ვერძი - აგრესიული ტიპი
მიმზიდველი. სპონტანური. მხიარული. იცის ყველაზე ვნებიანი კოცნა. მომხიბლავია. მასთან ხუმრობას ერიდეთ. ოჯახური ურთიერთობა მისთვის მნიშვნელოვანია. კეთილშობილი და ხელგაშლილია. ხმაურიანი, მუდამ "მართალი" უნდა იყოს. საათობით იკამათებს და დაამტკიცებს თავის მოსაზრებას.
ვერძი - მსოფლიოში საუკეთესო ადამიანია.
კურო - მაწანწალა
აგრესიული. უპირატესობას ხანგრძლივ ურთიერთობას ანიჭებს. შეუდარებელია. იბრძვის სურვილების განსახორციელებლად.
დროდადრო აღიზიანებს, მაგრამ უყვარს ყურადღება. მეგობრულია. მუდამ მზადაა ადამიანების დასახმარებლად. კარგი კოცნა იცის.
ჯიუტია. მზრუნველი. კარგი პიროვნება. სასურველის მისაღწევად ზოგჯერ ეგოისტურად იქცევა. უყვარს ძილი. შეუძლია იყოს ზარმაცი. მასთან ხუმრობას არ გირჩევთ.
ტყუპი - ორმაგი
დაუვიწყარი საყვარელია. მისი სიყვარული განსაკუთრებულია. კარგი მსმენელია. ხალხს ადვილად უბნევს თავგზას. არავის მოატუებინებს თავს. უყვარს სხვებისთვის ჭკუის დარიგება.
ადვილად ბრაზდება. სარკასტულია. ცნობისმოყვარეებს ვერ იტანს. საიმედოა და მუდამ ბედნიერი.
ხმამაღალია. მოლაქლაქე, ადვილად პატიობს. უყვარს ხალხის მოხიბვლა. ღიმილიანი. ძლიერი. ხელგაშლილი.
კირჩხიბი - სილამაზე
საუკეთესო კოცნა იცის. ძალიან მიმზიდველია. მისი სიყვარული შეუდარებელია. რომანტიკულია. ყველაზე მზრუნველი ადამიანი, ვისაც კი ოდესმე შეხვედრიხართ. შემოქმედი ადამიანია. ძირითადად მხატვარი ან გადარეული, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.
უყვარს და ხშირად აქვს სექსი. მხიარულია. წვეულების სული და გულია. მოუწესრიგებელია. თუ შეგიფარათ, მუდამ მის გულში დარჩებით.
ვნებიანი საყვარელია. სპონტანური. მებრძოლი არაა, მაგრამ უკანალს აგიჭრელებთ, თუ შეეხებით. მათზე დაყრდნობა შეგიძლიათ.
ლომი - დიდებული
საუკეთესო ორატორი, მიმზიდველი და ვნებიანია. ბედნიერი, მაგრამ მუდამ რაღაცით უკმაყოფილოა. ბუზღუნა და ინფანტილურია. მისი პრობლემა ყველას პრობლემაა.
მონოტონურია, ამოუცნობი. იცის, როგორ მიიღოს სიამოვნება. ჯადოსნური კოცნა იცის. ხმაურიანია. მომხიბლავი. ლაქლაქა. უპირატესობას ხანგრძლივ ურთიერთობას ანიჭებს. მისი მოხელთება ძნელია, მაგრამ თუ იპოვეთ, - გაგიმართლათ.
ქალწული - მომლოდინე
ურთიერთობაში დომინანტია. საბოლოო სიტყვა ყველგან და ყველაფერში მას უნდა ეკუთვნოდეს. მზრუნველია. ჭკვიანი. ერთგული. კომუნიკაბელური. ადვილად ექცევა გავლენის ქვეშ. უყვარს თამაში და რისკი. ყოვლისმცოდნეა.
აფასებს გარშემო მყოფებს, მაგრამ თუ ერთხელ მაინც აწყენინეს, კარგავს მათ მიმართ პატივისცემას. არა ავიწყდება წყენა და არავის არაფერს პატიობს. შეუდარებელია.
