თანამედროვე სამყაროში ქალის როლი უფრო აქტიური გახდა.
ქალები აქტიურად გამოჩნდნენ პოლიტიკაშიც და ბიზნესშიც, წარმატებული ქალის ასაკიც უფრო გაახალგაზრდავდა. ეს ცვლილება საქართველოსაც შეეხო. "ambebi.ge" იმ ქართველ მანდილოსნებს გაგაცნობთ, რომელთა მაქსიმალური ასაკი 30 წელია და სხვადასხვა კომპანიებში წამყვან თანამდებობებზე მუშაობენ.
ქეთევან ბოჭორიშვილი
ქეთევან ბოჭორიშვილი საზოგადოებისთვის ცნობილი 2012 წელს გახდა, როცა ვერა ქობალიას მოადგილედ დაინიშნა. მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე ქეთევან ბოჭორიშვილი 2010 წლიდან საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს წელიწადნახევრის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ბოჭორიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს დღემდე იკავებს. ტექნიკური უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სწავლა მილანში განაგრძო და მაგისტრის ხარისხიც მოიპოვა. 2010-2012 წლებში იყო სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი, მანამდე კი ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი. დაოჯახებული არ არის, მისი ცხოვრების მთავარი დრო საქმეს ეთმობა.
მეკო აბრამია
მეკო აბრამია 26 წლის არის, თუმცა კერძო სექტორში ძალიან წარმატებულია. აბრამია ახლა Corporation Georgian Wine-ის ბრენდ-მენეჯერია. მანამდე მუშაობდა "პე-ეს-პე-ში", ასევე სტაჟირებაზე იყო ჰაიდელბერგ ცემენტში. მეკო აბრამია "ჯეპრას" წევრია. სწორედ მისი მეშვეობით განხორციელდა არაერთი მსხვილი პროექტი. იხილეთ სრულად