23 წლის გოგონას ბიზნესი - თბილისური სალონი, რომელიც მხოლოდ მამაკაცებს ემსახურება
23 წლის გოგონას ბიზნესი - თბილისური სალონი, რომელიც მხოლოდ მამაკაცებს ემსახურება
23 წლის თეკლა ვეკუა უკვე წელიწადნახევარია, საკუთარ ბიზნესს უძღვება. კარგი იდეა, სწორად დასახული მიზანი და ბევრი შრომა - ეს ყველაფერი წარმატების მისაღწევად, ალბათ, ნამდვილად საკმარისია.

თეკლას ჩანაფიქრი, შეექმნა პირველი "ბარბერ შოპი" თბილისში, რომელიც მხოლოდ მამაკაცებს მოემსახურებოდა, რეალობად 2015 წლის დეკემბერში იქცა.

თეკლა ამბობს, რომ "ბარბერ შოპის" კონცეფცია სილამაზის სალონის ძირითად იდეას სცდება და ის უფრო მამაკაცების თავშეყრის ადგილი, გართობისა და დროის გატარების შესაძლებლობაა. აქ ყველაფერი მომხმარებელთა კომფორტისთვისაა შექმნილი. ახალ ვარცხნილობებთან და წვერის მოვლასთან ერთად მამაკაცებს სასიამოვნო გარემოსაც სთავაზობენ.

"თბილისში მანამდე არ არსებობდა მსგავსი თავშეყრის ადგილი და ასევე სიახლე იყო სალონური მომსახურება მხოლოდ მამაკაცებისთვის. ჩვენ შემოგვაქვს და ვნერგავთ ახალ, ტრენდულ სტილს, მსოფლიოში მიღებულს და ვცდილობთ, ეს ყველაფერი მოვარგოთ ქართულ რეალობას. მომხმარებელს ვთავაზობთ აბსოლუტურად ყველაფერს, რაც ეხება თმისა და მამაკაცის სახის მოვლას.

იქნება ეს წვერის ფორმის თუ თმის ვარცხნილობის შერჩევა. ახალი ვარცხნილობები ასე თუ ისე შემოდის თბილისში, მაგრამ პროფესიონალურად იშვიათად თუ ჭრის ვინმე. "ბარბერ შოპში" მამაკაცების იმიჯზე ხუთი საუკეთესო სტილისტი ზრუნავს",
You must have Flash Player installed in order to see this player.
- ამბობს თეკლა ვეკუა.

"ბარბერ შოპის" ინტერიერი, დიზაინი, კონცეფცია მთლიანად ახალგაზრდა ბიზნესმენის იდეით შეიქმნა და განხორციელდა. როგორც თეკლა ამბობს, მომხმარებელი პირველივე დღიდან აქტიურობდა და ინტერესი თავიდანვე დიდი იყო. თუმცა, ამ ხნის განმავლობაში, ტენდენცია მზარდია და ყოველთვიურად სალონის მომსახურებით კიდევ უფრო ბევრი ადამიანი სარგებლობს.

სანამ იდეას სისრულეში მოიყვანდა, თეკლამ მთელი წელი ბაზრის კვლევას, სტილისტების შერჩევასა და პროდუქციის მოძიებას დაუთმო. სამართებლის სპეციალისტი ბაქოდან მოიწვია, რადგან აღმოაჩინა, რომ საქართველოში ეს საკმაოდ ძველი ხელობა ნაკლებადაა შესწავლილი.

