ძა­ლით გათხო­ვი­ლი და ქმრის ღა­ლა­ტით გა­ხა­რე­ბუ­ლი ქა­ლი - ის მისაბაძი ადამიანი იყო
ძა­ლით გათხო­ვი­ლი და ქმრის ღა­ლა­ტით გა­ხა­რე­ბუ­ლი ქა­ლი - ის მისაბაძი ადამიანი იყო
"მი­ხა­რია, რომ არ­სე­ბობთ. მინ­და, ბე­ბი­ა­ჩე­მის შე­სა­ხებ გი­ამ­ბოთ, რო­მე­ლიც გა­რი­გე­ბით გა­ათხო­ვეს. მი­სი მო­ნა­ყო­ლი იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ მსურს, თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის მკითხ­ველ­საც გა­ვუ­ზი­ა­რო. გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ მო­გე­წო­ნე­ბათ და და­ბეჭ­დავთ", - 38 წლის ია ალა­სა­ნია ბე­ბი­ა­ზე სა­სა­უბ­როდ რე­დაქ­ცი­ა­ში მო­ვიწ­ვიე.

- ჩე­მი ბე­ბო 16 წლის ყო­ფი­ლა, რო­ცა თვა­ლი და­ად­გეს: ქა­ლაქ­ში, ქორ­წილ­ში წა­უყ­ვა­ნი­ათ მშობ­ლებს და იქ მო­ე­წო­ნათ მო­მა­ვა­ლი ქმრის ნა­თე­სა­ვებს, ცო­ტა ხან­ში შინ მი­ად­გ­ნენ, თა­ნაც - გა­უფ­რ­თხი­ლებ­ლად. ამ დროს ბე­ბია ბლის ხე­ზე მჯდა­რა. სტუმ­რე­ბი რომ მი­ად­გ­ნენ კარს, თურ­მე, მათ ზე­ვი­დან დაჰ­ყ­ვი­რა, - ვინ ბრძან­დე­ბით და რამ შე­გა­წუ­ხა­თო? სა­დე­დამ­თი­ლოს ლა­მის უკან გა­უბ­რუ­ნე­ბია ხალ­ხი, - ეს ახ­ტა­ჯა­ნა გო­გო გინ­დათ ჩე­მი შვი­ლის­თ­ვის? სოფ­ლე­ლია, გა­უთ­ლე­ლი. ვერ ხე­დავთ, რო­გორ ტყი­უ­რი­ვით იქ­ცე­ვაო? არა­და, მის შვილს ისე მოს­წო­ნე­ბია პა­ტა­რა გო­გო, რომ დე­დის­თ­ვის ჩა­უ­ჭი­დია ხე­ლი, ლა­მის ძვლებ­ში გა­და­უმტ­ვ­რე­ვია ქა­ლი, - მო­ი­ცა­დე, ადა­მი­ა­ნო, ამის გარ­და, სხვას არა­ვის შე­ვირ­თა­ვო.

გა­ჩე­რე­ბუ­ლა ქა­ლიც, იმ იმე­დით, რომ ახ­ლო­დან უფ­რო უშ­ნო იქ­ნე­ბო­და და მი­სი შვი­ლიც გა­ნი­ხიბ­ლე­ბო­და სა­პა­ტარ­ძ­ლო­თი. ბე­ბო მიყ­ვე­ბო­და: თმა გი­ჟი­ვით ისე მქონ­და აწე­წი­ლი და თეთ­რი კა­ბა ისე გამ­ჭუჭყი­ა­ნე­ბო­და, რომ მარ­თ­ლა ეშ­მაკს ვგავ­დი. მიკ­ვირს, რომ არ გა­იქ­ც­ნენ ჭიშ­კარს მომ­დ­გა­რი სტუმ­რე­ბიო. შე­ი­პა­ტი­ჟა თურ­მე, - ახ­ლა­ვე მშობ­ლებს და­ვუ­ძა­ხებ, მა­ნამ­დე კი თუ გინ­დათ, სუ­ლის მო­საბ­რუ­ნებ­ლად ჭის წყალს მო­გი­ტან­თო. თურ­მე, ჭის ცი­ვი წყა­ლი იყო უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი, რომ თა­კა­რა მზე­ში სტუ­მარს გა­მას­პინ­ძ­ლე­ბო­დი. აბა, მა­შინ სად იყო ყა­ვა და შო­კო­ლა­დი, ხალხს წყალ­ზე ეპა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ და მე­რე ღვი­ნო­სა და პურ­მა­რილ­ზეც - ასე­თი მას­პინ­ძ­ლო­ბის გა­რე­შე არა­ვინ გა­მო­გიშ­ვებ­და, თუ ძა­ლი­ან არ უჭირ­და ოჯახს.


თურ­მე, ბე­ბოს მშობ­ლებს თა­ვი­დან ელ­და ეცათ, მო­უ­ლოდ­ნე­ლი სტუმ­რე­ბი რომ და­ად­გ­ნენ თავს. რო­ცა გა­ი­გეს, რა საქ­მე­ზეც იყ­ვ­ნენ მო­სუ­ლი ქა­ლა­ქი­დან, გა­ოგ­დ­ნენ თურ­მე, - ჯერ რა დროს ამის გათხო­ვე­ბაა? ბი­ჭებ­თან ერ­თად, ისევ ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­სო, მაგ­რამ სტუმ­რებს პა­ტი­ვის­ცე­მის გა­რე­შე ხომ არ გა­უშ­ვებ­დ­ნენ და და­უ­ძა­ხეს მე­ზობ­ლებს, მა­თი დახ­მა­რე­ბით რო­გორ­ღაც სუფ­რაც გა­აწყ­ვეს. ბე­ბო ამ­ბობ­და, - მა­შინ მე­ზობ­ლო­ბაც სხვა­ნა­ი­რი იცო­და ხალ­ხ­მა. სტუ­მა­რი რომ მო­გი­ვი­დო­და, ყვე­ლა შენს დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­და, სოფ­ლის და უბ­ნის სა­ხე­ლი რომ არ შერ­ცხ­ვე­ნი­ლი­ყო და ვი­საც რა გა­აჩ­ნ­და, ის მოჰ­ქონ­დაო. იმ დღე­საც ასე მომ­ხ­და­რა: ზოგს ხა­ჭა­პუ­რი გად­მო­უ­ტა­ნია, ზოგს კერ­ძი, ზოგს პუ­რი, რა­ღაც ალ­ბათ, მას­პინ­ძ­ლებ­მა თა­ვად შე­მა­ტეს სუფ­რას და ყვე­ლამ კარ­გად მო­ილ­ხი­ნა. კა­ცე­ბი ისე დამ­თ­ვ­რა­ლან, რომ ბო­ლოს თურ­მე, სტუმ­რებს აღარ ახ­სოვ­დათ, რის­თ­ვის მო­ად­გ­ნენ მას­პინ­ძ­ლე­ბის სახლს. მხო­ლოდ სა­სი­ძო არ სვამ­დაო და იმა­საც, ქალ­ზე ეჭი­რა თვა­ლი. რო­ცა სუფ­რა აირია, დრო იხელ­თა და და­ი­მარ­ტო­ხე­ლა ბე­ბია. გა­მოჰ­კითხა თურ­მე, რო­გორ ცხოვ­რობ­და, რა აინ­ტე­რე­სებ­და, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და თუ არა.

