თუ დედამთილთან ერთად გადაწყვიტეთ ცხოვრება, ალბათ რძალ-დედამთილის ურთიერთობის შესახებ არაერთი მითიც გექნებათ გაგონილი. ჯობს, ეს მითები დაივიწყოთ და მიიღოთ ის, როგორც ოჯახის წევრი და, ამასთან, აუცილებლად დაიცვათ საზღვარი, პირადი სივრცე, რომელიც ყველა ადამიანს თანაბრად სჭირდება.
სახლის გაყოფა სხვა ადამიანთან, რომელიც განსხვავებულ თაობას მიეკუთვნება და რომლის პიროვნებაც სრულიად განსხვავებულია, წარმოადგენს მოთმინებისა და დიპლომატიის მთავარ გამოცდას. ასე რომ, მიიღეთ ის ფაქტი, რომ თქვენ და
სანამ ახალ სახლში გადახვალთ, ესაუბრეთ თქვენს ქმარს ფინანსურ საკითხეზე. აბსოლუტურად მკაფიოდ უნდა გესმოდეთ, როგორ მართავს ოჯახი ფინანსებს, ვინ რას იხდის, რა ფინანსურ ხარჯებს მოელიან თქვენგან. განსხვავება ასაკში, გემოვნებასა და საჭიროებებში, სავარაუდოდ, გამორიცხავს ერთიანი ბიუჯეტის არსებობას. ამიტომ ეცადეთ, რომ ეს საკითხი მშვიდად და უმტკივნეულოდ მოაგვაროთ და ურთიერთობაც უფრო მარტივი გახდება.
ასე რომ, გახსოვდეთ, კარგი კომუნიკაციის თავსა და ბოლოში დგანან ადამიანები, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთს, შესაძლოა. არ ეთანხმებიან გარკვეულ საკითხებში, თუმცა ითვალისწინებენ ერთმანეთის აზრს და ცდილობენ, ურთიერთობა მაქსიმალურად სასიამოვნო გახადონ.