სასწორი - მიამიტი
ყველაზე მზრუნველი. ბავშვური, სასაცილო და საყვარელია. ყველას მოხიბვლა შეუძლია. კუბოს ფიცრამდე ერთგული მეგობარია. წყენას დიდი ხნით იმახსოვრებს. არ გირჩევთ მასთან ურთიერთობის გაფუჭებას. კრეატიულია. ექსტრემალური სპორტის ფანატი. უსაზღვროდ რომანტიკული.
მორიელი - იდუმალი
მიმზიდველი. ხუმრობის მოყვარული. იუმორის კარგი გრძნობა აქვს. საკუთარი თავის განებივრება უყვარს. ენერგიულია. ამოუცნობი. საოცრად ვნებიანი კოცნა იცის. მუდამ იღებს იმას, რაც სურს. მიმზიდველია. უპირატესობას ხანგრძლივ ურთიერთობას ანიჭებს. უყვარს გართობა, მაგრამ ხანდახან ზღვარი არ აქვს. ზრუნავს ახლობლებზე. საუკეთესო მეგობარია. თუ აწყენინეს, ყველაფერს ხაზს გადაუსვამს. რომანტიკულია.
მშვილდოსანი - მოუწესრიგებელი
სპონტანური. ძალიან მიმზიდველი. აფასებს ხანგრძლივ ურთიერთობას. ხშირად მარტოხელა. მომენტალურად კარგავს მოთმინებას. მისი მოტყუება შეუძლებელია. თუ ცუდ ხასიათზეა, გაეცალეთ. ადვილად ბრაზდება და წყენა მუდამ ახსოვს.
ღრმად უყვარს, მაგრამ გრძნობას არ გამოხატავს. გრძნობების გამომჟღავნება სისუსტედ მიაჩნია. სიმპათიურია. ხშირად ინფანტილური. რომანტიკული. კეთილშობილია, სადაც და ვისთანაც სჭირდება. უნიკალური საყვარელია. მხიარული და საყვარელი. შეუდარებელია ლოგინში. მზრუნველია.
თხის რქა - ვნებიანი საყვარელი
ჭკვიანი, სექსუალური. დროდადრო წუწუნა და გაღიზიანებული. ცნობისმოყვარე. ამაყი. ზარმაცია, სანამ პერსპექტიულ საქმიანობაში არ ჩაერთვება. უპირატესობას ხანგრძლივ ურთიერთობა ანიჭებს. ორატორია. საუკეთესოა სპორტში. მხიარულია. მოსწონს კერძების მომზადება და ძვირად ღირებულ რესტორანში სადილობა.
მერწყული - ამას წყალში აკეთებს
საიმედო, მოხიბლავი, ვნებიანი კოცნა იცის. თავისებურია. ხანგრძლივ ურთიერთობებს ანიჭებს უპირატესობას. ნებისმიერ პროექტში თანხმდება მონაწილეობას.
სიამაყეს გრძნობს, როცა რამეს აკეთებს. არაორგანიზებული და ფეთხუმია. შენელებული. კარგი საყვარელი. ექსტრემალურად მოაზროვნე. შინაური ცხოველები ოჯახის წევრებზე მეტად უყვარს. მებრძოლი არაა, მაგრამ შეუძლია ნოკაუტში ჩაგაგდოთ.
თევზები - ცხოვრების პარტნიორი
მზრუნველი და კეთილი. უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ორგანიზებულია და მუდამ მიმზიდველი საწინააღმდეგო სქესისთვის. კამათში ბოლო სიტყვა მას უნდა ეკუთვნოდეს. მათი პოვნაც ადვილია და დაკარგვაც. ვნებიანი და არაჩვეულებრივი საყვარელია.
მხიარულია, მაგრამ ზედმეტად მიმნდობი. მზრუნველია. ცდილობს არ დაარღვიოს წესები, რის გამოც იტანჯება. უცნაურია, ამ სიტყვის კარგი გაგებით. კარგი იუმორის გრძნობა აქვს.
უყვარს ფიქრი. პოპულარულია. მხიარული და საყვარელი. საუკეთესო მეგობარია სხვებისთვის. თავისთვის კი მეგობრების შერჩევა არ იცის.