რა სჭირდებათ მამაკაცებს იმ ქალებისგან, რომლებთანაც ურთიერთობა აქვთ? ეს არ არის მარტივი კითხვა. ზოგადად, ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემა მამაკაცის ფსიქოლოგიის კარგად ცოდნას მოითხოვს.
იმის მიუხედავად, რომ ყოველი მამაკაცი ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაინც არსებობს ის საერთო თვისებები, რომლებიც მათ ქალბატონებში მოსწონთ და იზიდავთ.
სტატიაში გვინდა გაგიმხილოთ ის 6 ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მამაკაცებს სჭირდებათ ქალებისგან:
1. გული
ხშირ შემთხვევაში, მამაკაცებს არ შეუძლიათ, რომ თავიანთი წუხილი, გულისტკივილი, შიში, იმედგაცრუება სხვებს გაუზიარონ, ამას კი საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები განსაზღვრავს. აქედან გამომდინარე, მათ გვერდით სჭირდებათ ისეთი ქალი, რომელიც მათ გულისტკივილს მოისმენს, იქნება კეთილი და გამგებიანი.
2. ყურადღება
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მამაკაცებს სჭირდებათ კარგი მსმენელი ქალები. როდესაც ისინი პირად თემებზე იწყებენ საუბარს, თქვენ ყურადღებით უნდა მოუსმინოთ მათ გულისტკივილს.
თუ მამაკაცი ხშირად მოწყენილია, აუცილებელია, რომ მის მიმართ გამოხატოთ ყურადღება. ეს ჟესტი მათ ემოციურ მდგომარეობას უკეთესობისკენ ცვლის.
3. პატივისცემა
მამაკაცს სჭირდებათ ისეთი ქალი გვერდში, რომელიც აფასებს და პატივს სცემს მას, მის ხასიათს, ინტერესებს. ასეთი ადამიანის არსებობა არა მხოლოდ კაცების, არამედ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დიდი საყრდენია.
4. თავისუფლება
ჯანსაღი ურთიერთობისთვის აუცილებელია, რომ როგორც ქალს, აგრეთვე მამაკაცს ჰქონდეს თავისუფალი, პირადი სივრცე. მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთის პირადი სივრცე არ გაარღვიოთ. აუცილებლად პატივი უნდა სცეთ ერთმანეთის მეგობრებს, ჰობის, ოჯახს და ა.შ.
5. ნდობა
მამაკაცის ნდობა და რწმენა ნიშნავს იმას, რომ ის კარგი ადამიანია, თქვენ იცნობთ და ენდობით მას, ეს კი ნებისმიერ მამაკაცს უფრო თავდაჯერებულს ხდის. როცა ქალი არ ენდობა მამაკაცს და პირიქით, ეს ურთიერთობა მალევე მიეცემა დავიწყებას, რადგან სწორედ ნდობა განსაზღვრავს ჯანსაღ ურთიერთობას.
6. სექსი
ახალი არ არის ის ფაქტი, რომ წყვილს სექსი სჭირდება. მამაკაცებს იზიდავთ ისეთი ქალები, რომლებიც სექსუალურად გახსნილნი არიან და არ ეშინიათ ინტიმური ურთიერთობის.
მამაკაცს საერთოდაც არ სჭირდება სწორი მუცელი, დიდი მკერდი, ბევრი მაკიაჟი და ა.შ. ახლა თქვენ გაქვთ ყველაფერი, რაც მათ მოსწონთ ქალებში. ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ მათთვის სასურველ ფორმებს მოერგოთ. ამის მაგივრად, შეიყვარეთ თქვენი თავი, თქვენი სხეული და აუცილებლად გამოჩნდება მამაკაცი, რომელიც ისეთს შეგიყვარებთ, როგორიც ხართ!
ია რომანაძე