"კაბიანი სტივ ჯობსი": ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალი და მისი გარღვევა მედიცინაში
"კაბიანი სტივ ჯობსი": ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალი და მისი გარღვევა მედიცინაში
ელიზაბეტ ჰოლმსი მაღალი ქერა ქალია, დაუდევარი ვარცხნილობით. ის 31 წლისაა და მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალია. მას ხშირად ადარებენ სტივ ჯობსს.
ბავშვობაში ორივე მარტოობაში ატარებდა დროს, ორივემ მიატოვა სწავლა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს. ისევე როგორც ჯობსს, ჰოლმსსაც თავიდანვე სჯეროდა, რომ მისი კომპანია მსოფლიოს შეცვლიდა. ჯობსი მილიარდერი გახდა 40 წლის ასაკისთვის, ჰოლმსი - ბევრად ადრე.

გასულ წელს მისი პროექტი "თერანოსი" (Theranos) 9 მილიარდ დოლარად შეფასდა, აქციების ნახევარზე მეტი მისია. ჰოლმსს შავი მოტკეცილი სვიტერები აცვია, სვამს ფრეშს ნიახურითა და კიტრით, არ ჭამს ხორცს, რადგან ამ შემთხვევაში ორგანიზმი ნაკლებ ძილს ითხოვს. ჯობსის ბიოგრაფია კედელზე უკიდია, თუმცა სვიტერებით შერონ სტოუნს ბაძავს ელიტური მეძავის როლში მარტინ სკორსეზეს ფილმიდან "კაზინო". მოტკეცილი შავი სვიტერები მას ასზე მეტი აქვს და დილაობით დროს არ კარგავს ფიქრისთვის, თუ რა ჩაიცვას.

მასზე აღტაცებით დაწერეს "ფორბსმა" და "ფორტუნამ". ის ხვდება პლანეტის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიების და მილიარდერების რეიტინგთა უმეტესობაში. ეს ახალგაზრდა ქალი არ მალავს, როგორ მიაღწია ამას. ბავშვობა და სტენფორდი "ნამდვილად რაც მსურს, ის არის, რომ აღმოვაჩინო რაღაც ახალი, რის არსებობაზეც კაცობრიობა მანამდე არც ეჭვობდა", - წერდა ჰოლმსი მამას 9 წლის ასაკში. ის აღიარებს, რომ იყო უცნაური ბავშვი: "ვკითხულობდი წიგნებს ტონობით, განუწყვეტლივ ჩავკირკიტებდი "მობი დიკს". მე ბლოკნოტში დღემდე მაქვს დროის მანქანის დიზაინის ჩანახატი, რომელიც 7 წლისამ დავხატე".

ბავშვობაში ელიზაბეტი კითხულობდა თავის პაპის პაპის - ქირურგის, ინჟინერის, გამომგონებლის კრისტიან ჰოლმსის ბიოგრაფიას - ის დაიბადა დანიაში 1857 წელს, იყო ცინცინატის სამედიცინო კოლეჯის დეკანი, მის სახელს ატარებს ქალაქის საავადმყოფო. წინაპარმა მისი არჩევანი განაპირობა, დაეკავშირებინა ცხოვრება მედიცინასთან, მაგრამ ექიმობა არ გამოუვიდა. რაღაც მომენტში, ის მიხვდა, რომ ნემსის დანახვაზე შიშის გრძნობა ეუფლებოდა. მოგვიანებით, ის ამბობდა, რომ ეს გახდა მთავარი მიზეზი "თერანოსის" დაწყებისა - კომპანიის, რომელიც საშუალებას იძლეოდა ანალიზი არა ვენიდან, არამედ თითიდან პატარა ნემსით აეღოთ. როცა ჰოლმსი სტენფორდში ჩასაბარებლად პალო-ალტოში გადავიდა, მშობლებმა მას მარკუს ავრელიუსის "ფიქრები" გაუგზავნეს რჩევასთან ერთად, რომ "ცხოვრებას უნდა ჰქონდეს მიზანი".

მან ქიმიური ინჟინერიის ფაკულტეტზე ჩააბარა. სწავლის პირველივე წელს ჰოლმსი სთხოვდა დეკანს, ჩენინგ რობერტსონს, მიეცა უფლება შეეშვა იმ ლაბორატორიაში, სადაც ძირითადად, საქმიანობდნენ ის სტუდენტები, რომლებიც პრეტენზიას აცხადებდნენ ფილოსოფიის დოქტორის ხარისხზე. ფაკულტეტის დეკანი თავიდან ეწინააღმდგებოდა, მაგრამ სტუდენტი გოგონა ჯიუტი აღმოჩნდა - ყოველ დღე უდარაჯებდა ლაბორატორიის კარებთან და ეკითხებოდა, როდის შეუშვებდა შიგ. რობერტსონმა ფარ-ხმალი დაყარა. ზაფხულში კი ჰოლმსი მოელაპარაკა სტენფორდის ადმინისტრაციას, რომ შეძლებდა ჩინური ენის კლასში სიარულსაც. ამის შემდეგ გამოსთხოვა სტაჟირება სინგაპურში "გენომის ინსტიტუტში", სადაც შეისწავლა მაშინ აზიაში გავრცელებული ატიპური პნევმონია. ის უყურებდა, როგორ იღებდნენ სისხლს ანალიზისთვის და ფიქრობდა, რომ ამის გაკეთება სხვანაირადაც, უფრო თანამედროვე მეთოდებით იყო შესაძლებელი.

