იტალიელი მშვენიერი სქესის წარმომადგენლები, ევროპელ ქალებთან შედარებით, თავს დაჩაგრულად გრძნობენ. კვლევა დასავლეთ ევროპაში ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც სოციოლოგებმა 4 ათასი ქალი გამოკითხეს.
გამოკითხული იტალიელი ქალების 76% გამოტყდა, რომ ცხოვრებით უკმაყოფილოა. ბრიტანეთში ამ აზრს იზიარებს ქალების 51%, გერმანიაში - 53%, საფრანგეთში - 57%, ესპანეთში კი - 63%.
გაირკვა, რომ იტალიელ ქალებს ყველაზე მეტად ფინანსური კრიზისი აშფოთებთ, ასევე ართულებს მათ ცხოვრებას მშობიარობის შემდეგ სამსახურში შექმნილი პრობლემები, ბავშვის მოვლა და არასაკმარისი საბავშვო ბაღები.
ამ პრობლემებს მამაკაცებიც დაემატნენ. ქალბატონები ჩივიან, რომ გათხოვება სანანებელი გაუხდათ, რადგან ქმრების უნიათობის გამო ოჯახში იმაზე მეტი საქმის კეთება უწევთ, ვიდრე, თუნდაც, ბრიტანელებს.