გაიცანით ქალბატონები, რომელთაც პირველებმა შეძლეს, რთულ და განსაკუთრებულ საქმეში თავი წარმოეჩინათ და მამაკაცებისთვის ტოლი არ დაედოთ.
პირველი ავტომრბოლელი
ელიზაბეთ იუნეკი 1900 წელს დაიბადა. ის საშუალო ფენის ოჯახში იზრდებოდა, 21 წლის ასაკში კი ახალგაზრდა ბანკირს მისთხოვდა. როგორც აღმოჩნდა, ელიზაბეთის მეუღლე ავტომოყვარული იყო და 1922 წელს მათ ერთად მიიღეს მონაწილეობა რბოლაში, სადაც ის მექანიკოსის როლს ასრულებდა. რბოლების შემდეგ ვინსენტი პირველ მსოფლიო ომში მიღებულმა ჭრილობებმა შეაწუხა და იძულებული გახდა, პირველობა ახალგაზრდა ელიზაბეთისთვის დაეთმო.
1926 წელს მან ევროპის მასშტაბით გამართულ ტურნირებში მიიღო მონაწილეობა. იმ პერიოდის ჟურნალისტებმა მას "საჭის დედოფალი" დაარქვეს. ის ავტოსპორტის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი მრბოლელი ქალი.
პირველი ბორტგამცილებელი
დღეს ბევრი ლამაზი გოგონა მუშაობს ავიაკომპანიებში სტიუარდესას - ბორტგამცილებლის პოზიციაზე, თუმცა მე-20 საუკუნის დასაწყისში ამის შესახებ ისინი ვერც კი იოცნებებდნენ. პირველი სტიუარდესა ამერიკელი ელენ ჩერჩია. ის აიოვას შტატში ექთნად მუშაობდა, თუმცა ოცნებობდა, რომ მფრინავი გამხდარიყო. ოცნების ასასრულებლად მან მფრინავთა კურსიც კი გაიარა, თუმცა ავიაკომპანიაში შესთავაზეს, შეეკრიბა 25 წლამდე ქალბატონთა 7-კაციანი ჯგუფი, რომლებიც ექთნები იქნებოდნენ და მათი წონა 52 კილოზე მეტი არ იქნებოდა. როგორც ცნობილია, ამ პერიოდში საზოგადოება ერიდებოდა თვითმფრინავით მგზავრობას, მათი შიშის გასაქრობად და უსაფრთხოებისთვის ექთნები ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა. 1930 წლის 15 მაისს, ელენი ბორტგამცილებლის სტატუსით სან-ფრანცისკო - შაიენის რეისს პირველად გაჰყვა, რის შემდეგაც ყველა ავიაკომპანიამ გადაწყვიტა სტიუარდესების დაქირავება.
პირველი პრეზიდენტი
მარია ესტელა მარტინეს დე პერონი პირველი პრეზიდენტი ქალია. ის 1974-1976 წლებში არგენტინის პრეზიდენტი გახლდათ. მარია არგენტინის პრეზიდენტის, ხუან პერონის მესამე მეუღლე იყო. 1973 წელს, როცა ხუან პერონი მესამედ იყრიდა კენჭს არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში, მარია მან ვიცე-პრეზიდენტად წარადგინა. ხოლო როცა ხუანი გარდაიცვალა, მარია ქვეყნის პირველი პირი ავტომატურად გახდა. მის პრეზიდენტობას მხარი დაუჭირა ქვეყანაში არსებული ყველა პარტიის ლიდერმა, მათ შორის იყო კომუნისტური პარტიაც. მან თანამდებობა ქვეყანაში მომხდარი პოლიტიკური გადატრიალების გამო დატოვა. გაგრძელება