის განმავლობაში არ უცდია თქვენთან დაკავშირება, ისაუბრეთ იმაზე, თუ რას ელის თქვენი ურთიერთობისგან. თუ ახალგაზრდა კაცისგან რაღაცას ელი, რასაც ის ვერ მოგცემს, ახალი ბიჭი უნდა მოძებნო. ნუ მისწერთ და ნუ დაურეკავთ მას ტყუილად. ნუ დაურეკავთ მას მხოლოდ იმიტომ, რომ ნანუკა ვახოს დაშორდა, თუ თქვენი მეგობარი ბიჭი არც კი იცნობს ამ ადამიანებს. ეს შეიძლება იყოს თქვენთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა მისთვის.
იხილეთ სრულად