ამერიკაში დაბრუნების შემდეგ ჰოლმსმა მუშაობა დაიწყო. "ელიზაბეთი პრაქტიკულად 5-6 დღის მანძილზე საწერი მაგიდიდან არ დგებოდა", იხსენებს
დედამისი ნოელ ჰოლმსი. ასეთი შრომის შედეგი კი გახდა საპატენტო განცხადება - პლასტირი, რომელიც გამოჰყოფს სამედიცინო ნივთიერებებს და თვალყურს ადევნებს ცვლილებებს სისხლში. მას შეიძლება მიემაგროს მობილური ტელეფონის ჩიპიც და მონაცემები მიეწოდოს ექიმს. ჰოლმსმა ყველაფერი პროფესორ ჩენინგ რობერტსონს აჩვენა. 19 წლის ასაკში ჰოლმსმა მიატოვა უნივერსიტეტი, ოჯახის მიერ მისი სწავლისთვის გამოყოფილი ფული საკუთარ კომპანიაში ჩადო და ინვესტორების ძებნას შეუდგა.

"ვიცოდი, რომ სულ ცოტა 200 ადამიანთან მაინც მომიწევდა ლაპარაკი, რათა თუნდაც ერთი დამეინტერესებინა. ამიტომ უარს სულ არ განვიცდიდი", - იხსენებს ჰოლმსი. სრულად...

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
არაფრის გეშინოდეს: ძლიერი ქალის 13 წესი
14:58 / 20-08-2017
ქალს ყველაზე უკეთ ფსიქოლოგი ქალი გაუგებს. აი, 13 ოქროს წესი, რომელიც ყველა რთულ მომენტში უნდა წაიკითხოთ.
შოშიას ბლოგი: დედებო, ასწავლეთ თქვენს გოგონებს "მამაკაცის მოვლა"!
15:56 / 26-06-2017
ახლა კიდევ ერთ ჩემთვის გასაშტერებელ ამბავს მოგიყვებით: ერთ-ერთ ქართულ სუფრაზე, აი, ისეთზე, "აკადემიას" რომ ეძახიან ბიძა-კაცები, ქართული ოჯახისა და ტრადიციების სადღეგრძელოს შემდეგ საუბარი გოგონების აღზრდის პრობლემებსაც შეეხო და ერთმა ახალგარდა კაცმა ერთგვარი გამწარებით წამოიძახა: პრობლემა, იცით, რაშია? - დედები გოგონებს არ ასწავლიან, კაცებს როგორ უნდა მოუარონო.
ჰოლივუდის ვარსკვლავები უმძიმესი წარსულით – ლოთი დედა, სადისტი მამა და კლასი, სადაც ყველასთვის უცხო ხარ
15:57 / 01-05-2017
ჰოლივუდის ვარსკვლავები უკვე წლებია, რაც საკუთარ წარსულსა თუ მძიმე ბავშვობაზე შოუებსა თუ ინტერვიუებში გულახდილად საუბრობენ.
ქალები, რომლებიც მამაკაცებს ტოლს არ უდებდნენ - ვინ იყო პირველი ქალი სამურაი, პრეზიდენტი, პარლამენტარი და ა.შ.
14:09 / 13-04-2017
გაიცანით ქალბატონები, რომელთაც პირველებმა შეძლეს, რთულ და განსაკუთრებულ საქმეში თავი წარმოეჩინათ და მამაკაცებისთვის ტოლი არ დაედოთ.
”ტიტანიკი”, ”ლამაზმანი” და სხვ. როგორ გამოიყურებიან დღეს საკულტო კინო-წყვილები
13:38 / 20-03-2017
ბევრი წელი გავიდა, მაგრამ ახლაც ზეპირად გვახსოვს ცნობილი ფილმები სიყვარულზე.
10 ყველაზე ლამაზი პირველი ლედი მსოფლიოში
14:23 / 16-03-2017
ბევრისთვის ქვეყნის პირველი ქალბატონი იმ ქვეყნის სიმბოლოა, რომელსაც წარმოადგენს და მისი მნიშვნელობა ამით შემოიფარგლება,
ვარსკვლავები, რომლებიც ცნობილები პარტნიორების ხარჯზე გახდნენ
11:43 / 07-03-2017
პოპულარობის მოპოვება შენზე მეტად ცნობილი პარტნიორის ხარჯზე ძნელი არ არის, თუმცა, გახდე დამოუკიდებლად წარმატებული ადამიანი - გაცილებით რთულია.
"დამლაგებლობით და მრეცხაობით დავიწყე, რომ ჩემს შვილს არაფერი მოჰკლებოდა..." - დღეს ის "ამერიკული ფიტნესის ქართველი დედოფალია"
14:31 / 25-01-2017
ეს ეკატერინა მეიშვილია, რომელსაც ალბათ გაცილებით მეტი უნდა იცნობდეს საქართველოში - მის მშობლიურ ქვეყანაში.
რჩევები: როგორ მოვასწროთ მნიშვნელოვანი საქმეების დასრულება ახალ წლამდე
14:37 / 29-12-2016
დეკემბრის ბოლო – ყოველთვის საგიჟეთი პერიოდია. უნდა მოასწრო საჩუქრების ყიდვა, დაგეგმო დღესასწაულები, მოძებნო შესაფერისი კაბა და... ამაყად თავაწეულმა დაასრულო სამსახურის საქმეები. მაგრამ ნუ იჩქარებთ "თმების გაშლას" ამ ყველაფრის გამო – ჩვენ გასწავლით რამდენიმე ეფექტურ მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ, დროულად დაასრულოთ საქმეები და შეინარჩუნოთ სადღესასწაულო განწყობილება!
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31