ქალისა და მამაკაცის ბუნების ახსნა მარტივად შეიძლება. ქალი სიამოვნებას პოულობს პროცესში, შედეგი ნაკლებად აღელვებს; მამაკაცი მომართულია მიზანზე. ყველა ქალი ოცნებობს ბედნიერ პირად ცხოვრებაზე. ხშირად უწევს მსხვერპლის გაღება, მაგრამ... არაფერი გამოსდის.
ოჯახური ბედნიერების საიდუმლო
ჰარმონიული ურთიერთობები მხოლოდ ჰარმონიულ პიროვნებასთან უნდა დაამყაროთ. თუ თავად მაღალი თვითშეფასება გაქვთ, თქვენ გვერდით უმსგავსი ადამიანის ადგილი არაა. თუმცა, სხვანაირადაც შეიძლება მოხდეს...
საკუთარი თავით უკმაყოფილო ქალი ხშირად:
1. აღიქვამს მამაკაცს, როგორც საყრდენს, რომელსაც უნდა დაეყრდნოს, როგორც სრულყოფილ ადამიანს.
2. აიძულებს მამაკაცს კამათზე, უმსგავსო საქციელზე, ღალატზე, რადგან დარწმუნებულია, რომ არ დაიმსახურა ბედნიერება.
3. ვერ გაუგია, რა სურს თავად. ამიტომ ეხმარება მამაკაცს მიზნების ასრულებაში, რაც ხშირ შემთხვევაში არ გამოსდის.
4. არ ერიდება და საყვარელ მამაკაცს ფსიქოთერაპევტივით იყენებს.
5. უმაკიაჟო, უინტერესო ტკიპას ემსგავსება, რომლის მოშორებაც შეუძლებელია.
6. აკონტროლებს მამაკაცის თითოეულ ნაბიჯს, რადგან ეშინია მისი დაკარგვის.
7. ქვეყანას უმტკიცებს საკუთარ დამოუკიდებულობას, ამიტომ არ აბამს სერიოზულ ურთიერთობებს.
8. პატივს არ სცემს გვერდით არსებულ მამაკაცს და ცდილობს, საკუთარი სურვილების მიხედვით გადააკეთოს.
9. კმაყოფილდება მცირედით, ცდილობს შეინარჩუნოს, რათა მარტო არ დარჩეს.
10. თვალს ხუჭავს პრობლემებზე, ოღონდ ურთიერთობა არ დაენგრეს.
11. იჭერს იმ მამაკაცს, რომლის დაჭერაც არ ღირს.
12. ითმენს ცუდ დამოკიდებულებას, ზოგჯერ ცემასაც კი.
13. ჰგონია, რომ მამაკაცი აქცევს ბედნიერად, უბედურად.
14. არ შეუძლია დიდხანს განმარტოება, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა.
15. პანიკურად ეშინია გასუქების, რათა მამაკაცმა არ მიატოვოს. იკეთებს ბოტოქსის ნემსებს, პლასტიკურ ოპერაციებს.
16. ელის სიყვარულს გარეთ, როცა ვერ პოულობს საკუთარ თავში.
იდეალური ურთიერთობა მაშინ ყალიბდება, როცა შინაგანად მზად, გახსნილი ხართ სიყვარულისთვის. თუ სული მშვიდად გაქვთ, დახმარების თხოვნა არ გაგიჭირდებათ, ტკბილ სიტყვას მარტივად ეტყვით, მეგობრებთან ერთადაც გულდამშვიდებული გაუშვებთ.
ქალისთვის მნიშვნელოვანია, აირჩიოს ის, რაც ბედნიერებას ანიჭებს, რასაც სიამოვნებით აკეთებს. ხშირად იფიქრეთ საკუთარ, შინაგან, ღრმა მოთხოვნებზე! ხშირად განმარტოვდით, დაუთმეთ დრო საყვარელ საქმეს (საჭმლის მომზადებას ან ვარჯიშს). იფიქრეთ იმაზე, რომ რასაც გააკეთებთ, სიამოვნება მოგანიჭოთ და არ იყოთ კონცენტრირებული შედეგზე.
უკეთ გაიცანით საკუთარ თავი. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს. ბედნიერი ოჯახური ურთიერთობის გამოზრდა ბოსტნეულივით შეიძლება. ჯერ ნაყოფიერი ნიადაგი უნდა მოამზადოთ, თესლი ჩააგდოთ. მინიმალური მოვლაც კი მდიდრულ მოსავალს მოგიტანთ.
თუ ნიადაგს არ მოამზადებთ და ისე დათესავთ, მოსავალს ვერ მიიღებთ, არაადამიანური ძალისხმევაც რომ გამოიჩინოთ. ტყუილად დაკარგავთ ძალასა და ძვირფას დროს, მიიღებთ უამრავ ნეგატიურ გამოცდილებას და დაარწმუნებთ საკუთარ თავს, რომ პრინციპში, კარგი მოსავლის მიღება შეუძლებელია.
რაც უფრო საინტერესო ხართ საკუთარი თავისთვის, მით მეტად საინტერესო იქნება თქვენ გვერდით ყოფნა. დაკავდით საკუთარი თავით და დაინახავთ, რომ საყვარელი ადამიანი გაცილებით მზრუნველი გახდა თქვენ მიმართ. ახლა უფრო ხშირად გეხმარებათ, ვიდრე ადრე.
თუ სტატია საინტერესო მოგეჩვენათ, გაუზიარეთ მეგობრებსაც. ყოველდღიურ, ყოველწუთიერ ბედნიერებას გისურვებთ!