ბე­ბომ თქვა, - უნე­ბუ­რად, ყვე­ლა­ფერ­ზე ცი­ნი­კუ­რად ვპა­სუ­ხობ­დი და ვე­ხუმ­რე­ბო­და, უშ­ნოდ ვიჯღა­ნე­ბო­დი. მე­გო­ნა, ბი­ჭი ამის გა­მო ჩემ­ზე გულს აიც­რუ­ებ­და, შე­მეშ­ვე­ბო­და, მაგ­რამ პი­რი­ქით მოხ­და: ასეთ­მა საქ­ცი­ელ­მა და სი­ვე­ლუ­რემ უფ­რო მე­ტად ააფო­რი­აქა, გულ­ში ჩა­ვუ­ვარ­დი. იმ დღის მე­რე რამ­დენ­ჯერ­მე მო­მად­გა სახ­ლ­ში, მაგ­რამ ყო­ველ ჯერ­ზე ისე ვმა­ი­მუ­ნობ­დი, არ მე­გო­ნა, თუ კი­დევ გა­რის­კავ­და ჩემ­თან მოს­ვ­ლა­სო. ერ­თხელ თურ­მე, ცი­ვი წყა­ლიც შე­ას­ხა პირ­და­პირ
ვედ­რო­დან: თუ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ, აჰა, გაგ­რილ­დიო. მე­ო­რედ ტა­ლახ­ში აგო­რა­ვა თურ­მე: ფეხ­ბურ­თის თა­მაშ­ზე და­უ­ყო­ლი­ე­ბია და მე­რე, ახ­ტა­ჯა­ნამ ტა­ლახ­შიც ამოს­ვა­რა. იმ დღეს ისე­თი მოთხუპ­ნი­ლი და­ად­გა ქა­ლა­ქის გზას, რომ სახ­ლ­ში დე­და მწყევ­ლი­და, ეს რა გა­ა­კე­თეო და ალ­ბათ ქა­ლაქ­ში, დე­და­მი­სი გაჰ­კი­ო­და ჩემს სა­ხელ­სო. ჰყვე­ბო­და ამას ბე­ბო და თან, კის­კი­სებ­და. ასეთ დროს ეშ­მა­კუ­ნე­ბი უბ­რ­წყი­ნავ­და თვა­ლებ­ში... განაგრძეთ კითხვა
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
11:37 / 02-10-2017
… ამჯერადაც, როგორც ყოველთვის, უჩვეულო ამბის თხრობას ჩვეულებრივ დავიწყებ: ამას წინათ უხერხულ და უსიამოვნო სცენას შევესწარი, როცა მე და ჩემმა მეგობარმა ერთ პატარა კაფეში ყავის დასალევად და სასაუბროდ შევიარეთ. ჩვენ გვერდითა მაგიდასთან წყვილი სადილს შეექცეოდა.
12:26 / 29-09-2017
ბედნიერი ვარსკვლავური წყვილები შევკრიბეთ, რომლებიც ოჯახური კეთილდღეობის საიდუმლოს გვიმხელენ.
14:03 / 23-09-2017
ქალების უმეტესობას რომ ჰკითხო, ერთგული და მონოგამიური კაცი ბუნებაში ძნელად მოიძებნება.
11:38 / 22-09-2017
მზია ხვისტანი-ერაძე სამი შვილის დედაა. 18 წელია, ამერიკაში ცხოვრობს და იქვე შექმნა ქართული ოჯახი.
10:15 / 22-09-2017
გოგონას, სახელად სტეფანის, ყოველთვის ჰქონდა პრობლემები თვითშეფასებასთან, ჭარბი წონის გამო, მანამ, სანამ მან და მისმა ბოიფრენდმა არინმა არ გადაწყვიტეს, მოეწყოთ ფოტოსესია.
12:00 / 07-09-2017
სექტემბერი ყველასთვის ახალ გეგმებთან, ახალ საქმეებთან და ახალ შემართებასთან ასოცირდება.
11:49 / 07-09-2017
29 წლის კლერი, როგორც ყოფილი საყვარელი, გვიზიარებს თავის გამოცდილებას. მან მოღალატე ქმრების 10 მნიშვნელოვანი მინიშნების შესახებ მოგვითხრო, წერს - The Asian Parent-ი.
11:14 / 01-09-2017
სიყვარულს უმღერის ყველა ფილმებსა თუ წიგნებში, ადამიანებს კი საოცარი საქციელის ჩადენისკენ უბიძგებს. და რაც ყველაზე მთავარია, სიყვარული ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობაზეც მოქმედებს. ორგანიზმი გამოჰყოფს სხვადასხვა ჰორმონს, რომლებიც ტვინზე ნარკოტიკივით ზემოქმედებს.
12:35 / 28-08-2017
გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა, ადამიანთა ურთიერთობა ბევრით აიხსნება... მათი თვალის ფერით. ჩვენ მოგიყვებით სხვადასხვა ფერის მქონე ადამიანებზე და იმაზე, რამდენად ერთგული, ან პირიქით, მოღალატეები არიან ისინი.
14:06 / 27-08-2017
ზოგჯერ საჭიროა რომანტიკული საღამოს მოწყობა, ურთიერთობების განახლება, მაგრამ ორივე დაღლილები ხართ კულტურული ან გასტრონომიული საღამოს მოწყობით ან ფინანსური შესაძლებლობები არ გაქვთ?
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ამ მამამ დაამტკიცა, რომ მისი სიყვარული შვილების მიმართ, ცოლთან განქორწინებაზე მაღლა დგას
10:34 / 18-10-2017
მშობლებს ხშირად ძალიან უჭირთ განქორწინების შემდეგ თბილი ურთიერთობების შენარჩუნება.
წერილი, რომელმაც ყველა შეძრა -  ”9 თვის ბავშვი უნდა გავაშვილო..."
14:16 / 23-09-2017
”9 თვის ბავშვი უნდა გავაშვილო... მარტოხელა ვარ, უიმედო და სასოწარკვეთილი.
რატომ დაინტერესდა ამერიკული მედია ქართველი დედა-შვილით
11:38 / 22-09-2017
მზია ხვისტანი-ერაძე სამი შვილის დედაა. 18 წელია, ამერიკაში ცხოვრობს და იქვე შექმნა ქართული ოჯახი.
კაბის ისტორია, რომელმაც ოჯახის ოთხი თაობა მოიარა
14:04 / 08-09-2017
1927 წელს გადაიღეს ფოტო, რომელზეც პატარა გოგონა ვარდისფერ კაბაშია გამოსახული. ამ ფოტომ დაუდო საფუძველი საოჯახო ტრადიციას, რომელიც უკვე 90 წელი გრძელდება.
“მე ყოფილი საყვარელი ვარ!” აი, 10 ნიშანი იმისა, რომ ქმარი გღალატობთ
11:49 / 07-09-2017
29 წლის კლერი, როგორც ყოფილი საყვარელი, გვიზიარებს თავის გამოცდილებას. მან მოღალატე ქმრების 10 მნიშვნელოვანი მინიშნების შესახებ მოგვითხრო, წერს - The Asian Parent-ი.
"წლებია, ქმრისა და მისი საყვარლის მიმოწერას ვკითხულობ..."
13:45 / 28-08-2017
ალბათ, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ჩვენ გვერდით ასეთი ამბებიც ხდება. ეს წერილი ერთ-ერთმა მკითხველმა მოგვწერა და გვთხოვა, გაგვეზიარებინა სხვებისთვის - იქნებ რჩევა-დარიგებები მისცენ ან საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ, რადგან სამწუხაროდ, არც ისე ცოტა ქალი ცხოვრობს ჩვენ გვერდით, ვინც წლების განმავლობაში სხვადასხვა სახით ეგუება ქმრის ღალატს:
როცა ცოლქმრული ურთიერთობები ნაპერწკალს კარგავს - რომანტიკული იდეები სახლიდან გაუსვლელად
14:06 / 27-08-2017
ზოგჯერ საჭიროა რომანტიკული საღამოს მოწყობა, ურთიერთობების განახლება, მაგრამ ორივე დაღლილები ხართ კულტურული ან გასტრონომიული საღამოს მოწყობით ან ფინანსური შესაძლებლობები არ გაქვთ?
10-მილიონიანი ბრილიანტის ბეჭედი და 8-სართულიანი ტორტი - ფოტოები რუსი ოლიგარქის ძვირად ღირებული ქორწილიდან
15:21 / 24-08-2017
რუსმა ოლიგარქმა ალექსეი შაპოვალოვმა მისი შვილების დედა, 27 წლის ქსენია ცარიცინა ოფიციალურად მოიყვანა ცოლად.
ქმრის დასჯის 8 მეთოდი
21:30 / 26-07-2017
თუ მან მთელ ოთახში თავისი წინდები დაყარა, ადექი და სამზარეულოს იატაკზე  ბორში მოასხი.
ზოდიაქოს სამი წყვილი, რომელიც ერთმანეთისთვისაა შექმნილი
11:19 / 25-07-2017
ამბობენ, რომ იდეალური ურთიერთობები ამ ქვეყანაზე არ არსებობს და ეს ნაწილობრივ მართალია. თუმცა, არსებობს მეტ-ნაკლებად ჰარმონიული და იდეალურთან მიახლოებული კავშირები, რომელშიც ცოლ-ქმარს ერთმანეთის ხშირად სიტყვების გარეშეც ესმის უკვე.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31