ფსიქო

3 სიტყვა, რომლებიც ნებისმიერ მამაკაცს „აიძულებს“, რომ შეგიყვაროს

3 სიტყვა, რომლებიც ნებისმიერ მამაკაცს  „აიძულებს“, რომ შეგიყვაროს
ქალების ნაწილი თვლის, რომ წიგნებში ამოკითხული რომანტიკა რეალურია. მას ყოველდღიურ ცხოვრებაში ეძებს და ხშირად იმედგაცრუებული რჩება, რადგან ადამიანები ბევრად განსხვავდებიან საყვარელი პერსონაჟებისგან.

იმის ნაცვლად, რომ თავბრუდამხვევი რომანები რეალურ ცხოვრებაში ეძებოთ, უფრო მნიშვნელოვანია, იცოდეთ გაცილებით მარტივი ხერხები, რათა სასურველ ადამიანს თავი შეაყვაროთ. ამისთვის სულ სამი მარტივი ფრაზა დაგჭირდებათ. რომლებია ისინი?

უპირველესად, განვმარტოთ, რომ ფრაზებით - „მე შენ მიყვარხარ“, „მე შენთან ყოფნა მსურს“ არ არის ეფექტური. მათი მოსმენა, ცხადია, სასიამოვნოა, თუმცა კაცს გარკვეულ პასუხ
ისმგებლობასაც აკისრებთ, რამაც, შესაძლოა, ის შეაშინოს.


რას იტყვით ფრაზაზე „პატივს გცემ“? ეს ნამდვილად არის ის, რისი მოსმენაც მამაკაცებს სურთ, ისევე, როგორც ფრაზის: "აღფრთოვანებული ვარ შენით".
სინამდვილეში, არის რაღაც, რაც უფრო ღრმად მოქმედებს, რაც უფრო ძლიერად აყვარებს კაცს თქვენს თავს.

მაშ, რა არის ის სამი სიტყვა, რომლებიც აიძულებს კაცს, შეუყვარდეს?

"მე მჯერა შენი" - ნდობის გამოცხადება, მისი ძალების რწმენა მთავარი გასაღებია, რომ კაცს თავი შეაყვაროთ. ამით მას აგრძნობინებთ, რომ აღიარებთ მას, როგორც პიროვნებას, ანიჭებთ მას დადებით თვისებებს და უბიძგებთ, გახდეს უკეთესი ადამიანი. როცა ადამიანის ნათელი ბუნების დანახვა შეგიძლიათ, შეუძლებელია, რომ მან მართლა არ იბრწყინოს.



FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
e87a93