ათი რჩევა სამსახურისა და პირადი ცხოვრების დასაბალანსებლად
ათი რჩევა სამსახურისა და პირადი ცხოვრების დასაბალანსებლად
"ლურჯი ოკეანე" არის ბიზნესლიტერატურის ახალი მიმართულება, როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე, დამწყებთათვის.

FOR DUMMIES - ასე ჰქვია ინგლისურად სერიას, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ბიზნესლიტერატურის, გამომცემლის - Wiley-ს პროდუქტია, ქართულად კი "მარტივად წარმატებისკენ" ჰქვია.

უკვე გამოვიდა ამ სერიის ქართული ვარიანტის ორი წიგნი: ,,მართვა მარტივად" და "სამუშაოს ძიება მარტივად". ეს არის მარტივი ენით, ყველასთვის გასაგები პრაქტიკული სახელმძღვანელო ბიზნესის სხვადასხვა სფეროთი დაინტერესებული თუნდაც არაპროფესიონალი მკითხველისთვის. დეტალურად, პრაქტიკულად და გასაგებად დაწერილი, მაგალითებით სავსე წიგნი, რომელიც ლაკონურ წარმოდგენას ქმნის.

ცხოვრებაში ყველაფერი დაბალანსებას მოითხოვს, ს
ამუშაოც და პირადი ცხოვრებაც. ამ თავში მოგცემთ ათ მარტივ რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ სამსახურისა და პირადი ცხოვრების დაბალანსებაში. ამგვარად შეძლებთ, ძალიან დიდხანს იყოთ საუკეთესო მენეჯერი.

1. მოქნილი სამუშაო გარემოს შექმნა

თქვენ უნდა მოახერხოთ მოქნილი სამუშაო გარემოს შექმნა და კომპანიისთვის საჭირო ცვლილებების სასარგებლო მხარეების ნათლად ჩამოყალიბება. შეიძლება ცვლილებების შეთავაზება ექსპერიმენტის ან საპილოტე პროგრამის სახით და წარმატების შემთხვევაში, მისი საბოლოოდ განხორციელება. ცვლილებების პროცესში განიხილეთ მომხმარებელთან მუშაობის ალტერნატიული მექანიზმები, დაგეგმეთ შეხვედრები და სხვა მიმდინარე მოვლენები. ბევრ შემთხვევაში, მოქნილ სამუშაო გრაფიკს უშუალო სარგებელი მოაქვს მომხმარებლისთვის, რადგანაც მომსახურების საათები იზრდება.


2. ნუ გახდებით " საქმეჰოლიკი"

იმუშავეთ უფრო ნაკლები საათები. აიღეთ კვირაში 40-საათიანი სამუშაო გრაფიკი, ოღონდ არ დაარღვიოთ.

არასდროს წაიღოთ სამუშაო სახლში.

უფრო მეტი დრო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

ნუ აჩქარდებით. დაუთმეთ დრო კოლეგებს, კლიენტებს, მომწოდებლებს და სხვა ადამიანებს, ვისთანაც ურთიერთობა გაქვთ სამუშაო დღის განმავლობაში.

აიღეთ შვებულება. არ წაიღოთ თან სამუშაო და შვებულების დამთავრებამდე არც ოფისში შეიაროთ.

ივარჯიშეთ რეგულარულად.

დაუთმეთ დრო ლანჩს და შეეცადეთ, ამისათვის ოფისიდან გარეთ გახვიდეთ.

3. მართეთ სტრესი

ნუ დაელოდებით სხვას, რომ რამეს მოუხერხებს თქვენს სტრესულ მდგომარეობას. თვითონ იპოვეთ სტრესის მართვის გზა. საბედნიეროდ, ეს არც ისე ძნელია, როგორც გგონიათ. სტრესის ეფექტურად მართვის ფორმულა ასეთია: შეცვალე, რისი შეცვლაც შეგიძლია და მიიღე, რისი შეცვლაც არ შეგიძლია.

4. შეცვალეთ, რისი შეცვლაც შეგიძლიათ

იზრუნეთ ჯანმრთელობაზე.

ისწავლეთ უარის თქმა.

მართეთ თქვენი გრაფიკი.

ეძებეთ მხოლოდ დადებითი.

5. მიიღეთ, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ

დანებდით ცვლილებებს.

ნუ მიიღებთ ცვლილებებს დამოუკიდებლად.

შეცვალეთ დამოკიდებულება.

ნუ გახდებით მსხვერპლი.

გააკონტროლეთ თქვენი სიბრაზე.

6. ნუ გაირჯებით უმნიშვნელო საქმეებზე

ჩვეულებრივი სამუშაო დღის საქმეების უმეტესობა უმნიშვნელოა – ბლანკების შევსება, ხმოვანი ფოსტის მოსმენა, რაღაცის დაბეჭდვა. შეიძლება დროის 80% დახარჯოთ და 20%-ის შედეგი მიიღოთ. საქმე ის არის, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებთ, პატარა საქმეებია. ასე რომ, ზედმეტად ნუ გაირჯებით! თუ ნერვიულობას აპირებთ, აჯობებს, რაიმე მნიშვნელოვანზე ინერვიულოთ.

