რა გავაკეთოთ მაშინ, როდესაც სხვა ადამიანებს შურთ ჩვენი - რჩევები დავით კენჭაძისგან
რა გავაკეთოთ მაშინ, როდესაც სხვა ადამიანებს შურთ ჩვენი - რჩევები დავით კენჭაძისგან
ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც თქვენ მიდიხარ წინ თქვენს კარიერულ ცხოვრებაში, ვითარდებით, თუმცა ამ დროს სიტუაცია იძაბება თქვენს გარშემო მყოფებთან.

ადამიანები, რომლებსაც თქვენ თვლიდით მეგობრებად, უცებ აღმოჩნდებიან თქვენ მიმართ არაკეთილმოსურნეები. რა უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს, როცა ადამიანები, რომლებსაც ენდობოდით, აღარ გექცევიან მეგობრულად? ამ ყველაფრის გამომწვევი მთავარი ფაქტორი შურია. არსებობს ორი შური: პირველი - როცა ადამიანს სურს გაიმეოროს მიღწეული წარმატება, რასაც თეთრ შურს ეძახიან და მეორე - ე.წ. შავი შური, როცა ადამიანები ფიქრობენ, ცდილობენ და ოცნებობენ თქვენს წარუმატებლობაზე, სურთ, აღარ აკეთოთ ის,
რაც კარგად გამოგდით, არ გეკავოთ მაღალი პოზიციები კარიერაში და არ გქონდეთ მაღალი შემოსავალი.

იბადება შეკითხვა - რა გავაკეთოთ ასეთ დროს, რომ არ გავაფუჭოთ ურთიერთობა და თან ამ ადამიანის მხრიდან ჩვენდამი დამოკიდებულებაც დავაბალანსოთ? რეალურად ძალიან რთულია ისეთ ადამიანთან მუშაობა, რომლისგანაც მსგავსი დამოკიდებულება იგრძნობა. რა ვქნათ ამ შემთხვევაში?

პირველ რიგში, მოგცემთ ერთ რჩევას, რომელიც ამ სიტუაციის მართვაში დაგეხმარებათ. შეცდომები ცხოვრებაში ყველას მოსდის და არ არის აუცილებელი, თქვენც ანალოგიურად მოიქცეთ და სამაგიერო გადაუხადოთ მათ. განსაკუთრებით, თუ შური სამსახურებრივია, ეს დროებითია. მთავარია, პირველ რიგში, არ შეიმჩნიოთ, რომ თქვენ ამ ყველაფერს ამჩნევთ და ცუდად მოქმედებს ეს თქვენზე. რადგან ამ შემთხვევაში თუ ის გრძნოს, რომ მისი შური და ქმედებები თქვენზე ცუდად აისახება, გააგრძელებს იმავეს. არ მიაქციოთ ყურადღება და ჩათვალეთ, რომ ის ამას საერთოდ არ აკეთებს.

მეორე რჩევაა გამოიყენოთ ემპათია, რომელიც დაგეხმარებათ მიხვდეთ და ჩამოყალიბდეთ, თუ რატომ შეიძლება იყოს ეს ადამიანი შურიანი თქვენ მიმართ. საბოლოო ჯამში, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ეს ადამიანი ფიქრობს, რომ შრომობს ბევრს და ამის მიუხედავად, არაფერი გამოსდის. თქვენ მიდიხართ წინ და ის ამას ვერ ახერხებს. თქვენ მასზე ძლიერი ხართ. ამ შემთხვევაში უნდა აპატიოთ და ჩადენილი შეცდომის გამო სამაგიერო არ გადაუხადოთ.

მესამე რჩევა - დაფიქრდით, რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ დაამტკიცოთ თქვენი პროფესიონალიზმი. თუ ადამიანები აღიარებენ თქვენს წარმატებას და ამაში დარწმუნებულებიც არიან, მათ აღარ შურთ თქვენი. შურთ სხვებს? ესე იგი, ისინი არ გთვლიან საკმარისად წარმატებულად. შესაბამისად, მიიღეთ გადაწყვეტილება, გახდეთ უფრო მეტად ძლიერი მათ თვალში. შეეცადეთ, სამსახურში მიაღწიოთ უკეთეს შედეგებს. განსაკუთრებით კი, იმუშავეთ თქვენს რეპუტაციაზე, რადგან ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, აისახება გარშემომყოფების დამოკიდებულებაში თქვენდამი. ისინი დარწმუნდებიან, რომ თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ დაწინაურება და შესაბამისად, შურიც გაქრება.

