"თუ ამქვეყნად სამართალი არსებობს – ექიმებისთვის ცალკე სამოთხე უნდა არსებობდეს". ისტორია, რომელსაც უცრემლოდ ვერ წაიკითხავთ...
"თუ ამქვეყნად სამართალი არსებობს – ექიმებისთვის ცალკე სამოთხე უნდა არსებობდეს". ისტორია, რომელსაც უცრემლოდ ვერ წაიკითხავთ...
ბევრმა იცის, რა მძიმეა ექიმის შრომა. ვიღაცას ოჯახის წევრი ჰყავს ამ საპასუხისმგებლო პროფესიის, ზოგს თავად დასჭირვებია მკურნალობა და თვალყური უდევნებია ამ ადამიანების მუშაობისთვის.
ექიმის ხელში ადამიანის სიცოცხლეა, ამიტომაც მასზე უდიდესი პასუხისმგებლობაა დაკისრებული.

ისტორია, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, ნამდვილად გულისამაჩუყებელია და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს, რა რთულია, იყო ექიმი და რომ ამქვეყნად კიდევ არსებობს სიკეთე და სამართალი.

ოთხი ურთულესი ოპერაციის შემდეგ, დაღლილი და ლამის უკვე ტრანსის მდგომარეობამდე მისული ქირურგი ქუჩაში გავიდა. მას თვალებში უბნელდებოდა და თავში ყველაფერი ერეოდა... ქალი ფეხზე ძლივს იდგა. სურდა,
სახლში მალე მისულიყო და დაეძინა. მაგრამ ცოტა რამ მაინც უნდა ეჭამა მთელი დღის ნაშიმშილებს. ექიმი უახლოეს კაფეში შევიდა წასახემსებლად.

ქალმა ჩქარ-ჩქარა მიირთვა და კაფედან რომ უნდა გამოსულიყო, კაფეს მფლობელმა მიიპყრო მისი ყურადღება, მხარზე შეეხო და უთხრა:

- ექიმო, რთული დღე გქონდათ? თქვენი ვახშამი გადახდილია და ტაქსი გამოძახებული...

როცა ქალი გონს მოვიდა, გაოცებულმა ჰკითხა:

- რა იცით, რომ ექიმი ვარ?

- უბრალოდ, რომ მიირთვით, მიმტანს უთხარით: "მე დავასრულე. დაითვალეთ ინსტრუმენტები და გაკერეთ".

თუკი ამქვეყნად სამართალი არსებობს – ექიმებისთვის ცალკე სამოთხე უნდა არსებობდეს!

კომენტარები (1)
ინგა
სამწუხაროდ ნამდვილი ექიმი ძალიან ცოტაა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
დედლაინი სექსზე მნიშვნელოვანია - 8 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა შეიყვაროთ ჟურნალისტი
11:10 / 17-11-2017
ჟურნალისტმა ქალმა, შიტიკა ანანდმა შეადგინა 8-პუნქტიანი სია, სადაც მოყვანილი აქვს მიზეზები, თუ რატომ არ ღირს, შეიყვარო ჟურნალისტი.მაშ ასე:
ტოპ 5 ქართველი ქალი, რომლებსაც წარმატებული კარიერა აქვთ
14:55 / 06-11-2017
წარმოგიდგენთ ხუთ წარმატებულ ქართველ ქალს, რომელთაც კარიერაში დიდ წარმატებას მიაღწიეს.
არაფრის გეშინოდეს: ძლიერი ქალის 13 წესი
14:58 / 20-08-2017
ქალს ყველაზე უკეთ ფსიქოლოგი ქალი გაუგებს. აი, 13 ოქროს წესი, რომელიც ყველა რთულ მომენტში უნდა წაიკითხოთ.
შოშიას ბლოგი: დედებო, ასწავლეთ თქვენს გოგონებს "მამაკაცის მოვლა"!
15:56 / 26-06-2017
ახლა კიდევ ერთ ჩემთვის გასაშტერებელ ამბავს მოგიყვებით: ერთ-ერთ ქართულ სუფრაზე, აი, ისეთზე, "აკადემიას" რომ ეძახიან ბიძა-კაცები, ქართული ოჯახისა და ტრადიციების სადღეგრძელოს შემდეგ საუბარი გოგონების აღზრდის პრობლემებსაც შეეხო და ერთმა ახალგარდა კაცმა ერთგვარი გამწარებით წამოიძახა: პრობლემა, იცით, რაშია? - დედები გოგონებს არ ასწავლიან, კაცებს როგორ უნდა მოუარონო.
ჰოლივუდის ვარსკვლავები უმძიმესი წარსულით – ლოთი დედა, სადისტი მამა და კლასი, სადაც ყველასთვის უცხო ხარ
15:57 / 01-05-2017
ჰოლივუდის ვარსკვლავები უკვე წლებია, რაც საკუთარ წარსულსა თუ მძიმე ბავშვობაზე შოუებსა თუ ინტერვიუებში გულახდილად საუბრობენ.
ქალები, რომლებიც მამაკაცებს ტოლს არ უდებდნენ - ვინ იყო პირველი ქალი სამურაი, პრეზიდენტი, პარლამენტარი და ა.შ.
14:09 / 13-04-2017
გაიცანით ქალბატონები, რომელთაც პირველებმა შეძლეს, რთულ და განსაკუთრებულ საქმეში თავი წარმოეჩინათ და მამაკაცებისთვის ტოლი არ დაედოთ.
”ტიტანიკი”, ”ლამაზმანი” და სხვ. როგორ გამოიყურებიან დღეს საკულტო კინო-წყვილები
13:38 / 20-03-2017
ბევრი წელი გავიდა, მაგრამ ახლაც ზეპირად გვახსოვს ცნობილი ფილმები სიყვარულზე.
10 ყველაზე ლამაზი პირველი ლედი მსოფლიოში
14:23 / 16-03-2017
ბევრისთვის ქვეყნის პირველი ქალბატონი იმ ქვეყნის სიმბოლოა, რომელსაც წარმოადგენს და მისი მნიშვნელობა ამით შემოიფარგლება,
ვარსკვლავები, რომლებიც ცნობილები პარტნიორების ხარჯზე გახდნენ
11:43 / 07-03-2017
პოპულარობის მოპოვება შენზე მეტად ცნობილი პარტნიორის ხარჯზე ძნელი არ არის, თუმცა, გახდე დამოუკიდებლად წარმატებული ადამიანი - გაცილებით რთულია.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30