"ბარბერ შოპის" დამფუძნებელი შეეცადა, რომ ფასები ყველა კატეგორიის, ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი და მისაღები ყოფილიყო. სალონში წვერის მოვლის ღირებულება 5 ლარიდან, ხოლო ვარცხნილობები 12 ლარიდან იწყება. "ბარბერ შოპს" ბევრი ცნობილი სახე სტუმრობს. მათ შორის არიან მორაგბეები, მსახიობები, ტელეწამყვანები და სხვა. მათ შორის: მიშა მესხი, ოთო ლომთაძე, გიორგი ქორქია და სხვები.განაგრძეთ კითხვა
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
16:56 / 18-07-2017
თანამედროვე ბიუთი-ტრენდები სულ უფრო იშვიათად ემხრობა ბუნებრივობას. თუმცა, რასაც მოდურ ჟურნალებში ხედავთ ოფისისთვის შესაფერისი ყოველთვის როდია, განსაკუთრებით, თუ კარიერის გაკეთებას აპირებთ.
14:31 / 25-01-2017
ეს ეკატერინა მეიშვილია, რომელსაც ალბათ გაცილებით მეტი უნდა იცნობდეს საქართველოში - მის მშობლიურ ქვეყანაში.
13:35 / 23-11-2016
არაერთხელ გვსმენია, რომ ასაკი - ეს მხოლოდ ციფრებია. შეხედეთ ამ მომხიბვლელ მამაკაცებს, რომელთა ასაკიც უკვე გადასცდა 50-ს. ნუთუ, ვინმეს მოუბრუნდება ენა, უწოდოს რომელიმეს ბაბუა?
12:43 / 22-11-2016
ჩვენ შორიდან ვუყურებთ, რა ფუფუნებასა და სიმდიდრეში ცხოვრობენ ვარსკვლავები და წარმოდგენაც არ გვაქვს, რომ ზოგიერთ მათგანს დიდი შრომა და ცხოვრების რთული გზა დასჭირდა იმისათვის, რომ წარმატებისთვის და მსოფლიო აღიარებისთვის მიეღწია.
15:13 / 11-01-2016
ქირომანტიის მიხედვით, მაჯაზე არსებული ხაზების რაოდენობა ადამიანის სიცოცხლის მაჩვენებელია. ადამიანთა უმეტესობას მაჯაზე 3 ხაზი აქვს, მაგრამ თუკი 4-ია, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა, შესაძლოა 100 წელს მიაღწიოს.
15:47 / 17-11-2015
თუ თქვენ ქალი ხართ, საკმაოდ დიდი შანსი არსებობს, რომ 20-დან 30 წლამდე დიდ დროს დაუთმობთ საკუთარი თავის ძიებას.
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
შოშიას ბლოგი: დედებო, ასწავლეთ თქვენს გოგონებს "მამაკაცის მოვლა"!
15:56 / 26-06-2017
ახლა კიდევ ერთ ჩემთვის გასაშტერებელ ამბავს მოგიყვებით: ერთ-ერთ ქართულ სუფრაზე, აი, ისეთზე, "აკადემიას" რომ ეძახიან ბიძა-კაცები, ქართული ოჯახისა და ტრადიციების სადღეგრძელოს შემდეგ საუბარი გოგონების აღზრდის პრობლემებსაც შეეხო და ერთმა ახალგარდა კაცმა ერთგვარი გამწარებით წამოიძახა: პრობლემა, იცით, რაშია? - დედები გოგონებს არ ასწავლიან, კაცებს როგორ უნდა მოუარონო.
ჰოლივუდის ვარსკვლავები უმძიმესი წარსულით – ლოთი დედა, სადისტი მამა და კლასი, სადაც ყველასთვის უცხო ხარ
15:57 / 01-05-2017
ჰოლივუდის ვარსკვლავები უკვე წლებია, რაც საკუთარ წარსულსა თუ მძიმე ბავშვობაზე შოუებსა თუ ინტერვიუებში გულახდილად საუბრობენ.
ქალები, რომლებიც მამაკაცებს ტოლს არ უდებდნენ - ვინ იყო პირველი ქალი სამურაი, პრეზიდენტი, პარლამენტარი და ა.შ.
14:09 / 13-04-2017
გაიცანით ქალბატონები, რომელთაც პირველებმა შეძლეს, რთულ და განსაკუთრებულ საქმეში თავი წარმოეჩინათ და მამაკაცებისთვის ტოლი არ დაედოთ.
”ტიტანიკი”, ”ლამაზმანი” და სხვ. როგორ გამოიყურებიან დღეს საკულტო კინო-წყვილები
13:38 / 20-03-2017
ბევრი წელი გავიდა, მაგრამ ახლაც ზეპირად გვახსოვს ცნობილი ფილმები სიყვარულზე.
10 ყველაზე ლამაზი პირველი ლედი მსოფლიოში
14:23 / 16-03-2017
ბევრისთვის ქვეყნის პირველი ქალბატონი იმ ქვეყნის სიმბოლოა, რომელსაც წარმოადგენს და მისი მნიშვნელობა ამით შემოიფარგლება,
ვარსკვლავები, რომლებიც ცნობილები პარტნიორების ხარჯზე გახდნენ
11:43 / 07-03-2017
პოპულარობის მოპოვება შენზე მეტად ცნობილი პარტნიორის ხარჯზე ძნელი არ არის, თუმცა, გახდე დამოუკიდებლად წარმატებული ადამიანი - გაცილებით რთულია.
"დამლაგებლობით და მრეცხაობით დავიწყე, რომ ჩემს შვილს არაფერი მოჰკლებოდა..." - დღეს ის "ამერიკული ფიტნესის ქართველი დედოფალია"
14:31 / 25-01-2017
ეს ეკატერინა მეიშვილია, რომელსაც ალბათ გაცილებით მეტი უნდა იცნობდეს საქართველოში - მის მშობლიურ ქვეყანაში.
რჩევები: როგორ მოვასწროთ მნიშვნელოვანი საქმეების დასრულება ახალ წლამდე
14:37 / 29-12-2016
დეკემბრის ბოლო – ყოველთვის საგიჟეთი პერიოდია. უნდა მოასწრო საჩუქრების ყიდვა, დაგეგმო დღესასწაულები, მოძებნო შესაფერისი კაბა და... ამაყად თავაწეულმა დაასრულო სამსახურის საქმეები. მაგრამ ნუ იჩქარებთ "თმების გაშლას" ამ ყველაფრის გამო – ჩვენ გასწავლით რამდენიმე ეფექტურ მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ, დროულად დაასრულოთ საქმეები და შეინარჩუნოთ სადღესასწაულო განწყობილება!
კარიერის ჰოროსკოპი - როგორი იქნება 2017 წელი საქმიანი კუთხით ზოდიაქოს ნიშნებისთვის
11:00 / 19-12-2016
სამყარო ისეა მოწყობილი, რომ განურჩევლად სქესისა, ყველა ადამიანს უნდა პატივს სცემდნენ, უყვარდეთ და მათ აზრს ითვალისწინებდნენ.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი