1 წელი - ჩითის ქორწილი; ქმარმა ცოლს ამ დღის აღსანიშნავად ჩითის ან ბუნებრივი ქსოვილის ნივთები: თეთრეული, პირსახოცები უნდა მიართვას.
2 წელი - ქაღალდის (მინის) ქორწილი; საუკეთესო საჩუქარი ამ დღისთვის იქნება: წიგნი, ფოტოალბომი, ლარნაკი და მინის სუვენირები.
3 წელი - ტყავის ქორწილი; იუბილეს აღსანიშნავად მეუღლეს ტყავის ხელთათმანი, საფულე ან ჩანთა მიართვით.
4 წლისთავის აღსანიშნავად, სახლი ვარდებით მორთეთ და წყვილი სანთელი აანთეთ.
5 წელი - ხის ქორწილი; თარიღი მშობლებისა და მეგობრების წრეში აღნიშნეთ. საუკეთესო საჩუქარია ხის ნივთები: ზარდახშა, ჩარჩო სამახსოვრო ფოტოებისთვის...
6 წელი - თუჯის ქორწილი; ცოლი ქმარს თუჯის ქვაბში მომზადებული კერძით უნდა გაუმასპინძლდეს.
7 წელი - სპილენძის ქორწილი.
8 წელი - თუნუქის ქორწილი; ძველად მეუღლეები თუნუქის ჭურჭელს ყიდულობდნენ. ახალგაზრდებს შეუძლიათ, ელექტროხელსაწყოები შეიძინონ.
9 წელი - თიხის ქორწილი; გახსოვდეთ, თიხის გატეხილ ქოთანს ვეღარ გაამთელებთ. ამიტომ 9 წლის შემდეგაც ვალდებული ხართ, გაუფრთხილდეთ გრძნობებს. ქმარმა ცოლს თიხის ქოთანში ჩარგული ყვავილები ან თიხის ნაკეთობა უნდა მიართვას.
10 წელი - ვარდის ქორწილი; თქვენი 10-წლიანი თანაცხოვრება უეკლო არ იქნებოდა, მაგრამ დღეს ეს დაივიწყეთ. წვეულება მოაწყვეთ და ნათესავები და მეგობრები დაპატიჟეთ.
11 წელი - ფოლადის ქორწილი.
12 წელი - ნიკელის ქორწილი.
13 წელი - მაქმანების ქორწილი. მაქმანი მოდაში აღარაა, ამიტომ, მეუღლეებმა ერთმანეთს სუნამოები მიართვით.
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით )