"ოთახიდან უნდა გავსულიყავი, რომ მობილურმა დაიწკრიალა, რაღაც ძალამ ამაღებინა ტელეფონი - ჩემი შეყვარებული ჩემს დაქალს სასიყვარულო მესიჯს უგზავნიდა"
მაკა არ აპირებდა შვებულების აღებას, მაგრამ მეგობარს ხათრი ვერ გაუტეხა. ნანუკას უჭირდა - სანდროსთან სერიოზული კამათის შემდეგ გამოსავალს ეძებდა მძიმე ფიქრებისგან თავის დასაღწევად. შვებულებაში გასვლამდე რამდენიმე თვით ადრე ნანუკას ამბავი მიუტანეს, სანდრო ვიღაც გოგოს ხვდებაო. ქალი ბევრს ეცადა, კაცი ღალატში გამოეჭირა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
ნანუკა:
- მაკა ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. მასზე მეტად არავის ვენდობოდი. 31 წლის რომ გახდა, გავეხუმრე, უფლისწულის მოლოდინში ქალწულად დაბერდები-მეთქი. რას ვიფიქრებდი, თუ ცხოვრებას მინგრევდა და თან ისე ოსტატურად, რომ ვერაფერს ვხვდებოდი. თურმე სანდროსთან გააბა რომანი. მაკა ჩემი ერთ-ერთი ორგანიზაციის დირექტორად მყავდა დანიშნული და გვარიან ხელფასს იღებდა, სანდროც მშვენივრად ცხოვრობდა ჩემს ხარჯზე. თურმე, დიდებულად ატარებდნენ დროს.
როდესაც მე და სანდრომ ვიჩხუბეთ, გულის გადასაყოლებლად ქალაქიდან წასვლა გადავწყვიტე. მაკას ვთხოვე გაყოლა. მოიმიზეზა, ახლა ფული არ მაქვსო....გაგრძელება