ქალს ყველაზე უკეთ ფსიქოლოგი ქალი გაუგებს. აი, 13 ოქროს წესი, რომელიც ყველა რთულ მომენტში უნდა წაიკითხოთ.
1. ერთ დღესაც მიხვდები, რომ მარტო უნდა დარჩე: მშობლები გარდაიცვლებიან, ქმარი გიღალატებს (ან თავად მიატოვებ, მიხვდები, რომ ის უცხო გახდა შენთვის), ბავშვები გაიზრდებიან. დრამატიზმი საჭირო არაა. მზად უნდა იყო ცვლილებებისთვის. ეს გადაგარჩენს.
2. უახლოესი ნათესავების გარდა ყველას შეცვლა შეიძლება. შემოუშვი შენს ცხოვრებაში ახალი ადამიანები. ეს დაგეხმარება, როცა მარტო დარჩები.
3. ხშირად გამოსცადე ახალი: ჩაცმის სტილი, საჭმელი, გასართობი, აქტიურობები... არ მიეჩვიო ერთი და იმავეს. სიახლეს მიმართე განსაკუთრებით, როცა ყველაფერი გეზარება, ყველაფერი სულერთი გახდა.
4. ყველას აპატიე, დანარჩენი დაივიწყე. არავისთან იკამათო, უმჯობესია იცეკვო.
5. არ აჩქარდე. თუ რამე გინდა, იმას მაინც გააკეთებ. პატარ-პატარა ნაბიჯებით მიუახლოვდები სასურველს.
6. თუ რაღაც ძალიან გსურს გამოსცადო, გააკეთე. არასდროს თქვა უარი საკუთარ სურვილებზე, ახალი გამოცდილების მიღებაზე.
7. არ დანებდე, არ გამოსდის მას, ვინც არ სცდის, ორჯერ, სამჯერ... ბოლოს, მაინც გამოგივა.
8. ყველაფერი იცვლება ამ ცხოვრებაში... უკეთესობისკენ. ეს აზრი გადაგარჩენს.
9. არაფერი მთავრდება, მაგრამ დასასრული შეიძლება ხვალ დადგეს. იყავი მზად ყველაფრისთვის. ასე უფრო ადვილია ცხოვრება.
10. ნუ დაივიწყებ შენს სხეულს. უარს ნუ იტყვი სეირნობაზე, იოგაზე, ცურვაზე...
11. რომანტიკა, სიყვარული. ნუ აურევ მათ სექსში. სექსის გარეშე გაძლებ, სიყვარულისა და რომანტიკის გარეშე ვერა. სიყვარულმა და რომანტიკამ უნდა მიგიყვანს ახალი თაყვანისმცემლის საწოლში.
12. უკანასკნელი, რაც უნდა გაფიქრებდეს, "რას იტყვის ხალხი?" არავინ არაა შენი არც უფროსი, რომ გიკარნახოს როგორ მოიქცე, არც იდეალური, რომ მიბაძო. დაივიწყე ხალხის აზრი, იყავი ბედნიერი.
13. ნუ იქნები თავდაჯერებული. ყველაფრის ცოდნა არ მოგეთხოვება. დაუშვი შეცდომები, მიიღე ახალი გამოცდილება.
დაბოლოს, გაუფრთხილდი მეგობრებს. ერთგულებს. მათ ვისთვისაც შენ მნიშვნელოვანი ხარ, რომლებიც არ მიგატოვებენ არ ჭირში და შენი ბედნიერებაც გაუხარდებათ.