რთულია შვებულებიდან სამსახურში დაბრუნება... სუფთა ჰაერი, ბუნება, სასიამოვნო გარემო, ამ ყველაფრის შემდეგ კი ოფისში ჯდომა და მუშაობა.
რამდენიმე რჩევა, რათა გაგიადვილდეთ შვებულებიდან სამსახურში დაბრუნება.
1. დააყენეთ მაღვიძარა (ადექით უფრო ადრე, ვიდრე დგებოდით მუშაობის დროს);
2. 15 წუთით ადრე მიდით ოფისში;
3. გააკეთეთ სია, თუ რა უნდა გააკეთოთ პირველ დღეს;
4. დაიწყეთ ნელა: მუშაობა მსუბუქი საქმით დაიწყეთ;
5. გაესაუბრეთ კოლეგებს საერთო გეგმების შესახებ;
6. პირველ დღეს ეცადეთ არ დარჩეთ გვიანობამდე სამსახურში, რათა არ "გადაიწვათ".
ვფიქრობ ესეც გამოგადგებათ :
რამდენიმე რჩევა, რათა არ მოიწყინოთ სამსახურში:
1. დახატეთ: ამისთვის მხოლოდ კალამი და ფურცელია საჭირო. გააკეთეთ მხიარული ჩანახატები;
2. გაერთიანდით ფორუმზე;
3. უყურეთ სასაცილო ვიდეოებს YouTube-ზე;
4. დაგეგმეთ ლანჩი;
5. მოაწესრიგეთ სამუშაო მაგიდა;
6. წაშალეთ უსარგებლო წერილები.
ლიკა ალადაშვილი
ჟურნალი "და ქალი"
(სექტემბრის ნომერი)