რჩევები: როგორ მოვასწროთ მნიშვნელოვანი საქმეების დასრულება ახალ წლამდე
რჩევები: როგორ მოვასწროთ მნიშვნელოვანი საქმეების დასრულება ახალ წლამდე
დეკემბრის ბოლო – ყოველთვის საგიჟეთი პერიოდია. უნდა მოასწრო საჩუქრების ყიდვა, დაგეგმო დღესასწაულები, მოძებნო შესაფერისი კაბა და... ამაყად თავაწეულმა დაასრულო სამსახურის საქმეები. მაგრამ ნუ იჩქარებთ "თმების გაშლას" ამ ყველაფრის გამო – ჩვენ გასწავლით რამდენიმე ეფექტურ მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ, დროულად დაასრულოთ საქმეები და შეინარჩუნოთ სადღესასწაულო განწყობილება!
ნუ იფიქრებთ იმას, რომ ახალი წლის დადგომამდე ჯერ დრო გაქვთ და ყველაფერს მოასწრებთ!
დღესასწაულები ისე შეუმჩნევლად მოვა, ვერც მიხვდებით... და თუ წლის შეჯამება და სამსახურის საქმეების დროულად მოსწრება შესაძლებელია, სტრესისგან გატანჯული ორგანიზმის აღდგენა ბევრად რთული იქნება.

იმ პერიოდში, როცა ყველაფერი მოსასწრებია, მნიშვნელოვანია, რომ არ დაიძაბოთ. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ ეს რჩევა, მაგრამ როცა ახალი წლის წინ თქვენ მიერ გადასაწყვეტი ამოცანების რაოდენობა კატასტროფულად იზრდება, შესაბამისად, იწყებთ თავდაუზოგავად შრომას და ფიზიკურადაც ძალიან იღლებით. ამას პლუს ნერვიულობა და სტრესი კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას. ყველაფერი ეს კი უარყოფითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. ამიტომაც გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რათა არც გადაიწვათ და ამასთან, ნაყოფიერი იყოს თქვენი შრომა.

ნუ შეწირავთ ძილს!


ეს მხოლოდ ერთადერთ რამეს ნიშნავს – უნდა გამოიძინოთ. თუკი მართლა გსურთ, დაიმუხტოთ ენერგიით და მოასწროთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე ახალ წლამდე, აჯობებს, წინასწარ დაგეგმოთ დღე ისე, რომ ძილისთვის საკმარისი დრო დაიტოვოთ. თუნდაც ერთი დამატებითი საათი ძილისთვის საკმარისი იქნება იმისათვის, რომ თქვენი იმუნური სისტემა გაძლიერდეს და ძალები აღიდგინოთ.

მიდით სამსახურში პოზიტიური განწყობით


თუნდაც გარეთ მოღუშული ამინდი იყოს, ციოდეს, გამონახეთ საკუთარ თავში ძალა, დატკბეთ ახალი დღით. თქვენი დადებითი ენერგია კოლეგებსაც დამუხტავს და ყველა ერთად ოპერატიულად შეასრულებთ სამსახურის საქმეებს.

განსაზღვრეთ პრიორიტებები


შეადგინეთ დღის გეგმა, რაღაცები კოლეგებს გადაუნაწილეთ. ყველაფერი ერთდრულად სასწრაფო და მნიშვნელოვანი ვერ იქნება. ამიტომაც "ცხელი" საქმეებიდან განსაზღვრეთ პრიორიტეტულები. არასასწრაფო საქმე გადაიტანეთ იანვრისთვის – ეს იმაშიც დაგეხმარებათ, დღესასწაულების შემდეგ სწრაფად ჩადგეთ სამუშაო ფორმაში.

გამოიყენეთ შესვენება სასარგებლოდ!


სადილმა შეიძლება დაიკავოს ერთი საათი, ნახევარი ან 10 წუთი. ნებისმიერ შემთხვევაში, შეეცადეთ, ეფექტურად დახარჯოთ ეს დრო. მაგალითად, სადილის შესვენება შეიძლება შეუთავსოთ საქმიან შეხვედრას და დროის სერიოზული ეკონომია გააკეთოთ.

არ დაგეგმოთ ზედმეტი პირადი და საქმიანი შეხვედრები


ისინი შესანიშნავად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ტელეფონის ზარებით ან ონლაინ-კონფერენციებით. ეს დროს საგრძნობლად დაგიზოგავთ. მით უმეტეს, რომ წინასაახალწლოდ გზებიც საკმაოდ გადატვირთულია. რისკავთ, საათები გაატაროთ საცობებში.

გადააქციეთ წინასაახალწლო დრო შთაგონების წყაროდ!