7. იყავით პოზიტიური

შეცვალეთ ნეგატივი პოზიტივით თქვენს ცხოვრებაში. მაგალითად, ასე: "მე ნამდვილად გავარკვიე, რა სჭირდება ამ კლიენტს", ან "ბოლო დავალებაზე ბევრი ვიმუშავე. მეტს ვეღარ დავიცდი, ამასაც მე გავაკეთებ". გახდით პოზიტიური. რაც მეტი პოზიტივია თქვენს ცხოვრებაში, მით უფრო ნაკლები სტრესის ქვეშ ხართ (ამასთანავე, თქვენთან ურთიერთობა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე გვერდით მომუშავე წუწუნა თანამშრომლებთან).

8. დაისვენეთ!

დასვენება სტრესის მართვის პროგრამის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. როდესაც ისვენებთ, თქვენი გონებაც ისვენებს და ისევ საქმეების ორომტრიალში გადაშვებამდე ახალი ენერგიით იმუხტებით.

9. დაასვენეთ გონება

ჩაკეტეთ კარი, ტელეფონი ოპერატორთან ან ხმოვან ფოსტაზე გადაამისამართეთ, ჩაჯექით სავარძელში და დინებას მიჰყევით. წარმოიდგინეთ, რომ ნავში ზიხართ და მდინარეზე მიცურავთ, მზე ანათებს და ჩიტები ჟღურტულებენ. წარმოსახვით დაშორდით ყოველდღიურ გამოწვევებს.

10. იხალისეთ

თანამშრომლებთან ერთად გართობა სტრესის შემცირების მნიშვნელოვანი საშუალებაა. გულიანი სიცილი სტრესსაც გიხსნით და გახსენებთ, რომ ცხოვრება უფრო მეტია, ვიდრე სამსახური. მეთანხმებით?
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
დედლაინი სექსზე მნიშვნელოვანია - 8 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა შეიყვაროთ ჟურნალისტი
11:10 / 17-11-2017
ჟურნალისტმა ქალმა, შიტიკა ანანდმა შეადგინა 8-პუნქტიანი სია, სადაც მოყვანილი აქვს მიზეზები, თუ რატომ არ ღირს, შეიყვარო ჟურნალისტი.მაშ ასე:
ტოპ 5 ქართველი ქალი, რომლებსაც წარმატებული კარიერა აქვთ
14:55 / 06-11-2017
წარმოგიდგენთ ხუთ წარმატებულ ქართველ ქალს, რომელთაც კარიერაში დიდ წარმატებას მიაღწიეს.
არაფრის გეშინოდეს: ძლიერი ქალის 13 წესი
14:58 / 20-08-2017
ქალს ყველაზე უკეთ ფსიქოლოგი ქალი გაუგებს. აი, 13 ოქროს წესი, რომელიც ყველა რთულ მომენტში უნდა წაიკითხოთ.
შოშიას ბლოგი: დედებო, ასწავლეთ თქვენს გოგონებს "მამაკაცის მოვლა"!
15:56 / 26-06-2017
ახლა კიდევ ერთ ჩემთვის გასაშტერებელ ამბავს მოგიყვებით: ერთ-ერთ ქართულ სუფრაზე, აი, ისეთზე, "აკადემიას" რომ ეძახიან ბიძა-კაცები, ქართული ოჯახისა და ტრადიციების სადღეგრძელოს შემდეგ საუბარი გოგონების აღზრდის პრობლემებსაც შეეხო და ერთმა ახალგარდა კაცმა ერთგვარი გამწარებით წამოიძახა: პრობლემა, იცით, რაშია? - დედები გოგონებს არ ასწავლიან, კაცებს როგორ უნდა მოუარონო.
ჰოლივუდის ვარსკვლავები უმძიმესი წარსულით – ლოთი დედა, სადისტი მამა და კლასი, სადაც ყველასთვის უცხო ხარ
15:57 / 01-05-2017
ჰოლივუდის ვარსკვლავები უკვე წლებია, რაც საკუთარ წარსულსა თუ მძიმე ბავშვობაზე შოუებსა თუ ინტერვიუებში გულახდილად საუბრობენ.
ქალები, რომლებიც მამაკაცებს ტოლს არ უდებდნენ - ვინ იყო პირველი ქალი სამურაი, პრეზიდენტი, პარლამენტარი და ა.შ.
14:09 / 13-04-2017
გაიცანით ქალბატონები, რომელთაც პირველებმა შეძლეს, რთულ და განსაკუთრებულ საქმეში თავი წარმოეჩინათ და მამაკაცებისთვის ტოლი არ დაედოთ.
”ტიტანიკი”, ”ლამაზმანი” და სხვ. როგორ გამოიყურებიან დღეს საკულტო კინო-წყვილები
13:38 / 20-03-2017
ბევრი წელი გავიდა, მაგრამ ახლაც ზეპირად გვახსოვს ცნობილი ფილმები სიყვარულზე.
10 ყველაზე ლამაზი პირველი ლედი მსოფლიოში
14:23 / 16-03-2017
ბევრისთვის ქვეყნის პირველი ქალბატონი იმ ქვეყნის სიმბოლოა, რომელსაც წარმოადგენს და მისი მნიშვნელობა ამით შემოიფარგლება,
ვარსკვლავები, რომლებიც ცნობილები პარტნიორების ხარჯზე გახდნენ
11:43 / 07-03-2017
პოპულარობის მოპოვება შენზე მეტად ცნობილი პარტნიორის ხარჯზე ძნელი არ არის, თუმცა, გახდე დამოუკიდებლად წარმატებული ადამიანი - გაცილებით რთულია.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30