თქვენი გამოცდილების სხვა ადამიანებთან გაზიარება ჩვეულებრივი რამაა. ასე შეგვქმნა ბუნებამ, უნდა ვიურთიერთოთ სხვებთან, რომ რთულ სიტუაციაში მარტო არ ვიყოთ. თუმცა არის რაღაცები, რაც არავის უნდა უთხრათ.
ყველას არ უთხრათ თქვენი შიშების შესახებ. ყველას გვეშინია რაღაცის, მაგრამ შიშებზე ყველასთან არ უნდა ისაუბროთ. ამას ორი მიზეზი აქვს:
თუ გამოავლენთ თქვენს სისუსტეებს, შეიძლება ხალხი ჩაეჭიდოს მას, მომავალში ეს "კოზირი" ხელსაყრელ ვითარებაში გამოიყენონ და ენით აუწერლად დაზარალდეთ.
ყველას არ მოუყვეთ თქვენი შემოსავლის შესახებ. ზოგადად ფულის საკითხებთან დაკავშირებით, არავის უნდა ენდოთ,
საკუთარი თავის გარდა. მეტი შემოსავლის შემთხვევაში შეშურდებათ და მუდმივად მოგთხოვენ სესხს. ფულის სესხება ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე მავნე ფაქტორია. ფულზე შეგიძლიათ ისაუბროთ მხოლოდ მათთან, ვისაც უპირობოდ ენდობით, ვისთანაც გაიარეთ "ცეცხლი და წყალი" და ამ ადამიანმა იმედი არ გაგიცრუათ.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.