წყარო
კომენტარები (1)
maia xashureli
მე პირადად შურიანების მიმართ ყველა კეთილ,რასაც თქვენ გვირჩევთ ყველაფერი ვცადე მაგრამ არაფერი უშველის ბოროტს თუ ჩაფიქრებული აქვს..შენ რომ ვერ გერევიან შენს ახლობელს ყიდულობენ..და წლების ნაშენებს დღეს მეოთხედ ვცდილობ...
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
დედლაინი სექსზე მნიშვნელოვანია - 8 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა შეიყვაროთ ჟურნალისტი
11:10 / 17-11-2017
ჟურნალისტმა ქალმა, შიტიკა ანანდმა შეადგინა 8-პუნქტიანი სია, სადაც მოყვანილი აქვს მიზეზები, თუ რატომ არ ღირს, შეიყვარო ჟურნალისტი.მაშ ასე:
ტოპ 5 ქართველი ქალი, რომლებსაც წარმატებული კარიერა აქვთ
14:55 / 06-11-2017
წარმოგიდგენთ ხუთ წარმატებულ ქართველ ქალს, რომელთაც კარიერაში დიდ წარმატებას მიაღწიეს.
არაფრის გეშინოდეს: ძლიერი ქალის 13 წესი
14:58 / 20-08-2017
ქალს ყველაზე უკეთ ფსიქოლოგი ქალი გაუგებს. აი, 13 ოქროს წესი, რომელიც ყველა რთულ მომენტში უნდა წაიკითხოთ.
შოშიას ბლოგი: დედებო, ასწავლეთ თქვენს გოგონებს "მამაკაცის მოვლა"!
15:56 / 26-06-2017
ახლა კიდევ ერთ ჩემთვის გასაშტერებელ ამბავს მოგიყვებით: ერთ-ერთ ქართულ სუფრაზე, აი, ისეთზე, "აკადემიას" რომ ეძახიან ბიძა-კაცები, ქართული ოჯახისა და ტრადიციების სადღეგრძელოს შემდეგ საუბარი გოგონების აღზრდის პრობლემებსაც შეეხო და ერთმა ახალგარდა კაცმა ერთგვარი გამწარებით წამოიძახა: პრობლემა, იცით, რაშია? - დედები გოგონებს არ ასწავლიან, კაცებს როგორ უნდა მოუარონო.
ჰოლივუდის ვარსკვლავები უმძიმესი წარსულით – ლოთი დედა, სადისტი მამა და კლასი, სადაც ყველასთვის უცხო ხარ
15:57 / 01-05-2017
ჰოლივუდის ვარსკვლავები უკვე წლებია, რაც საკუთარ წარსულსა თუ მძიმე ბავშვობაზე შოუებსა თუ ინტერვიუებში გულახდილად საუბრობენ.
ქალები, რომლებიც მამაკაცებს ტოლს არ უდებდნენ - ვინ იყო პირველი ქალი სამურაი, პრეზიდენტი, პარლამენტარი და ა.შ.
14:09 / 13-04-2017
გაიცანით ქალბატონები, რომელთაც პირველებმა შეძლეს, რთულ და განსაკუთრებულ საქმეში თავი წარმოეჩინათ და მამაკაცებისთვის ტოლი არ დაედოთ.
”ტიტანიკი”, ”ლამაზმანი” და სხვ. როგორ გამოიყურებიან დღეს საკულტო კინო-წყვილები
13:38 / 20-03-2017
ბევრი წელი გავიდა, მაგრამ ახლაც ზეპირად გვახსოვს ცნობილი ფილმები სიყვარულზე.
10 ყველაზე ლამაზი პირველი ლედი მსოფლიოში
14:23 / 16-03-2017
ბევრისთვის ქვეყნის პირველი ქალბატონი იმ ქვეყნის სიმბოლოა, რომელსაც წარმოადგენს და მისი მნიშვნელობა ამით შემოიფარგლება,
ვარსკვლავები, რომლებიც ცნობილები პარტნიორების ხარჯზე გახდნენ
11:43 / 07-03-2017
პოპულარობის მოპოვება შენზე მეტად ცნობილი პარტნიორის ხარჯზე ძნელი არ არის, თუმცა, გახდე დამოუკიდებლად წარმატებული ადამიანი - გაცილებით რთულია.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30