პირველი პაემანი სასიამოვნო მოლოდინითაა აღსავსე, მაგრამ დამეთანხმებით, მის მოახლოებასთან ერთად მღელვარებაც მატულობს.
პირველ შთაბეჭდილებაზე ნამდვილად ბევრი რამაა დამოკიდებული, მაგრამ სხვადასხვა წვრილმანი თუ ნიუანსი შეიძლება ხელისშემშლელი აღმოჩნდეს, იმდენად, რამდენადაც ძნელია ამ დროს თავის გაკონტროლება.
1. არავითარ შემთხვევაში არ ისაუბროთ ყოფილი შეყვარებულის შესახებ!
თუ ამ თემაზე საუბარს წამოიწყებთ, შთაბეჭდილება შეიქმნება, თითქოს იმედი გაგიცრუვდათ ან უარეს შემთხვევაში გენატრებათ ის, ვიზეც საუბრობთ.
2. თავი აარიდეთ რელიგიურ და პოლიტიკურ თემებზე საუბარს!
ადამიანების უმრავლესობას მკაცრი შეხედულებები აქვს ამა თუ იმ თემაზე. თუ შემთხვევით, რომელიმე მათგანს შეეხებით, რომანტიკული გარემო შეიძლება მოულოდნელად ”ბრძოლის ველად” გადაიქცეს, რაც თავისთავად დაგაშორებთ პირველი პაემნის მიზნისგან.
3. საერთოდ არ ახსენოთ ფული!
მამაკაცმა შეიძლება იფიქროს, რომ თქვენთვის მთავარი მატერიალური კეთილდღეობაა. ამან შეიძლება დააფრთხოს. (რა თქმა უნდა, თუ მატერიალურად უზრუნველყოფილი არ არის), მაგრამ მეორე შემთხვევაში შეიძლება 1000 კითხვა გაუჩნდეს.
4. ნუ გააბამთ პაემანის დროს სატელეფონო საუბარს! რაც უნდა მნიშვნელოვანი იყოს ზარი, შეეცადეთ სხვა დროისთვის გადაგოთ.
5. ნუ დაიწყებთ მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნას! თუ თქვენი განზრახვა სერიოზულია, არ ღირს არა თუ შეტყობინების გაგზავნა მეგობრებისთვის, არამედ წაკითხვაც კი. თქვენი თანამოსაუბრე თქვენი ყურადღების მთავარი ობიექტი უნდა იყოს.
6. ნუ დაელოდებით, რომ მამაკაცი ყველაფერს გადაიხდის! რა თქმა უნდა, მამაკაცმა დაგპატიჟათ და ხარჯებიც თავის თავზე უნდა აიღოს, მაგრამ საკუთარი თავის იმედი მაინც უნდა გქონდეთ და ფულიც ან ბარათი თან იქონიეთ. ღა იცით რა ხდება? იქნება "ალფონსთან" დაიჭირეთ საქმე, რომელიც ”მომნუსხველკი” მზერით ცდილობს თქვენს მახეში გამას? თქვენ ხომ პრაქტიკულად არც კი იცნობთ ერთმანეთს?
7. პირველ პაემანზე ნუ დაიწყებთ მეორე შეხვედრის დაგეგმვას!
ეს ხომ მხოლოდ დასაწყისია და რით დასრულდება ვინ იცის? დაე, მამაკაცმა აიღოს ინიციატივა საკუთარ თავზე და თავად დაგითქვათ შეხვედრა.
8. ნუ მიიღებთს აჩუქარს პირველ პაემანზე!
დასაშვებია მხოლოდ ყვავილების თაიგული. ეს მისი მხრიდან თავაზიანობის გამოვლენად აღიქმება, მაგრამ სხვა შემთხვევაში ის აუცილებლად ეჭვს შეიტანს თქვენს გულწრფელობაში და თავს ნამდვილი ”მტაცებლის” მსხვერპლად გამოაცხადებს.
9. არ მიირთვათ ბევრი!
კაფესა და რესტორანს ხშირად ირჩევენ პირველი პაემნისთვის, იშლება გემრიელი სუფრა, თქვენც ამდენი ნერვიულობის შემდეგ შიმშილმა შეგაწუხათ... მაგრამ გახსოვდეთ: თქვენ პირველი პაემანი გაქვთ, გამოიჩინეთ ზომიერება.
10. დაბოლოს, ნუ წახვალთ პირველ პაემანზე კინოში!
ჩაბნელებული კინოდარბაზი, უამრავი მაყურებელი და პოპკორნის ხრაშა-ხრუში ხელს შეგიშლით ერთმანეთის უკეთ გაცნობაში.
ჟურნალი ”და ქალი”
სექტემბრის ნომერი