არ არის აუცილებელი, სუპერინტელექტუალი იყოთ. შესაძლოა, გენიალური ადამიანებისთვის დამახასიათებელი თვისებები გაგაჩნდეთ.
აღმოჩნდა, რომ გენიოსების უმეტესობას მსგავსი ხასიათი და ჩვევები გააჩნია. თუ მოცემული 7 პუნქტიდან რომელიმე შეგესაბამებათ, შესაძლოა, იმაზე ბევრად ჭკვიანი ხართ, ვიდრე გგონიათ.
1. ყველაფრის ცოდნა გსურთ
გამუდმებით კითხულობთ უამრავ რამეს, ხართ სხვადასხვა ბლოგის ხელმომწერი და ხშირად ეძებთ ინტერნეტში კითხვებზე პასუხებს, რომლებიც თავში ამოგიტივტივდათ. ატარებთ პატარა ექსპერიმენტებს. გენიოსები, რა თქმა უნდა, ცნობისმოყვარენი არიან, მათ თავში ათასი კითხვა უჩნდებათ და მუდამ ეძებენ პასუხს.
2. ესაუბრებით საკუთარ თავს
თუ შეგიმჩნევიათ, რომ საკუთარ თავს ხშირად ესაუბრებით, ნუ შეშინდებით - ეს შესაძლოა გენიოსობის მანიშნებელი იყოს. როდესაც თქვენი ტვინი გამუდმებით მუშაობს, ხშირად ჩნდება პრობლემები, დიალოგები და იდეები, რომელთაც გამოიმუშავებთ. რაც უფრო ინტენსიურია ეს პროცესი, მით უფრო შესაძლებელია, რომ ამის შესახებ საკუთარ თავს უყვებით.
3. გამუდმებით კითხულობთ
ბევრ ადამიანს მოსწონს კითხვა. გენიოსები ამით შეპყრობილნი არიან. ლიტერატურული გემოვნების მიუხედავად, თუ თქვენი წიგნის თაროები სავსეა და ხშირად ახალ წიგნებს იძენთ, ეს გენიალურობის მაჩვენებელია.
4. სიამოვნებას იღებთ, როდესაც საკუთარ ინტელექტს სცდით
მოგწონთ ლოგიკური თამაშები და ვიქტორინები? ე.ი. ჭკვიანი ადამიანებისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი თვისება გაგაჩნიათ. უამრავი გენიოსი მუშაობს სუდოკუს თავსატეხებზე და ხსნის კროსვორდებს იმდენად იმპულსურად, როგორც თქვენ საკუთარ "ფეიბუქგვერდს" ამოწმებთ.
5. გულმავიწყი ხართ
არის რაღაც დაბნეული პროფესორის ცნებაში. ჭკუით გამორჩეული ადამიანები ხშირად ტვირთავენ საკუთარ ტვინს უამრავი სირთულით, ძაბავენ გონებას. ისინი შეპყრობილნი არიან იდეებითა და პროექტებით, შედეგად კი, მარტივი რამეები ავიწყდებათ. სწორედ ამიტომ ოთახში შესულ გენიოსებს ავიწყდებათ, თუ რატომ შევიდნენ. ასევე, ჭკვიანი ადამიანები ხშირად კარგავენ ნივთებს, ავიწყდებათ დანიშნული შეხვედრების შესახებ.
6. ბნელი წარსული გაქვთ
ყველას წაგვიკითხავს გენოსებზე, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკებს ან ალკოჰოლს, მაგრამ ეს მხოლოდ დრამატული ფანტასტიკის სიუჟეტი არ გახლავთ. დიდი დრო დაგვჭირდება მწერლების, მუსიკოსების, მეცნიერების და სხვა შემოქმედებითი პიროვნებების სიის შესადგენად, რომლებიც ნარკომანიას ებრძოდნენ. ისინი ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს იყენებდნენ ცხოვრებისეულ სირთულეებთან გასამკლავებლად. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა, მაგრამ თუ წარსულში მსგავსი გამოცდილება თქვენც გქონიათ, ეს ტიპურია გენიოსებისთვის.
7. დარდობთ და ბევრი რამის გადაფასებას ახდენთ
გენიოსებს ხშირად უამრავი ეჭვი ღრღნის. მათ იციან, რომ ცხოვრებაში მხოლოდ თეთრი და შავი არ არსებობს, რომ ცოდნა მუდმივად იზრდება და ვითარდება. სამწუხაროდ, ამან შესაძლოა, არასრულფასოვნებისა და თავდაუჯერებლობის შეგრძნება გამოიწვიოს.
თქვენ ჯერ კიდევ დარწმუნებული ხართ, რომ IQ ტესტი გაიარეთ და არ ხართ გენიოსი? დაფიქრდით კიდევ ერთხელ.
უპირველეს ყოვლისა, თუ უფასო ონლაინ IQ ტესტი გაიარეთ, შეგიძლიათ შედეგები ფანჯრიდან მოისროლოთ. ის აბსოლუტურად უსარგებლოა. თუნდაც თქვენი IQ პროფესიონალურად იყოს დათვლილი, ეს შედეგები არ ითვალისწინებს უამრავ ინტელექტუალურ ნიუანსს. მაგრამ არის ერთი რამ, რამაც შესაძლოა გენიოსი გაგხადოთ: დაკავდით შემოქმედებით, იყავით ცნობისმოყვარე და ღია ახალი ცოდნის მისაღებად.