ტანა 21: "მე და ჩემს შეყვარებულს უკვე 2 წელია, სექსი გვაქვს. ცოტა ხნის წინ ამის შესახებ ჩემმა ნათესავმა გაიგო, რომელიც საქართველოში დამკვიდრებული "ტრადიციის" მიხედვით, ჩემთან ცხოვრობს და აქ სწავლობს (აბა, როგორ ეკადრებოდა ქუთაისში დარჩენა).
ჰოდა, მას მერე, რაც ეს ამბავი გაიგო, მაშანტაჟებს. ვიცი, მამამ ჩემი საიდუმლო რომ გაიგოს, ძალიან ცუდი რეაქცია ექნება და ამიტომაც, მე და ბექა შანტაჟისტს ყველაფერს ვუსრულებთ, ოღონდ კი ჩვენი საიდუმლო არ გათქვას. ამ ყველაფრის გაძლება აღარ შემიძლია. მირჩიეთ, როგორ მოვიშორო თავიდან ნათესავი?.."