დღესასწაულებზე ფიქრი მოტივირებულს გაგხდით, მოასწროთ დაგეგმილი საქმე დროულად. ხოლო როცა ყველაფერს ხუთიანზე შეასრულებთ და დაასრულებთ, შეძლებთ მთელი არსებით დატკბეთ დღესასწაულებით და კმაყოფილი იყოთ მთელი წლის განმავლობაში თქვენ მიერ შესრულებული საქმეებით!

You must have Flash Player installed in order to see this player.
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
16:04 / 24-11-2015
ბრიტანულმა კორპორაციამ, Magic Circle-მა, რომელიც 5 წამყვან იურიდიულ კომპანიას მოიცავს, გადაწყვიტა, შეემუშავებინა ექსპრეს-ტესტი ახალი თანამშრომლების ყველაზე ძლიერი მხარეების გამოსავლენად.
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
არაფრის გეშინოდეს: ძლიერი ქალის 13 წესი
14:58 / 20-08-2017
ქალს ყველაზე უკეთ ფსიქოლოგი ქალი გაუგებს. აი, 13 ოქროს წესი, რომელიც ყველა რთულ მომენტში უნდა წაიკითხოთ.
შოშიას ბლოგი: დედებო, ასწავლეთ თქვენს გოგონებს "მამაკაცის მოვლა"!
15:56 / 26-06-2017
ახლა კიდევ ერთ ჩემთვის გასაშტერებელ ამბავს მოგიყვებით: ერთ-ერთ ქართულ სუფრაზე, აი, ისეთზე, "აკადემიას" რომ ეძახიან ბიძა-კაცები, ქართული ოჯახისა და ტრადიციების სადღეგრძელოს შემდეგ საუბარი გოგონების აღზრდის პრობლემებსაც შეეხო და ერთმა ახალგარდა კაცმა ერთგვარი გამწარებით წამოიძახა: პრობლემა, იცით, რაშია? - დედები გოგონებს არ ასწავლიან, კაცებს როგორ უნდა მოუარონო.
ჰოლივუდის ვარსკვლავები უმძიმესი წარსულით – ლოთი დედა, სადისტი მამა და კლასი, სადაც ყველასთვის უცხო ხარ
15:57 / 01-05-2017
ჰოლივუდის ვარსკვლავები უკვე წლებია, რაც საკუთარ წარსულსა თუ მძიმე ბავშვობაზე შოუებსა თუ ინტერვიუებში გულახდილად საუბრობენ.
ქალები, რომლებიც მამაკაცებს ტოლს არ უდებდნენ - ვინ იყო პირველი ქალი სამურაი, პრეზიდენტი, პარლამენტარი და ა.შ.
14:09 / 13-04-2017
გაიცანით ქალბატონები, რომელთაც პირველებმა შეძლეს, რთულ და განსაკუთრებულ საქმეში თავი წარმოეჩინათ და მამაკაცებისთვის ტოლი არ დაედოთ.
”ტიტანიკი”, ”ლამაზმანი” და სხვ. როგორ გამოიყურებიან დღეს საკულტო კინო-წყვილები
13:38 / 20-03-2017
ბევრი წელი გავიდა, მაგრამ ახლაც ზეპირად გვახსოვს ცნობილი ფილმები სიყვარულზე.
10 ყველაზე ლამაზი პირველი ლედი მსოფლიოში
14:23 / 16-03-2017
ბევრისთვის ქვეყნის პირველი ქალბატონი იმ ქვეყნის სიმბოლოა, რომელსაც წარმოადგენს და მისი მნიშვნელობა ამით შემოიფარგლება,
ვარსკვლავები, რომლებიც ცნობილები პარტნიორების ხარჯზე გახდნენ
11:43 / 07-03-2017
პოპულარობის მოპოვება შენზე მეტად ცნობილი პარტნიორის ხარჯზე ძნელი არ არის, თუმცა, გახდე დამოუკიდებლად წარმატებული ადამიანი - გაცილებით რთულია.
"დამლაგებლობით და მრეცხაობით დავიწყე, რომ ჩემს შვილს არაფერი მოჰკლებოდა..." - დღეს ის "ამერიკული ფიტნესის ქართველი დედოფალია"
14:31 / 25-01-2017
ეს ეკატერინა მეიშვილია, რომელსაც ალბათ გაცილებით მეტი უნდა იცნობდეს საქართველოში - მის მშობლიურ ქვეყანაში.
კარიერის ჰოროსკოპი - როგორი იქნება 2017 წელი საქმიანი კუთხით ზოდიაქოს ნიშნებისთვის
11:00 / 19-12-2016
სამყარო ისეა მოწყობილი, რომ განურჩევლად სქესისა, ყველა ადამიანს უნდა პატივს სცემდნენ, უყვარდეთ და მათ აზრს ითვალისწინებდნენ.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი